სკოლის შეფასების ჯგუფისათვის წარდგენილი გაკვეთილები


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი:  თამარ ბაქრაძე


საგანი: ბიოლოგია
  
კლასი:  X

თემა: უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის (ენერგეტიკული ცვლის) პროცესი – უჯრედული სუნთქვა.

დრო: 50-52წთ.


ჩატარების თრიღი:

22.02.2018 წელი

მოსწავლეთა პროფილი: 21 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.

გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალის  დახმარებით შესწავლო უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის პროცესები.
·         მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სახელმძღვანელოდან მასწავლებლის მიერ მითითებული ინფორმაციის მოძიებაშეფასება და გაზიარება; საუბარი უჯრედული სუნთქვის პროცესის თავისებურებების შესახებ.
·         მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ წოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა შეძლონ  პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა. მათ გამოუმუშავდებათ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის  გადაჭრის უნარები, რასაც აქტიურად გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ბიოლ.X.5. მოსწავლეს შეუძლია უჯრედში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა და ორგანიზმისათვის მათი მნიშვნელობის დასაბუთება.
·           – მსჯელობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების არსზე, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას.
ბიოლ. X.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში.
საუბრობს სუნთქვის პროდუქტებით უჯრედების მომარაგების გზებზე და მსჯელობს ცხოველური და მცენარეული უჯრედების მიერ ენერგიის წარმოქმნის თავისებურებებზე.
მსჯელობს აერობული და ანაერობული სუნთქვის თავისებურებებზე. აღწერს  და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას, წერს შესაბამის განტოლებებს, ერთმანეთს ადარებს ამ ორ პროცესს.
საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები:
   მოსწავლეებმა იციან  მეთოდის მმმ (მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობა) სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროცესში. შესწავლილი აქვთ უჯრედის ქიმიური შემადგენლობა, მეტაბოლიზმის არსი და ფოტოსინთეზი. მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.ასევე აქვთ პრობლემის აღმოჩენის, გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის გზების მოძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ინდივიდუალური, წყვილებში  მუშაობის  და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; წერითი უნარ-ჩვევები

შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებ  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას;
მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება:
გაკვეთილის პროცესში გამოიყენება:
§  შუქნიშნის ფერადი ბარათები;
გასასვლელი ბილეთები;
§  მხიარული ურთიერთშეფასება;
§  მმმ სტრატეგიით მუშაობის შეფასების რუბრიკა.
მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება: პრეზენტაცია.
შეფასების  რუბრიკები გაკვეთილის  გეგმას თან ერთვის;
სასწავლო მასალა და რესურსები:
 მე–10 კლასის სახელმძღვანელო,კომპიუტერი,  პროექტორი, Power-Point-ის პრეზენტაცია, სამუშაო ფურცლებიმარკერებისამუშაო რვეულები და კალმები. გამოსაძახებელი ჩხირები, ფერადი მაჩვენებლები.
გაკვეთილის მსვლელობა;
აქტივობ1. ორგანიზაციული საკითხები, გაკვეთილის ემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 3 .
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა. ასევე წინაპირობის შექმნა, იმისთვის რომ მოსწალეებმა გაიაზრონ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის არსი.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. კითხულობ  სიას, მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებს და  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესშიასევეახსენებს  კლასში  მუშაობის  წესებს. აცნობ კლასის ორგანიზების ფორმებს. განაწყობს იმისთვის, რომ მათ მოუწევთ პრობლემური სიტუაციის გაანალიზება.
აქტივობა.2. გონებრივი იერიში
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო  – 5წთ.
აქტივობის მიზანიმოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება. მოსწავლეები აიმაღლებენ მოტივაციას,მოსწავლეები განეწყობიან ახალი საკითხის გასააზრებლად და დაუკავშირებენ  წინარე ცოდნას ახალ მასალას. ასევე შეემზადებიან პრობლემის აღმოსაჩენად.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  კლასში სვამს კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ - საუბრობენ ანაბოლიზმის პროცესზე (ფოტოსინთეზზე) და გამოსახავენ სქემატურად . მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფორმატის ქაღალდზე დატანილ სქემას, რომელთა შევსებასაც თხოვ მოსწავლეებს. მუშაობა წარიმართება მთელ კლასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში. სქემა ორნაწილიანია, მაგრამ ამ აქტივობის დროს ისინი მხოლოდ ერთ ნაწილს ავსებენ (ფოტოსინთეზის საწყის და საბოლოო ნივთიერებებს წერენ). შემდეგ კი განმარტავენ ჩანაწერს და პასუხობენ კითხვებს. მასწავლებელი იყენებს გამოსაძახებელ ჩხირებს.
1.რა არის მეტაბოლიზმი? (ანაბოლიზმის და კატაბოლიზმის პროცესების ერთობლიობა არის მეტაბოლიზმი).
2.      2. ფოტოსინთეზი რომელ პროცესს ეკუთვნის: ანაბოლიზმს თუ კატაბოლიზმს? (ფოტოსინთეზი ეკუთვნის ანაბოლიზმის პროცესს).
3.      3. რატომ მიეკუთვნება ანაბოლიზმის პროცესს ფოტოსინთეზი? (სინათლის ენერგიის ხარჯზე არაორგანული ნივთიერებებიდან იქმნება ორგანული ნივთიერებაგლუკოზა. მისი მონომერები კი სახამებელს წარმოქმნის, ამიტომაც ფოტოსინთეზი არის ანაბოლიზმის პროცესი).
4.      4. რა მნიშვნელობა აქვს ფოტოსინთეზს ცოცხალ სამყაროში? (დედამიწაზე ფოტოსინთეზი პრაქტიკულად წარმოადგენს თავისუფალი ჟანგბადის მნიშვნელოვან წყაროს. ამ პროცესში წარმოქმნილი დიდი მასა ორგანული ნივთიერებებისა  არის საკვები ცოცხალი ორგანიზმებისათვის).
 მუშაობა საერთო კლასთან წარიმართება შუქნიშნის ბარათების გამოყენებით. ნამუშევარი შეაქვთ სამუშაო რვეულებში. აქტივობის შეჯამებას  მასწავლებელი აკეთებს: სიცოცხლეს უჯრედში მიმდინარე პროცესები განაპირობებენ. ამ პროცესებიდან ერთ-ერთი უმთავრესია მეტაბოლიზმი
აქტივობა.3. პრობლემური სიტუაციის გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა - წყვილებში მუშაობა
დრო  – 15-20 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ წოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა შეძლონ  პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა. მათ გამოუმუშავდებათ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის  გადაჭრის უნარები.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი უკითხავს მთელ კლასს პრობლემურ სიტუაციის (ნაწყვეტი წიგნიდან ,,დიდი საიდუმლოს კარიბჭესთან“ – მიხეილ ივინი. გეგმას თან ერთვის)
  მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის მიერ მოწოდებულ პრობლემურ სიტუაციას. საკითხში უკეთ გარკვევისთვის მოსწავლეები ახდენენ სახელმძღვანელოდან ენერგეტიკული ცვლის  ეტაპების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გაცნობას, ჩანაწერების გაკეთებას (სამუშაო ფურცლებზე), საკითხის შეფასებასა  და მის გაზიარებას კლასისათვის. მასწავლებელი არიგებს ტექსტს, სადაც აღწერილია პრობლემური სიტუაცია. მასწავლებელი სვამს კითხვასიცით, რომ მცენარეები მართლაც ასუთავებენ ჰაერს, მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადი კი სუნთქვას უწყობს ხელს? რაში მდგომარეობს ამ სიტუაციური ამოცანის პრობლემა? საკითხში სიღრმისეული წვდომისათვის მოსწავლეებმა უნდა  დაამუშაონ სახელმძღვანელოში მოწოდებული ინფორმაცია უჯრედული სუნთქვის შესახებ, ისინი მუშაობენ წყვილებში.
  მასწავლებელი აწვდის წყვილებს სამუშაო ფურცლებს და აცნობს დავალების ინსტრუქციას:
ენერგეტიკული ცვლის სამი ეტაპი დანაწევრებულია სამუშაო ფურცლის სამ დავალებად. დრო დიფერენცირებულია ცალ-ცალკე  დავალებებისთვის. #1და #2-  დავალებაზე მუშაობენ 2–2 წუთი, ხოლო #3-ზე დავალებაზე – 3 წუთითითოეული დავალების შემდეგ სხვადასხვა წყვილი წარმოადგენს ერთი კითხვის პასუხს. მოსწავლეთა მიერ თითოეული დავალების შეჯამების შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს სლაიდს მზა პასუხით. მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს. გაუგებრობის შემთვევაში სვამენ კითხვებს, მასწავლებლის დახმარებით ერკვევიან მათთვის ბუნდოვან საკითხებში, საჭიროებისამებრ  შეაქვთ შესწორებები  ნამუშევრებში. სამუშაოს დასრულების შემდეგ წყვილში მომუშავე მოსწავლეები თავის მეწყვილეს  აწვდიან  განმავითარებელ მხიარულ ურთიერთშეფასებას.
აქტივობა:4 სქემის საბოლოოდ შევსება
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 5წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ დასრულება გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სქემ, შეადარონ ერთმანეთს ანაბოლიზმის (ფოტოსინთეზის) და კატაბოლიზმის (უჯრედული სუნთქვის) პროცესების მსვლელობა და პროდუქტები. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის გააზრების და გაანალიზების უნარები.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები დაფაზე გამოსახულ სქემას შეავსებენ. მუშაობა წარიმართება მთელ კლასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში. სქემა ორნაწილიანია, მაგრამ ამ აქტივობის დროს ისინი მხოლოდ მეორე ნაწილს ავსებენ (წერენ უჯრედული სუნთქვის საწყის და საბოლოო ნივთიერებებს). შემდეგ კი განმარტავენ ჩანაწერს და პასუხობენ კითხვებს გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით:
 1. რატომ ეძახიან ანაბოლიზმს პლასტიკურ ცვლას და კატაბოლიზმს ენერგეტიკულ ცვლას? (ანაბოლიზმი უჯრედს უზრუნველყოფს საშენი მასალით, ხოლო კატაბოლიზმი უჯრედს ენერგიით უზრუნველყოფს);
2.რატომ შეადარეს სუნთქვის და ფოტოსინთეზის პროცესი? (სუნთქვა და ფოტოსინთეზი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესებია, რომლებიც მცენარისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ორგანული ნივთიერება არის მცენარის სუნთქვის საწყისი პროდუქტი). მუშაობა საერთო კლასთან წარიმართება შუქნიშნის ბარათების გამოყენებით. ნამუშევარი შეაქვთ სამუშაო რვეულებში. მასწავლებელი აკეთებს აქტივობის შეჯამებას: უჯრედებს მუდმივად სჭირდებათ ენერგია, რომელსაც სუნთქვითი პროცესების დროს იღებენ.
აქტივობა.5  სიტუაციური ამოცანის ანალიზი
 კლასის ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური მუშაობა
დრო – 10წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ინდივიდუალურად მოახდინონ გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებლის მიერ მოწოდებული სიტუაციური ამოცანის ანალიზ. შეძლონ  პრობლემის აღმოჩენა, დაასახელ მისი გამომწვევი მიზეზებშეძლ გადაჭრის გზების მოძებნა. მოსწავლეებმა შეძლონ ნამუშვრ   არგუმენტირებული მსჯელობის მეთოდით (მმმ-სტრატეგიით) ზეპირად ჩამოაყალიბება.
აქტივობის აღწერამუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად. მოსწავლეები  წარმოადგენენ ზეპირადმტკიცება-მტკიცებულებებსა და მსჯელობას - აღმოაჩენენ პრობლემას, დაასახელებენ გამომწვევ მიზეზებს და გადაჭრის გზებს.. მასწავლებელი მიაწოდებს უკუკავშირს მმმ სტრატეგიისგანმავითარებებლი  შეფასების რუბრიკით.
აქტივობა.6.გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 5წთ.
აქტივობის მიზანი: შესწავლილი  მასალის გაანალიზება. უკეთ გააზრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  აჯამებს გაკვეთილს, შემდეგ მოსწავლეებს აცნობს  და ანიშნინებს საშინაო დავალებას. მასწავლებელი დაარიგებს გასასვლელ ბილეთებს, რათა  განმავითარებელი შეფასებით განსაზღვროს  მოსწავლეთა  აზროვნების    დონე გაკვეთილზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილსანაბოლიზმი და კატაბოლიზმი ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესიამათ შორის კი შუალედურ რგოლს ატფ წარმოადგენს.
  აერობული სუნთქვა დამახასიათებელია როგორც  ცხოველებისთვის, ისე მცენარეებისთვის, როცა ისინი გამოიყენებენ ჟანგბადს. თუმცა მცენარეების როლი ცოცხალ სამყაროში უნიკალურია, რადგან ისინი  მხოლოდ დღისით აწარმოებენ ფოტოსინთეზს და გარემოს ჟანგბადით ამდიდრებენ.მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამებისას ხაზს უსვამს იმას, რომ გაკვეთილზე მოსწავლეემა შეძლეს პრობლემის გააზრება, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების მოძიება,შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც აქტიურად გამოიყენებენ მომავალში.
მასწავლებელი საშინაო დავალებ მიცემისას მოსწავლეებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას:
1.  კითხვებზე მოსწავლეები პასუხებს წერილობით შესრულებენ;
1.      რომელი პროცესების დროს გამოიყოფა გარემოში ნახშირორჟანგი?
2.      შეადარეთ ერთმანეთს უჟანგბადო და ჟანგბადიანი ეტაპის ენერგეტიკული ღირებულება.
3.      შეადარეთ აერობული სუნთქვა და ფოტოსინთეზი საწყისი ნივთიერებებისა  და პროდუქტების  მიხედვით.
4.      ახსენით რა კავშირია ფოტოსინთეზსა და სუნთქვას შორის.
2.    2. ან მოიფიქრებენ საკვლევი კითხვის პასუხს. კითხვის შინაარსი ასეთია:
§     წარმოქმნილი ენერგიის დიდ ნაწილს ცხოველები მოძრაობას ახმარენ. რისთვის სჭირდება მცენარეს უჯრედული სუნთქვის პროცესში წარმოქმნილი ენერგია?

    მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  გასასვლელ ბილეთებს, მოსწავლეები პასუხს გასცემენ მას და  მასწავლებელს უბრუნებენ.


აქტივობა 7. შეფასება და ურთიერთშეფასება
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 3 წთ.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი აღწერითი უკუკავშირით , განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით  განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხს;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკების მიხედვით;



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
N
გვარი,
სახელი
თარიღი
პასუხობს თემას
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას,
ინტონაციას)
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამისს ტერმინოლოგიას
იყენებს თვალსაჩინოებას
იცავს დროის ლიმიტს
ჯამი



0-2
0-2
0-2
0-2
0-2

1








2








3








4








5








6








7








8








9








10








11








12








13








14








15








16








17








18








19








20








21










მხიარული ურთიერთშეფასება:



მმმ სტრატეგიით შესრულებული დავალების შეფასების სქემა
მტკიცება
დებულება ან დასკვნა, რომელიც პასუხს სცემს საწყის კითხვას/პრობლემას.
მტკიცებულება
სამეცნიერო მონაცემები, რომელსაც ეფუძნება მტკიცება. მონაცემები უნდა იყოს შესაბამისი, საკმაო და სანდო იმისთვის, რომ გაამყაროს მტკიცება.
მსჯელობა
ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელიც მტკიცებულებას უკავშირებს მტკიცებას. სათანადო და საკმაო სამეცნიერო პრინციპების გამოყენებით. მსჯელობა გვიჩვენებს, რატომ ითვლება კონკრეტული მონაცემები მტკიცებულებად.
1
ვერ წარმოადგენს მტკიცებას, ან წარმოადგენს არასწორ მტკიცებას.
არ წარმოადგენს მტკიცებულებას ან წარმოადგენს მხოლოდ შეუსაბამო ან ბუნდოვან მტკიცებულებას.
მოკლებულია მსჯელობის ნაწილს ან წარმოადგენს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან, ლოგიკას მოკლებულ  მსჯელობას.
2
წარმოადგენს სწორ, მაგრამ ბუნდოვან და/ან არასრულ მტკიცებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი. მაგ., განიხილავს შესწავლილ მოვლენას/ობიექტს მხოლოდ ერთი მიმართულებით ან არასაკმარისი სიღრმით.
იმეორებს მტკიცებულებას და უკავშირებს მას მტკიცებას, მაგრამ მსჯელობა ნაკლებად ლოგიკურია, არ არის მოყვანილი საჭირო სამეცნიერო თეორიები/შეხედულებები.
3
წარმოადგენს სწორ, მკაფიო და სრულ მტკიცებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია. განიხილავს შესწავლილ მოვლენას/ობიექტს ყველა მიმართულებით და სიღრმისეულად.
მსჯელობა ლოგიკური და გამართულია, მტკიცებულება დაკავშირებულია მტკიცებასთან და ახსნილია მათ შორის კავშირი. საჭიროების შემთხვევაში მოყვანილია სათანადო მეცნიერული თეორიები/შეხედულებები.



