კონფერენციები


ხალხური მედიცინა პარაზიტული ჭიების წინააღმდეგ
    ჭიები  ადამიანის  ორგანიზმში !

პარაზიტი ჭიები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას.პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული გართულებები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მოსახლეობა სათანადო ყურადღებით არ ეკიდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ბავშვთა და მოზარდების პრაქტიკაში. ხშირად გაგვიგონია_ რა მოხდა, ჭიები ყველას ჰყავს! სამწუხაროდ, მართლაც ბევრს ჰყავს, და სწორედ ისინი ხდებიან მრავალი ქრონიკული დაავადების მიზეზი. ჭიების პრობლემა სრულიად არასწორად აღიქმება უბრალოდ კუჭნაწლავის პრობლემად. ისინი იბუდებენ სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის, თავის ტვინშიც, და იწვევენ მრავალფეროვან სიმპტომებს, რასაც ხშირად შევყავართ შეცდომაში. პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში სრულფასოვანი ცხოვრებით ,,ცხოვრობენ~ _ იკვებებიან, მრავლდებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ინტოქსიკაციას იწვევენ. კერძოდ: გულის რევას, თავის ტკივილებს, ქრონიკულ დაღლილობას, უმადობას, კუჭნაწლავის პრობლემებს, ანემიას, ალერგიას, ბრონქულ ასთმას, იმუნიტეტის დასუსტებას, ძვალსახსროვანი სისტემის სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, მხედველობის სისუსტეს, სახსრების დაავადებებს, გაუვალობას, ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებას, რაქიტს, და სხვა ბევრ დაავადებას,. ისინი შთანთქავენ კალციუმს, ვიტამინებსა, და სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკრო და მაკროელემენტებს.
    ჭიების ორგანიზმში მოხვედრის ბევრი წყარო არსებობს. პირველ რიგში, ეს არის დაავადებული ადამიანი და კვების პროდუქტები, ამიტომ პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკა _ სწორი ჰიგიენაა - ხელების ხშირი ბანა საპნით, ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა მწვანილი, რომელზეც ჭიების კვერცხი დიდი რაოდენობითაა. ბევრი მათგანი ცხელ სადილში მოხვედრისასაც არ იღუპება. ამიტომ გირჩევთ, გარეცხილი მწვანილი ჩადოთ მარილის ნაჯერ ხსნარში, და 20-30 წთ. გააჩეროთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გარეცხეთ გამდინარე წყალში. მარილხსნარში ნადებ მწვანილს ადვილად შორდება კვერცხი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება, მითუმეტეს თუ მას უმად მიირთმევთ.
       ინფიცირების კიდევ ერთი წყაროა არასაკმარისად დეზინფიცირებული თეთრეული, აუზებზე, აბანოებში, სასტუმროებში და კურორტებზე. ამიტომ სასურველია, როდესაც დასასვენებლად მიდიხართ, კერძო სექტორში ან არცთუ ისე მაღალი დონის სასტუმროში, თან თქვენი თეთრეული იქონიეთ. ასევე არ იქნება ურიგო, თუ კოვზი და ჭიქაც საკუთარი გექნებათ. ან გამოიყენეთ ერთჯერადი. ამით თქვენ თავს დაიზღვევთ არა მარტო ჭიების ინვაზიიდან, არამედ სხვა ინფექციებისაგანაც.
დაავადების ხარისხი დამოკიდებულია ჭიების სახეობაზე, მათ ლოკალიზაციასა და რაოდენობაზე.   "ჭიებად" მოვიხსენიებთ პარაზიტებს, ჰელმინებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში ჩასახლება შეუძლია. ჰელმინები სამი ტიპი არსებობს: ცესტოდები _ ძალიან გრძელი ლენტისებრი ჭიები, რომელსაც თავზე კაუჭები აქვს, რითაც ნაწლავის კედელზე ან სხვა ქსოვილში მაგრდება (მაგალითად, სოლიტერი ), ტრემატოდები  _ ბრტყელი მოკლე ჭიები და ნემატოდები _ განიკვეთში მრგვალი, თითისტარის ფორმის ჭიები, რამოდენიმე მილიმეტრიდან მეტრამდე და მეტი სიგრძის, მიმაგრების უნარის გარეშე (მაგალითად ასკარიდა ). 
