საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა



სპს „თავაძე და კომპანია“ განათლების სამინისტრო სკოლა 
„ანაბასისის“
კათედრების დებულება 

კათედრის თავმჯდომარე: თამარ ბაქრაძე



1. რეგულირების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს სპს „თავაძე და კომპანია“ განათლების სამინისტრო სკოლა „ანაბასისის“ საგნობრივი კათედრების რაოდენობას. აწესრიგებს კათედრების / კათედრის თავმჯდომარეების ფუნქციებსა და კათედრის მოწყობის პრინციპებს.

სკოლაში ფუნქციონირებს ექვსი საგნობრივი კათედრა:
1.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა; 
მოიცავს საგანს ქართული ენა და ლიტერატურა.
1.2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა;
მოიცავს შემდეგ საგნებს: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლები.
1.3. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა;
მოიცავს შემდეგ საგნებს: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და სახელმწიფო, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება.
1.4. უცხოური ენების კათედრა;
მოიცავს შემდეგ საგნებს: ინგლისური ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა.
1.5. სპორტისა და ესთეტიკური მეცნიერებათა კათედრა;
მოიცავს შემდეგ საგნებს: სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა.
1.6. დაწყებითი კლასების კათედრა;
აღნიშნული კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფში ყველა მასწავლებელს.

2. კათედრების ფუნქციებია:
 2.1. საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება
2.2. კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წიპაპირობათა განსაზღვრა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
2.3. საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.
2.4. კათედრებზე შემავალი საგნების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება
2.5. სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთნხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.)
2.6. ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის.
2.7. რეკომენდაციების შემუშავება სწავლა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
2.8. შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და გაცდენების ანალიზი.

3. კათედრების მოწყობა:
3.1. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი წლის ვადით.
3.2. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შეიძლება ზედიზედ სამჯერ.
3.3. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. პირველი შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს სასწავლო წლის დაწყებამდე.

4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
4.1. კათედრის შეხვედრების ორგანიზება, (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება–შენახვა)
4.2. სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
4.3. პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების ( კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა )ორგანიზება.

5. ცვლილებების შეტანა:

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც გახდება დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველი.




სპს „თავაძე და კომპანია“ განათლების სამინისტრო სკოლა „ანაბასისის“
 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის სამუშაო  გეგმა

პირველი სხდომა: 9 სექტემბერი,  2015 წელი

1.    კათედრის  თავმჯდომარის და მდივნის არჩევა
2.    სახელმძღვანელოების შერჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სახელმძღვანელოების შერჩევა მათემატიკასა და პროგრამირებაში.
3.       შეფასების კრიტერიუმები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, შეფასების კრიტერიუმები მათემატიკასა და პროგრამირებაში.
4.   საგაკვეთილო პროცესისათვის , მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის , საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და დირექციისათვის წარდგენა.
 5.   მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის წევრისა და ფასილიტატორობის კანდიდატების დასახელება.
 6.   კათედრის გეგმის შემუშავება.

მეორე სხდომა 26 ნოემბერი,  2015 წელი

1.       საგაკვეთილო პროცესისათვის , მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის , საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და დირექციისათვის წარდგენა.
2.       კათედრის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამორჩეული მოსწავლეების შერჩევის და დაჯილდოების დებულების შემუშავება. კათედრის მიერ მათემატიკასა და პროგრამირებაში გამორჩეული მოსწავლეების შერჩევის და დაჯილდოების დებულების შემუშავება
3.       თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
4.       საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მდგომარეობის შესახებ კათედრაზე  შემავალ საგნებში.   
5.       საკლუბო მუშაობის  დანერგვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.



მესამე სხდომა 4 თებერვალი,  2016 წელი

1.       კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში სკოლის კათედრის მასწავლებელთა და მათ მოსწავლეთა მონაწილეობის მდგომარეობის შესახებ;
2.       ინტეგრირებული გაკვეთილები ქიმია, ბიოლოგია ,ინგლისური. მე-8 კლასშისამოდელო გაკვეთილები მათემატიკაში.
3.       შიდა სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადის ორგანიზება
4.       საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრთა თანამშრომლობის ორგანიზაცია სკოლაში არსებულ კათედრებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
5.        
მეოთხე სხდომა 31 მაისი,  2016 წელი

1.       საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  კათედრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის  შესახებ.
2.       საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მდგომარეობის შესახებ კათედრაში შემავალ საგნებში.
3.       საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებში წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება.
4.       მომავალი 2016—2017 სასწავლო წლისათვის კათედრის მუშაობის ფორმისა და მიზნების განსაზღვრა.



No comments:

Post a Comment