გამოყენებული სქემა:

ფოტოსინთეზი
უჯრედული სუნთქვა
საწყისი პროდუქტები
CO2 ,H2O

საბოლოო პროდუქტები
C6H1206,O2



ფოტოსინთეზი
უჯრედული სუნთქვა
საწყისი პროდუქტები
CO2 ,H2O
C6H1206,O2
საბოლოო პროდუქტები
C6H1206,O2
CO2 ,H2O

გასასვლელი ბილეთის კითხვები:
1.      უნდა გვქონდეს თუ არა მცენარეები საძინებელ ოთახში? (მცენარეები, ისევე როგორც ჩვენ, სუნთქავენ დღისითაც და ღამითაც. ცოცხალი ორგანიზმები სუნთქვისას მოიხმარენ ჟანგბადს. სინათლეზე ფოტოსინთეზის დროს მცენარეებს შეუძლიათ გარემოში ჟანგბადის გამოყოფა. ამიტომაც ღამით საძინებელში არ არის რეკომენდებული მცენარეების განთავსება).
2.      რომელი პროცესების განხორციელებისას იღებს უჯრედი ენერგიას? (უჯრედი ენერგიას იღებს სუნთქვითი პროცესების განხორციელებისას).
3.      რას ეწოდება უჯრედული სუნთქვა? (უჯრედში მოხვედრილი საკვები ნივთიერებები იშლება და მათგან ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას იღებს. ამ ნივთიერებების დაშლის პროცესს უჯრედულ სუნთქვას უწოდებენ).








სამუშაო ფურცელი:     თემაუჯრედული სუნთქვა
დავალება №1
1.დაწერეთ ენერგეტიკული ცვლის პირველი ეტაპის  სახელწოდება.
————————————————————————————–
2.დაწერეთ სად მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი
. ორგანიზმის დონეზე ———————————————————
. უჯრედულ დონეზე————————————————————-
3.      ჩამოთვალეთ მოსამზადებელი ეტაპის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები:
. ცილები იშლება   —————————————————————-
. სახამებელი იშლება ————————————————————-
. ცხიმები იშლება —————————————————– 

დავალება 2
1.      რას ეწოდება  უჯრედული სუნთქვა?

—————————————————————————————
2.      რას ეწოდება გლიკოლიზი?

—————————————————————————————-
3.      გლიკოლიზის დროს წარმოქმნილი ენერგიის რა ნაწილი გროვდება ატფ-ის სახით და რა ნაწილი იფანტება სითბოს სახით?


4.      რას ეწოდება აერობული სუნთქვა?
 
დავალება 3
1.         დაწერეთ გლიკოლიზის ეტაპის ქიმიური რეაქციის ტოლობა:





2.       დაწერეთ უჯრედული სუნთქვის შეჯამებული ტოლობა:




3.      აერობული სუნთქვისას ენერგიის რა ნაწილი გროვდება ატფ-ის სახით და რა ნაწილი იფანტება სითბოს სახით?
                                                                                                                                                                                   



პრობლემა
(აღწერეთ რაში მდგომარეობს პრობლემა)



გამომწვევი მიზეზები
(ჩამოთვალეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები)

გადაჭრის გზები
(მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის გზები)
















































პრობლემური სიტუაციის აღწერა:

ნაწყვეტი წიგნიდან ,,დიდი საიდუმლოს კარიბჭესთან“ – მიხეილ ივინი.

   „ჯოზეფ პრისტლიმ განაცხადა: „მე ბედმა გამიღიმასრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გაჭუჭყიანებული ჰაერის გამსუფთავებელი საშუალება, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი გამასუფთავებელიეს გახლავთ მცენარე.
    მალე პრისტლიზე ალაპარაკდნენ ლონდონის ქარვასლებშიც. ერთმა მდიდარმა ქალბატონმა, ცნობილი გემის მეპატრონის ქვრივმა, როგორც კი გაიგო ლიდსელი მქადაგებლის აღმოჩენის შესახებ, გადაწყვიტა თავისთავზე გამოეცადა ახლად აღმოჩენილი ჰაერის გამასუფთავებელის მოქმედება. ერთხელ შუაღამისას, წვეულებიდან დაბრუნდა თუ არა სახლში, უბრძანა მსახურთ უფროსს მის საძინებელ ოთახში, რომელიც არასდროს ნიავდებოდა, ზამთრის ბაღიდან გადმოეტანა 5 ყველაზე დიდი ყუთი ტროპიკული მცენარით. დილით ქვრივმა საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა და მაშინვე ექიმი მოიხმო. როგორც კი უკეთესად გახდა, ქალბატონმა საჩქაროდ მიაშურა თავის ნაცნობებს. ყველას არწმუნებდა, რომ პრისტლი მატყუარა და ცრუ მეცნიერიაო. ავყევი სატანის ჩაგონებას და კინაღამ მოვკვდიო. ნამდვილად ვიცირომ მცენარეები კი არ ასუფთავებენ ჰაერს, პირიქითაჭუჭყიანებენო!“






პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

მასწავლებელი: თამარ ბაქრაძე
კლასი : X
საგანი : ბიოლოგია
თემა : „უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის (ენერგეტიკული ცვლის) პროცესი – უჯრედული სუნთქვა“
2018  წლის  22 თებერვალს მეათე კლასში ჩავატარე  პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის (ენერგეტიკული ცვლის) პროცესი – უჯრედული სუნთქვა“.
კლასში სწავლობს  21 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში არ არის.
  აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ზოგადად რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხვდებიან მოზარდები პრობლემურ სიატუაციას, შესაბამისად საჭიროდ მივიჩნევ, რომ მოსწავლეებს  ხშირად მივაწოდო ისეთი სიტუაციური ამოცანები, რომლებც მათ დაეხმარებათ პრობლემის აღმოჩენაში, გამომწვევი მიზეზების დადგენაში და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებაში. კონკრეტული საგაკვეთილო თემაც ნამდვილად იძლეოდა ამის საშუალებას.
  პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები მოსწავლეებს თეორიული მასალის შესწავლასთან  ერთად ეხმარება შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში, პრობლემის დანახვის და მის გადაჭრის გზებისა და საშუალებების დადგენაში; მოსწავლეებს ერთმანეთთან აზრის გაზიარებით უმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარები, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარჩვევები. მოსწავლეები სწავლობენ როცა საჭიროა საკუთარ ნააზრევში კორექტირების მოხდენას და რაც მთავარია  ახდენენ აქტიურ სწავლებას, ცოდნის სისტემატიზაციას და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ბუნებრივად ინტეგრირებას .
  გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობა და ზემოთნახსენები უნარების განვითარება მოსწავლეებში შესაძლებელია სხვადასხვა სასკოლო საგნის შესწავლის დროს.
     გაკვეთილის მიზანი იყო :  ჩემს  მიერ მიწოდებული მასალის  დახმარებით მოსწავლეებს ეესწავლათ უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის პროცესები.ასევე უნდა მოეხერხებინათ  სახელმძღვანელოდან მითითებული ინფორმაციის მოძიებაშეფასება და გაზიარება; საუბარი უჯრედული სუნთქვის პროცესის თავისებურებების შესახებ. და ბოლოს მოსწავლეებ წოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა მოეხდინათ  პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა.
 გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა შეძლეს დაკვირვებოდნენ კატაბოლიზმის პროცესს, ემსჯელათ უჯრედულ სუნთქვაზე. მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება, დაასახელეს გამომწვევი მიზეზები დდა პრობლემის გადაჭრის გზები, შესაბამისად მათ გამოუმუშავდათ არგუმენტირებული მსჯელობის, თამანშრომლობის და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.
   ამ გაკვეთილის ჩატარებით ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ საჭიროა ჩვენი სამუშაო პროცესი წარვმართოთ ისეთი სასწავლო სტრატეგიებით და აქტივობებით, რომელიც უკეთ დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ–ჩვევები.
   გაკვეთილზე ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად: დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკები და კლასის ორგანიზების ფორმები. მოტივაციის ამაღლების და გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვის მიზნით გამოვიყენე გონებრივი იერიში, მოსწავლეებს გავუაქტიურე წინარე ცოდნა შეკითხვებით, გავიხსენეთ რას ეწიდებოდა მეტაბოლიზმი და რა პროცესი იყო ფოტოსინთეზი, მოსწავლეებმა შეავსეს სქემა,სადათ თვალნათლივ ჩანდა ფოტოსინთეზის საწყისი და საბოლოო ნივთიერებები. ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე პრობლემური სიტუაცია. ნაწყვეტი წიგნიდან ,,დიდი საიდუმლოს კარიბჭესთან– მიხეილ ივინი. დავსვი პრობლემური კითხვა: “იცით, რომ მცენარეები მართლაც ასუთავებენ ჰაერს, მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადი კი სუნთქვას უწყობს ხელს?“. შემდეგ უკვე სახელმძღვანელოში არსებული ტექსტის გამოყენებით მოსწავლეებს მივანდე ამ პრობლემური კითხვის პასუხის მოძებნა. მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით ხელს ვუწყობდი  მოსწავლეებს ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის მათეულ გზებსა და საშუალებებზე, გამოემუშავებინათ  ემპათიის და თანაგრძნობის უნარჩვევები; მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხებით თვალნათლივ სჩანდა რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს.ბოლოს  ჩემს მიერ გაკეთებული შემაჯამებელი დასკვნით , მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენე , რომ  ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესიამათ შორის კი შუალედურ რგოლს ატფ წარმოადგენს. აერობული სუნთქვა დამახასიათებელია როგორც  ცხოველებისთვის, ისე მცენარეებისთვის, როცა ისინი გამოიყენებენ ჟანგბადს. თუმცა მცენარეების როლი ცოცხალ სამყაროში უნიკალურია, რადგან ისინი  მხოლოდ დღისით აწარმოებენ ფოტოსინთეზს და გარემოს ჟანგბადით ამდიდრებენ.ასევე ხაზი გავუსვი იმას, რომ გაკვეთილზე მოსწავლეემა შეძლეს პრობლემის გააზრება, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების მოძიება,შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც აქტიურად გამოიყენებენ მომავალში.მოსწავლეთა  დადებითი სიტყვიერი უკუკავშირით მოვახდინეთ გაკვეთილის ერთობლივი შეჯამება, ამით მოსწავლეებს საშუალება მივეცი თავად  გაეაზრებინათ ის,რომ მიზანს მივაღწიეთ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებისთვის  ინდივიდუალურად შესავსები გასასვლელი ბილეთების დარიგებით,მოსწავლეებს დავეხმარე  გაეკეთებინათ საკუთარი თვითშეფასება; აღნიშნულ აქტივობას მიზნობრივად ვიყენებ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად და შემდგომში შესაბამისი რეაგირებისთვის დავალების მიცემისას. ამასთანავე აღნიშნული აქტივობა მეხმარება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.
ეს აქტივობა მეც  დამეხმარება შემდეგი  გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში  მიღებული პასუხების საფუძველზე.
გაკვეთილის ბოლოს   მოსწავლეებისთვის წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკებით შევაფასე. საბოლოო ჯამში, აღწერითი უკუკავშირით,  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით და ურთიერთშეფასებით   განვსაზღვრეთ  გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხი.
გაკვეთილი დავასრულე მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემით,რომელიც დაკავშირებული იყო გაკვეთილის მიზანთან. მათ მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ ორი შეთავაზებული დავალებიდან ერთ–ერთი.
გაკვეთილის მსვლელობისას ვცდილობდი  ვყოფილიყავი ფასილიტატორი და  ეტაპობრივად ხელს ვუწყობდი მოსწავლეებს შესაბმისი ინსტრუქციების და განმავითარებელი კომენტარებით და ვცდილობდი მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში,მათ შეძლეს თავად აეგოთ ცოდნა ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე; მათ შესძლეს პრობლემის ამოცნობა,მიზეზებისა და გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობა,ერთმანეთისთვის  აზრების გაზიარება და საკუთარი დამოკიდებულებების და შეხედულებების სწორად ჩამოყალიბება, თუმცა გარკვეულწილად ამ ყველაფერში ჩემი დახმარებაც გახდა საჭირო.
პრობლემის დანახვის და გადაჭრის უნარჩვევების მნიშვნელობა   ნათლად დაინახეს  მოსწავლეებმა და  გააცნობიერეს გრძელვადიანი მიზნები, რასაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოიყენებდნენ.
გაკვეთილის გეგმის/განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას არ გამხდარა საჭირო,რადგან სწორად მოხდა დროის მენეჯმენტის განსაზღვრა,აქტივობების შერჩევა და გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევა;
 მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი  ყველაზე წარმატებული იყო შემდეგ კომპონენტში:
·         გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა სამოდელო გაკვეთილის ტიპთან და ე.ს.გ.-სთან,
რადგან მიზანი მკაფიოდ იყო ფორმულირებული , იყო კონკრეტული და რეალისტური , ამასთანავე სრულად შეესაბამებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპსა და ე.ს.გ.-ით განსაზღვრულ შედეგებს. ვთვლი,რომ მოსწავლეებმა მოახერხეს დასახული მიზნის მიღწევა,
    ჩემი აზრით გაუმჯობესებას საჭიროებს დროის რაციონალურად გამოყენება.ამ მიზნით გულდასმით ვაკონტროლებ თითოეული აქტივობის დაგეგმვისას მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებებისთვის დროის განაწილებას,  ვფიქრობ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითვალისწინო დროის ფაქტორი. გაკვეთილმა აგრეთვე მასწავლა,რომ უფრო მეტი დრო დავუთმო უკუკავშირს. ვითანამშრომლებ კოლეგებთან, გავიზიარებ მათ გამოცდილებას, გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას.         ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას,რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში.