      ადამიანის ორგანიზმში ჰელმინები როგორც წესი პირიდან ხვდებიან (თუმცა  არის  უამრავი  შემთხვევა , როდესაც  ხვდებიან ჰაერიდანაც , ვინაიდან  მათი  კვერცხი  არის ჰაეროვანი  და  მსუბუქი . ასევე საღამოს , როდესაც ადამიანს  ძინავს ჭიები  გამოდიან , უკანა ტანიდან  და დებენ  კვერცხებს , თეთრეულზე , ტანისამოსსა და სხვა , რის  შემდეგაც  ისინი  ხვდებიან  სხვა ადამიანების  ორგანიზმში )_ გაურეცხავ ბოსტნეულთან ან მოუხარშავ ხორცთან ერთად ჩვენ ჰელმინების მიკროსკოპულ კვერცხებს ვჭამთ. ორგანიზმში მოხვერდის შემდეგ კი კვერცხიდან ჭია იჩეკება, იწყებს კვებას, იზრდება და ზოგიერთი იქვე მრავლდება კიდეც. ყველაზე ხშირად ჰელმინები ნაწლავებში სახლდებიან. ისინი ძირითადად ჩვენი შეჭმული და დამუშავებული საჭმლით იკვებებიან. თუმცა არსებობს უფრო მძიმე შემთხვევები, როცა "ჭია" კუნთოვან ან სხვა ქსოვილებში გადადის და ამ ქსოვილებით იკვებება.  
       ასევე   ჭიები  ხვდებიან  სისხლში , რომელიც  ხშირ  შემთხვევაში  გამოიხატება  ფეხის ან  სხეულის  რომელიმე  ნაწილზე   ცხიმის   დაგროვებით   შემდეგნაირად , ადგილი  სივდება ( მაგ: ფეხი, ფეხის თითები  ემგვანება სოსისებს  და ა.შ . )  და  თითის  დაჭერისას  , თითის  ანაბეჭდი  რჩება  ჩაწეული .  
ასევე  თვალის  ლინზები  იწვევენ  თვალის  ჭიებით  დაავადებას , რადგანაც  თვალის  ამობანვისას  წყლიდან  , გადადის  ჭია  და  ბინას  იდებს თვალიში, ხოლო  ადამიანი  კი  შეიძლება  მიიყვანოს სავალალო  შედეგამდე ,თვალის  სამუდამო დაკარგვამდე .
      ნაწლავებში მცხოვრები ჭიები ადამიანს ასუსტებს, მის იმუნურ სისტემას თრგუნავს, იწვევს ტკივილს ნაწლავებში და ქავილს ანალურ ხვრელში. ჩარევის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ჭიებისგან ვერ (არ ! ) თავისუფლდება _ ადამიანის იმუნური სისტემა მათ ვერ ერევა და ხშირად თავად არის მათი მსხვერპლი _ პარაზიტები მასში ისეთ ცვლილებელს იწვევენ, რომელიც მათ ხელახალ შემოჭრას და ჩასახლებას კიდევ უფრო აიოლებს. ამიტომ დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ ხელახალი დაავადების რისკი იზრდება . 
      ვინაიდან ჭიების ორგანიზმში ხელახალი შემოჭრა ბევრად იოლია, ვიდრე პირველი, დაავადების განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივი პროფილაქტიკა. პირველ რიგში ეს არის ჰიგიენა (განსაკუთრებით ხელების ხშირი ბანა), მცენარეული პროდუქტების კარგად რეცხვა და ცხოველური პროდუქტების კარგი თერმული დამუშავება. გარდა ამისა, საჭიროა ორგანიზმში შეიქმნას ჭიების გამრავლებისთვის არასასურველი გარემო. ამიტომ ის პროდუქტები, რომელიც ჭიებს არ უყვართ" თქვენი რაციონის მუდმივი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. 
