Saturday, November 10, 2018

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება
ეკოლოგიური პრობლემები ჩემს ქალაქში
პროექტის მთავარი თემა
ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ფაქტორები.
პროექტის აქტუალობა
 ვინაიდან ჩვენი ქალაქი ითვლება საქართველოში ერთ-ერთ ინდუსტრიულ ცენტრად „ფეროს შენადნობთა“ ქარხნის არსებობის გამო, როგორც ყველა ასეთი რეგიონი სამწუხაროდ დგას ჰაერის დაბინძურების საფრთხის წინაშე. ჰაერი ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძირითად სასიცოცხლო კომპონენტად ითვლება, შესაბამისად სუფთა ჰაერი ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საწინდარია.
მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი.
მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას
პირველ რიგში მოსწავლეები მოიპოვებენ და მიიღებენ ინფორმაციას ჰაერის შედგენილობის შესახებ, გაარკვევენ რისგან შედგება ჰაერი, რომელი ნივთიერების შემცველობა როგორია, რას ნიშნავს ჰაერის დაბინძურება, როგორ დგინდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი, რით შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ კონკრეტულ ფაქტს, განხორციელდება ღონისძიებები, რომლითაც  შევეცდებით მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირებაში. ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ჩავატარებთ კვლევებს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე. შედეგად შევადარებთ ერთმანეთს მონაცემებს და გამოვიტანთ კონკრეტულ დასკვნებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, კალკულატორი, ლაბორატორიული ჭურჭელი, რეაქტივები, ხელთათმანები, ფლიპჩარტი, მარკერები, თაბახის ფურცლები. საწერკალამი.
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1.  დაინტერესებულ მოსწავლეთა შეკრება პროექტის მიზნის და აქტუალობის წარდგენისათვის.    3-5 დღე.
  მასწავლებელი კრებს მოსწავლეებს, აცნობს პროექტის მიზანს და აქტუალობას, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს საკითხის ირგვლივ, ეძლევათ დრო განსახორციელებელი გეგმის მოსაფიქრებლად. აქტივობა 2. პროექტის განხორცილებისათვის საჭირო გეგმის შედგენა.                     1 დღე.
მასწავლებელი და  მოსწავლეები ერთად აჯამებენ მოფიქრებულ გზებს  პროექტის განხორციელებისათვის. 
გეგმა:
1. საკითხის შესაბამისი ლიტერატურის მოძიება.
2.  უშუალოდ ქალაქ ზესტაფონის ჰაერის შეგენილობასთან დაკავშირებული მასალების მოძიება.
3. პრეზენტაციის გაკეთება მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით.
4. ქალაქის ტერიტორიის დათვალიერება. ჰაერის ნიმუშების აღება                        (სპეციალისტის დახმარებით).
5. აღებული მონაცემების დახარისხება, დიაგრამების აგება.
6. სტუმრად „ფეროს შენადნობთა“ ქარხანაში. მათ მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის გაცნობა. მათი კვლევის ანგარიშის დეტალური შესწავლა.
7. თავიანთი მოპოვებული ინფორმაციის და ქარხნიდან აღებული ინფორმაციის შედარება. მონაცემების წარდგენა პრეზენტაციის სახით.
8. პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
9. გამწვანების აქციის დაგეგმვა და მოწყობა.
აქტივობა 3. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მასალების პრეზენტაცია.
აქტივობა 4. ლაბორატორიული კვლევების განხორციელება.
აქტივობა 5. მოსწავლეებთან ერთად ნერგების დარგვა.

კავშირი სხვა საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ქიმიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი
თამარ ბაქრაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Tamuna.baqraze@gmail.com



No comments:

Post a Comment