ბიოლოგიის პედაგოგი:  თამარ ბაქრაძე













გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი
თამარ ბაქრაძე

გაკვეთილის თემა
აირთა ცვლა ფილტვებში
გაკვეთილის ჩატარების თარიღი
25.01.2018 წელი
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური, VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23 მოსწავლე. სსსმ  მოსწავლე კლასში  არ არის.





გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს:
·          მასწავლებლის მიწოდებული  ინფორმაციით , ვიდეომასალით, ტაბულებით და სქემებით ადამიანის სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანოების – ფილტვების აგებულების შესწავლა.
·         ამ ორგანოების ფუნქციების განსაზღვრა.
·         ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესების აღწერა,ფილტვების  ამოცნობა ილუსტრაციაზე, მის აგებულებაზე მსჯელობა, ფილტვების, როგორც აირთა ცვლის მთავარი ორგანოს როლის გააზრება.
·         ახალი მასალის უკვე ნასწავლ მასალასთან (სისხლის მიმოქცევის სისტემასთან) დაკავშირება.



გაკვეთილის შედეგი
ესგ–ის მიხედვით
ბიოლ. VIII.5. მოსწავლეს შუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს  ილუსტრაციაზე ფილტვებს.
·         აღწერს ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესებს;
·         იაზრებს ფილტვების როლს აირთა ცვლაში ;




წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის:
·            ჰაერგამტარი გზების ორგანოების აგებულება;
·         ორგანოების ამოცნობა ილუსტრაციაზე.
·         მათი ფუნქციები.
·         სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, ფუნქცია – ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირება;
·         სისხლის მიმოქცევის წრეები.
     
კლასის ორგანიზების ფორმები
საერთო საკლასო, ჯგუფური მუშაობა.

შეფასება და თვითშეფასება
გამოვიყენებ  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას;
  შეფასდება: გაკვეთილზე ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა,
პრეზენტაცია,ინდივიდუალური სამუშაო. გამოვიყენებ შეფასების რუბრიკებს, რომლის შექმნაშიც თავად მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა საგაკვეთილო პროცესის დროს.(შეფასების  კრიტერიუმები გაკვეთილის გეგმას თან ერთვის). ასევე გამოყენებული იქნება  თვითშეფასების ცხრილი.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

   სახელმძღვანელო, ბიოლოგიური ატლასი, მოსწავლეების მიერ შექმნილი ადამიანის სასუნთქი სისტემის სქემა, პოსტერები, მარკერები, მაკრატელი, წებო, სასუნთქი სისტემის ორგანოების სურათები, მაგნიტური დაფა, გამოსაძახებელი ჩხირები, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის დაფა.
ელექტრონული რესურსები:



















გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი


აქტივობა 1 - (2–3 წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა.
აქტივობის აღწერა:
   საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის ემის, მიზნების (ვაჩვენებ გრძელვადიან მიზანთან კავშირს –  მე–10 კლასში მოსწავლეები სასუნთქ სისტემას შეისწავლიან ისე, როგორც ერთ–ერთ მარეგულირებელ სისტემას ადამიანის ორგანიზმში) და შეფასების რუბრიკების გაცნობა. ქცევის წესების შეხსენება.
აქტივობა 2.  გონებრივი იერიში  – შეკითხვები მთლიან კლასს. ( 5–7წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
1.       ბიოლოგიის რა ნაწილს შევისწავლით?
2.       რას შეისწავლის ანატომია?
3.       რა ქმის ადამიანის ორგანიზმს?
4.       ჩამოთვალეთ ჩვენს მიერ შესწავლილი ორგანოთა სისტემები.
5.       არის თუ არა კავშირი სხვადასხვა ორგანთა სისტემებს შორის? მაგ. მაჩვენეთ კავშირი სისხლის მიმოქცევის სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს შორის.
6.       ახლა რომელ სისტემას ვსწავლობთ?
7.       ჩამოვთვალოთ სასუნთქი სისტემის ორგანოები.
8.       რა გზას გაივლის ჰაერი სანამ ფილტვებში მოხვდება?
9.       სასუნთქი სისტემის რომელი ორგანოები ქმნის ჰაერგამტარ გზას?
10.   თქვენი აზრით რა კავშირი უნდა იყოს სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემას შორის?
  