        არსებობს მოსაზრება, რომ ჭიებისგან ადამიანის სრული განთავისუფლება საჭირო არ არის, ვინაიდან ამ დროს ალერგიების და აუტოიმუნური დაავადებების რისკი მატულობს. ამ თეორიით, ჩვენი იმუნური სისტემა გათვლილია ჭიებთან თანაცხოვრებაზე. ჭიების სრული მოშორების შემთხვევაში ორგანიზმში ბალანსი ირღვევა და იმუნური სისტემა საკუთარ ორგანიზმზე იწყებს თავდასხმას. და თან, ბოლოსდაბოლოს, ცხოვრება ჭიებსაც ხომ უნდათ... ნუ, ისე, რომ ხელი ძალიან არ შეგვიშალონ, ცხადია... 
       თუმცა აგრეთვე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანის თითქმის ყველა დაავადების მიზეზი ჭიებია, მათ შორის ონკოლოგიურისაც. ამ თეორიის მიხედვით ყველა ავადმყოფობის მკურნალობა ჭიების მოშორებით უნდა დაიწყოს. სერიოზული ავადმყოფობების დროს ჭიებთან ხანგრძლივი და სერიოზული ბრძოლაა საჭირო, ვინაიდან ავადმყოფობის სიმძიმე იმის მიმანიშნებელია, რომ ჭიებმა ძალიან კარგად ჩაიბუდა ორგანიზამში და მისი მორევაც დაიწყო. ამიტომ აუცილებელია ჭიების მოსაშორებელი ინტენსიური კურსების ჩატარება. 
       ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა.
პარაზიტების ორგანიზმიდან მოშორება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. რადგან ნებისმიერი წამალი მოქმედებს მხოლოდ ცოცხალ ჭიებზე, მაგრამ მათი გამოდევნის შემდეგ იჩეკებიან კვერცხებიდან ახალი ჭიები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან არის საჭირო. ამიტომ განკურნებისთვის საჭიროა მინიმუმ ოთხი კურსის ჩატარება, ზოგჯერ კი ხუთისაც. ყველა ჭიას სხვადასხვა ინკუბაციური პერიოდი აქვს. საშუალო ის 10-14 დღეს შეადგენს, ამიტომ მკურნალობის კურსს შორის 10-დღიანი შესვენება უნდა გაკეთდეს.
     ჭიების მოსაშორებლად მხოლოდ წამლის მიღება არ არის საკმარისი. კუჭ-ნაწლავში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ჭიებს კომფორტულ არსებობას დაურღვევს და აიძულებს საბუდარიდან დაიძრან. ამის მიღწევა სწორი კვებითაა საჭირო. გარდა ამისა, ჰომეოპათიური წამლებით ხდება ნაწლავების გააქტიურება, იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ეხმარება ორგანიზმს არასასურველი სტუმრის გამოძევებაში. ზოგი მათგანი ადგილზევე იღუპება, ზოგი კი სწორი ნაწლავით გამოდის. ასეთებს ხშირად იპოვით საცვლებზე, ან ღამის თეთრეულზე. ამიტომ თეთრეული უნდა გამოიხარშოს ან გაუთოვდეს ძალიან ცხელი უთოთი. ,,გაქცევის~ დროს ჭიები ახალ თავშესაფარს ეძებენ. და არის საშიშროება, რომ ისინი მას იქვე იპოვიან _ სასქესო ორგანოებში, საიდანაც მათი გამოდევნა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა, ღამე სწორი ნაწლავის ზეთიანი ბამბის ტამპონით დახშობა. პარალელურად უნდა მოწესრიგდეს კუჭის მოქმედება. შეკრულობის შემთხვევაში განკურნების პროცესი რთულდება, ამიტომ, ყოველი კურსის დროს სასურველია დროდადრო საფაღარათო საშუალების მიღება. ხშირი და სწრაფი კუჭის მოქმედება ხელს უწყობს ნაწლავებიდან ჭიების ევაკუაციას. დაავადებულის თეთრეული და საცვალი აუცილებლად ცალკე უნდა ირეცხებოდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ჭიების გადასვლა სხვის თეთრეულზე.