   აქტივობა 3.  ჯგუფური მუშაობა + ნამუშევრების პრეზენტაცია .  (3-4წთ.+6წთ=10)
   აქტივობის მიზანი: შესწავლილი მასალის ორგანიზება და გააზრება. თანამშრომლობითი უნარების განვითარება, პრეზენტაციის უნარების განვითარება.
   აქტივობის აღწერა:
კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად, ეს მოხდება იქვე, დაურიგდებათ შესაბამისი დავალებები:
I ჯგუფი – მიეცემათ დანომრილი სასუნთქი სისტემის ორგანოების სურათები და მათ უნდა შეძლონ  ილუსტრაციებზე ამ ორგანოების ამოცნობა.
II ჯგუფი – სასუნთქი სისტემის ორგანოების გამოყენებით ააწყობენ სისტემას.
Ш ჯგუფი – ჰაერგამტარი გზების ორგანოების აგებულება
IV ჯგუფი – ჰაერგამტარი გზების ორგანოების ფუნქციები
აქტივობა 4.  მასწავლებლის მინი ლექცია,
აქტივობის მიზანი: ახალი ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის, ინფორმაციის გაანალიზების უნარის განვითარება და მისი შემდგომი გამოყენება.
აქტივობის აღწერა:
ახალი მასალის მიწოდება თავის მიერ შექმნილი პრეზენტაციის გამოყენებით. ასევე ბიოლოგიური ატლასის გამოყენებით. (5–7წთ)

აქტივობა 5.  ვიდეო მასალის ჩვენება – „აირთა ცვლა“   (5 წთ)
აქტივობის მიზანი: სააზროვნო უნარების განვითარება, უკვე შესწავლილი მასალის ახალ მასალასთან დაკავშირება და ადამიანის ორი მთავარი ორგანოთა სისტემის გაერთიანება – სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემების.
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს თავის მიერ მოძიებულ ვიდეო მასალას თემასთან დაკავშირებით.
აქტივობა 6. ახალი მასალის განმტკიცება მასწავლებლის მიერ შეგენილი კითხვარის გამოყენებით.  (5 წთ)
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ათვისების დონის განსაზღვრა, ინდივიდუალუირი საჭიროების დადგენა და  ამის საფუძველზე მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები კითხვარს ავსებენ ინდივიდუალურად, იქვე მოხდება გამოსაძახებელი  ჩხირების გამოყენებით რამდენი მოსწავლის პასუხების მოსმენა, დანარჩენს გაკვეთილის შემდეგ განიხილავს მასწავლებებლი.
აქტივობა 7. საშინაო დავალება  ( 2–3 წთ)
აქტივობის მიზანი: შესწავლილი  მასალის გაანალიზება, სხვადასხვა ორგანოთა სისტემებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა. კრიტიკული აზროვნების განვითარება.
აქტივობის აღწერა:
წინასწარ შედგენილ კითხვებს ჩაინიშნავენ საშინაო დავალებად, რომელსაც ვაჩვენებ სლაიდის გამოყენებით.
აქტივობა 8.  შეფასება.    (5 წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა.მათი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას მისი გათვალისწინება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს უკვე წინასწარ განხილული შეფასების რუბრიკების გამოყენებით, ასევე მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ თვითშეფასების ცხრილს: “ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“.  მოხდება მოსწავლეთა
ურთიერთშეფასება .




გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა



       1-4
             5-6
           7-8
           9-10
აქტიური  მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულდ ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებს, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,  აანალიზებს და კორექტულია



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
                                                              
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

N
გვარი,
სახელი
პასუხობს თემას
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაცი
ას)
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამისს ტერმინოლოგიას
იყენებს თვალსაჩინოებას
იცავს დროის ლიმიტს
ჯამი


0-2
0-2
0-2
0-2
0-2

1
აბრამიშვილი
თამარ






2
აბრამიშვილი
ნინო






3
ბარბაქაძე
მარიამ






4
ბერაძე გოგა






5
ბუღაშვილი
ღვთისო






6
გაჩეჩილაძე გიორგი






7
გორგოძე დავით






8
გორგაძე თამაზ






9
გოცაძე საბა






10
კახნიაშვილი დავით






11
კობახიძე გიგა






12
მაზიაშვილი ლალი






13
მდინარაძე მარიამ






14
მშვილდაძე თამაზ






15
მშვილდაძე მამუკა






16
ნებიერიძე ლევან






17
ნიქაბაძე გიგა






18
სახეჩიძე მარიამ






19
ტალახაძე თინათინ






20
ურიადმყოფელი გიორგი






21
ფხალაძე თაკო






22
ჩიბურდანიძე ირაკლი






23
ხარაბაძე ლუკა









თვითშეფასების ცხრილი

ვიცოდი
ვისწავლე
მინდა ვიცოდე







\





ჩვენს მიერ შექმნილი ქცევის წესები!


მოსწავლის ქცევის წესები
1.          ყოველთვის გვქონდეს სასწავლო ნივთები  ( წიგნი, რვეული, საწერკალამი და სხვა საჭიროებისამებრ) !