    რა უპირატესობა აქვს ჰომეოპათიურ წამლებს ჩვეულებრივ, ქიმიურ წამლებთან შედარებით?
ქიმიური წამლები ძალიან ტოქსიკურია. ისინი წამლავენ არა მარტო პარაზიტებს, არამედ მთელ ორგანიზმს. ჰომეოპათია უვნებელია და მოქმედებს მხოლოდ ჭიებზე და აძლიერებს იმუნიტეტს, არსებობს აზრი, რომ საკმარისია ქიმიური წამლის ერთი-ორი მიღება და პარაზიტებისგან მორჩები.სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ის, რომ ხშირად ანალიზში ჭია არ ჩანს, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. შესაძლოა, ჭიების არსებობის უტყუარი სიმპტომებია: კბილების კრაჭუნი, მოჭარბებული ნერწყვის დენა, განსაკუთრებით ღამე, პირიდან უსიამოვნო სუნი, ცხვირის ფხანა, უკანა ტანის ან სასქესო ორგანოების ქავილი, თუ თქვენი ბავშვი ხვრინავს, ან პირღია სძინავს და პოლიპები გამორიცხულია, ჩათვლეთ, რომ ჭიები ჰყავს. ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ისეთი უცნაურობა, როგორიცაა სუფრის მარილის პირდაპირ ჭამა, ამას ვერაფრით ვერ ხსნიან და ბავშვის ხასიათის თავისებურებას მიაწერენ. სინამდვილეში ამის მიზეზი ჭიების ერთ-ერთი ნაირსახეობაა.

      პარაზიტული ჭიები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მაგალითად, მაღალგანვითარებულ ევროპაში ჰელმინთები პარაზიტობენ ყოველ მესამე ადამიანში. ამ დროისათვის დაახლოებით 300 ტიპის ჭიაა აღწერილი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში პარაზიტობს. ჰელმინთებს თითქმის ყველა ორგანოში შეუძლიათ ცხოველმყოფელობა.
       პარაზიტული ჭიების – ჰელმინთების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის. პირველად ჰიპოკრატემ აღწერა ასკარიდა და მისი ორგანიზმიდან გამოყოფა, ავიცენამ კი გასაოცარი სიზუსტით დაგვიხასიათა ჭიებით ინვაზირებული ადამიანის ჩივილები: ნერწყვდენა, გულისრევა, მუცლის შებერილობა, ღამით კბილების კრაჭუნი. 
      ხალხურ მედიცინაში ჭიებთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს. მაგრამ ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ძლიერმოქმედია და გარკვეული უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, ღვიძლის და თირკმლის დაავადებები, ალერგიის სხვადასხვა ფორმები, თვალების სისუსტე და სხვა.  ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. რაც შეეხება ჰომეოპათიურ წამლებს, აქ ეს პრობლემები მოხსნილია _ არც ტოქსიკურობა, და არც სიმწარე არ ახასიათებს. ხალხურ მედიცინაში საკმაოდ  მოიძებნება სანდო მეთოდები პარაზიტული ჭიების წინააღმდეგ. ალბათ არა ერთი ადამიანია ამ საკითხით დაინტერესებული, თუნდაც იმიტომ რომ თავად ექიმები, რომლებიც თვითონ ნიშნავენ ჭიების სამკურნალოდ სამედიცინო პრეპარატებს, აღიარებენ იმ ფაქტს,რომ ეს უკანასკნელნი საკმაოდ ბევრ ზიანს აყენებენ ადამიანის ორგანიზმს,აქვს სერიოზული უკუჩვენება ( მაგ; აზიანებენ ღვიძლის უჯრედებს, იწვევენ სისხლის შემადგენლობისმკვეთრ ცვლილებებს და ა.შ), ანუ არ არსებობს პარაზიტულ ჭიებთან საბრძოლველი უსაფრთხო მედიკამენტი, ჩვენ კი გთავაზობთ ჩვენს რაიონში მოპოვებულ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო, სანდო და არანაირ სიცოცხლისთვის საშიშ დანამატებს არ შეიცავს.        
გთავაზობთ სხვადასხვა ხალხურ რეცეპტებს და რამდენიმე აუცილებლად დასაცავ წესს “ ჭიების“ სამკურნალოდ  :
1. ჩაატარეთ 4-6 კურსი 14-დღიანი მკურნალობის კურსი 10-დღიანი შუალედებით.
2.
არ დაგავიწყდეთ ღამე უკანა ტანის ტამპონები;
3.
მიიღეთ დღის განმავლობაში 50-100 გრამი სტაფილოს წვენი (ასაკის მიხედვით), ან გახეხილი სტაფილო შეზავებული ზეთით.
4.
წამლის მიღების პერიოდში შეზღუდეთ ტკბილეული, განსაკუთრებით კრემიანი და რძის პროდუქტები.
5.
უზმოზე მიიღეთ გოგრის თესლი (გატარებული ნედლი თესლი შეზავებული თაფლით).
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მიიღეთ ნივრის ნახარში _ 1 პატარა თავი ნიორი, იხარშება 20 წუთი 300 გრ. რძეში, მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 1-2 სუფრის კოვზი
იღებენ აბზინდის ნაყენს სხვადასხვა სქემით:
      i.        3–4–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე სვამენ 1 სუფრის კოვზ აბზინდის ნაყენს;
    ii.        3 სუფრის კოვზ აბზინდის ნაყენს დღეში ორჯერ: დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ. ჯობია მიღება 1/2 ჩაის ჭიქა გახეხილ სტაფილოსთან ერთად. კურსი 10 დღე;
იღებენ აბზინდის ხმელ დაფხვნილ ბალახს სხვადასხვა სქემით:
   iii.        3–ჯერ დღეში ჭამის წინ, თითო მიღებაზე არა უმეტეს 1/3 ჩაის კოვზისა, მკურნალობა არა უმეტეს 1 თვისა; (შეიძლება ფხვნილის მიღება თანდათანობით მზარდი დოზებით: დაწყებული მიკროდოზებიდან _ ორ კვირაში 1/3 ჩაის კოვზამდე და .. თუ მწარე გემოს ატანა ვერ ხერხდება, შეიძლება ფხვნილი მოთავსდეს პურის გულის პატარა გუნდაში და ისე გადაიყლაპოს). პარალელურად კარგია აბზინდის ნაყენის ოყნების გაკეთება.
   iv.        დღეში ერთხელ, 1 ჩაის კოვზი, 16 დღის განმავლობაში ყოველდღე, შემდეგ კი კვირაში ერთხელ, 2-3 კვირა (პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთხელ მიღება 2–3 თვის განმავლობაში); კარგია 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზ უმწიფარ კაკლებზე დაყენებული არყის ან კაკლის კანზე დაყენებული არყისმიყოლება.
იკეთებენ აბზინდის ნაყენის ოყნებს.

1.      კარგად დანაყეთ ბროწეულის გამხმარი კანი, ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და საღამოს დაასხით მდუღარე წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობაა რამდენიმე დღე.
2.      მიიღეთ ერთად არეული ქონდარი და თაფი უზმოზე.
3.      მრგვალ ჭიებს ნაწლავებიდან სდევნის კაკლის ფოთლების ჩაი. 50 გრამი გახსენით 1 ლიტრ წყალში და მოადუღეთ.