2.          ვიყოთ ყურადღებით, არ დავხარჯოთ საგაკვეთილო დრო ფუჭად!


3.          მოვუსმინოთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს!


გამოყენებული კითხვარი
სახელი, გვარი .............................................
1.    რამდენი ფილტვი აქვს ადამიანს?
პასუხი:
2.    სად არის მოთავსებული ფილტვები?
პასუხი:
3.    რა არის ფილტვის აგებულების ელემენტარული ერთეული?
პასუხი:
4.    რომელი ქსოვილითაა აგებული ფილტვის ელემენტარული ერთეული?
პასუხი:
5.    რა პროცესი უდევს საფუძვლად აირთა ცვლას ფილტვებში?
პასუხი:
6.    როგორი სისხლი მიდის ფილტვებში გულიდან?
პასუხი:
7.    როგორი სისხლი ბრუნდება ფილტვებიდან გულში?
პასუხი:




გაკვეთილის რეფლექსია

გაკვეთილის რეფლექსია
   2018 წლის 25 იანვარს ჩავატარე გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე: „ ფილტვები, აირთა ცვლა“, რომელზედაც ესწრებოდა სკოლის მასწავლებელთა შიდა შეფასების ჯგუფის წევრები. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მიწოდებული  ინფორმაციით , ვიდეომასალით, ტაბულებით და სქემებით ადამიანის სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანოების – ფილტვების აგებულების შესწავლა. ამ ორგანოების ფუნქციების განსაზღვრა. ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესების აღწერა, ფილტვების  ამოცნობა ილუსტრაციაზე, მის აგებულებაზე მსჯელობა, ფილტვების, როგორც აირთა ცვლის მთავარი ორგანოს როლის გააზრება. ახალი მასალის უკვე ნასწავლ მასალასთან (სისხლის მიმოქცევის სისტემასთან) დაკავშირება.
  გაკვეთილზე განხორციელებულმა აქტივობებმა შესაძლებლობა მომცა დასახული მიზნებისთვის  მიმეღწია.   მოსწავლეებმა შეძლეს : გონებრივი იერიშის დროს დასმულ კითხვებზე  პასუხის გაცემა, ასევე ამ პასუხების დასაბუთება. ასევე შეძლეს წარმატებით  განეხორციელებინათ ჯგუფური სამუშაო  კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით და სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია. შედეგებს მოსწავლეებმა მიაღწიეს გაკვეთილზე წარმოებული აქტივობებით. შეკითხვების დასმით მოსწავლეებს ვუბიძგებდი ემსჯელათ, გამოეტანათ დასკვნები და ახალი მასალა დაეკავშირებინათ უკვე შესწავლილთან. იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ საკუთარი აზრის გამოთქმა, დასაბუთება, კრიტიკული აზროვნება და ასევე თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად, მივმართე ჯგუფურ სამუშაოს, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. ჩემს მიერ შექმნილი პრეზენტაციის დახმარებით მოვახერხე მოსწავლეებისათვის ზუსტად ამეხსნა ფილტვების აგებულება და მასში მიმდინარე აირთა ცვლის პროცესები, რაშიც ასევე დამეხმარე ბიოლოგიური ატლასი, ხოლო გაკვეთილზე გამოყენებული ვიდეო–რესურსით შევძელი მომეხდინა ახლად შესწავლილი მასალის გააზრება. ასევე მასალის გასააზრებლად მოსწავლეებს მივაწოდე ინდივიდუალური კითხვარი, რომელიც დამოუკიდებლად შეავსეს და ესეც მიმართული იყო გაეაზრებინათ ფილტვების როლი. ასევე გაკვეთილის ბოლოს შესწავლილი მასალის უფრო მეტად განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება – კონკრეტული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, რაც საშუალებას მომცემს კიდევ ერთხელ დავაკვირდე გაკვეთილზე მიღწეულ შედეგებს, თუ როგორი ხარისხით აითვისეს მოსწავლეებმა ახლსნილი მასალა. პოზიტიური გარემოს შესაქმნელად, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების, ასევე მოსწავლეთა ძლერი და სუსტი მხარეების დასადგენად, მივმართე როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ  შეფასებას მოსწავლეებთან ერთად  შემუშავებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა შეესბამებოდა საგაკვეთილო მიზანს და ვფიქრობ შედეგიც მივიღე, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა:
ბიოლ. VIII.5. მოსწავლეს შუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს  ილუსტრაციაზე ფილტვებს.
·         აღწერს ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესებს;
·         იაზრებს ფილტვების როლს აირთა ცვლაში ;

გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და არ გახდა საჭირო მისი მოდიფიცირება.

გაკვეთილის გაანალიზების შემდეგ აღმოვაჩინე ხარვეზები: ვფიქრობ გაკვეთილზე მაინც ვერ მოხერხდა მთლიანად დროის რაციონალურად გამოყენება, კონკრეტული აქტივობისათვის იმაზე მეტი დრო დაიხარჯა, ვიდრე ნავარაუდები მქონდა, ეს გამოიწვია იმან, რომ მინდოდა მაქსიმალურად ყველა მოსწავლისთვის გასაგები ყოფილიყო საკითხი. ასევე მოსწავლეთა ჩართულობის თვალსაზრისითაც იყო მცირე გამონაკლისები, ამ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში გაკვეთილის დაგეგმვის დროს. გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას, მივმართავ კოლეგებს დასახმარებლად, რათა უფრო უკეთ გავერკვე დროის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიებში და შევეცდები მომდევნო გაკვეთილებზე ისეთი აქტივობები შევასრულებინო მოსწავლეებს რითაც მივაღწევ მაქსიმალურ ჩართულობას. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას ,რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში.


ბიოლოგიის პედაგოგი: თამარ ბაქრაძე

No comments:

Post a Comment