4.      სამურაბე კაკალი 70 ცალი დაჭერით, ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი. 3 კვირა დადგით მზეზე, გადააფარეთ მარლა, შემდეგ გადაწურეთ. შეინახეთ გრილად. ბავშვს მიეცით თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, დიდებს - 1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში.
5.      სოლიტერის დროს კარგია 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი უზმოზე. 1 საათის შემდეგ კი ავადმყოფმა უნდა დააყოლოს დიდი დოზით სასაქმებელი.
6.      სოლიტერზე ასევე კარგია : 10 კბილი ნიორ ჩავყაროთ ადუღებულ რძეში და დავუმატოთ შემდეგომ სასაქმებელი.
გამოყენებული ლიტერატურა  –  სხვადასხვა ინტერნეტ – საიტები


C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები
C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.
ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს. გამოვლენილია მისი ექვსი გენეტიკური ვარიანტი.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.
ადამიანი ინფიცირდება:
·         ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას;
·         საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
·         სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების, ... პირსინგის, დროს;
·         სისხლმდენი ღრძლიბეს მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის ხმარებისას;
·         სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს;
·         დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას;
·         სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%), ძირითადათ, ჰომოსექსუალისტებში (სწორი ნაწლავის ტრავმირების გამო). შედარებით მაღალია C ვირუსით ინფიცირების სიხშირე მრავალ პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში.
C ჰეპატისი გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშრად ავადდებიან:
·         ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები;
·         შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის შემთხვევაში;
·         ცუდად გასტერილებული სტომაროლოგოური, გინეკოლოგიური და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციების დროს;
·         აკუპუნქტურის დროს;
·         გაუსტერილებელი ინსტრუმენტებით კოსმეტოლოგიური მანიპულაციების შემთხვევაში (პედიკიური, მანიკური, ტატუირება და სხვ.);
·         სამედიცინო პერსონალიანუ იგულისხმება ყველა ის შემთხვევა, როდესაც ვირუსით დაბინძურებული სისხლი ერევა მეორე ადამიანის სისხლს.
·         C ჰეპატიტით დაავადების რისკი მაღალია არ ამარტო ინტრავენური ნარკომანიის დროს არამედ კოკაინის შესუნთქვისას. კოკაინი ძლიერ აღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და ხშირად იწვევს სისხლდენას. ასეთი პირის მიერ ნახმარ შესასუნთქ ტუბს კი ვირუსი მეორე ადამიანს ცხვირის ლორწოვანსა და, შესაბამისად, სისხლში გადააქვს.
სისხლის თვალით უხილავ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ორგანიზმში არსებული სითხეებიც: ნერწყვი, ცრემლი, განავალი, შარდი, სპერმა. ამიტომ სრული უსაფრთხოებისთვის, სასურველია სიფრთხილე C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ერთუიერთობისას.
თუ ადამიანი C ვირუსით დაინფცირებულის კბილის ჯაგრისს ან პირის საპარს მოიხმარს, შესაძლებელია ვირუსით დასნებოვანება, რადგან ამ ნივთებზე სისხლის ნაწილაკები არსებობის ალბათობა დიდია.
C ჰეპატიტის გამომწვევი პლაცენტალურ ბარიერს ვერ გადის, დედისგან ბავშვისთვის დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. აქედან გამომდიანრე, C ვირუსით ინფიცრებულ დედისთვის ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ვირუსის გადაცემის ალბოთობაზე არც ის ახდენს გავლენას, თუ როგორ იმშობიარებს ქალისაკიესრო კვეთით თუ ბუნებრივი გზით. ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს.
C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენი, რადგან მწერის სხეულში ვირუსის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა ეტევა; არ გადაეცამა ხველებით, დაცემინებით, ჭურჭლით, საკვებითა და წყლით. დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.

No comments:

Post a Comment