ზესტაფონი, სკოლა ანაბასისი
სასკოლო კლუბი: „ბიო“
კლუბის შექმნის თარიღი: 2017
წლის 25 სექტემბერი
კლუბის ლოგო:
კლუბის კურატორი: ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ბაქრაძე
განაცხადი კლუბის წევრობაზე
სკოლა
ანაბასისის სასკოლო კლუბ „ბიოს“
კურატორს თამარ ბაქრაძეს
ამავე სკოლის --- კლასის
მოსწავლის ---------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბ ,,ბიოში’’.
გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.
განმცხადებელი:
თარიღი:
სასკოლო
კლუბ „ბიოს“
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1. ზესტაფონის
სკოლა ანაბასისის სასკოლო კლუბი ,,ბიო” (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია სკოლის
ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ზესტაფონი, ფარნავაზის
ქ. 4ა
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. საბუნებისმეტყველო
საგნების პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის გაზრდა
2.2.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3.
აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.4.
მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.5.
კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6.
საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.7.მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების
შეძენა.
2.8. ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
და მომავალში წარმატების მიღწევა.
2.9. მოსწავლეთა აქტიური
ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2.10. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.11. სასკოლო პროექტების დაგეგმა, განხორციელება და ჩატარების გამოცდილება.
2.12. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის,
გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
2.13. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს
კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
ზესტაფონი, სკოლა ანაბასისი
2017 წლის 25 სექტემბერი
სასკოლო კლუბ „ბიოს“ სამუშაო გეგმა
№
|
აქტივობის დასახელება
|
განხორციელების
თარიღი
|
შენიშვნა
|
1
|
კლუბის
წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა
|
26.09.2017
|
|
2
|
ქ.ქუთაისში
სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მიღება
|
27.09.2017
|
|
3
|
გულის მსოფლიო
დღე
|
29.09.2017
|
|
4
|
ქ.
თბილისში ილიუნის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა
|
30.09.2017
|
|
5
|
ხანდაზმულთა
საერთაშორისო დღე
|
1.10.2017
|
|
6
|
დიაბეტის საერთაშორისო
დღე
|
14.11.2017
|
|
7
|
შიდსთან
ბრძოლის საერთაშორისო დღე
|
1.12.2017
|
|
8
|
შშმ
პირთა საერთაშორისო დღე
|
3.12.2017
|
|
9
|
პირველი
სემესტრის ღონისძიებების განხილვა და ახლის დაგეგმვა
|
20.01.2018
|
|
10
|
იშვიათი
დაავადებების საერთაშორისო დღე
|
28.02.2018
|
|
11
|
დაუნის
სინდრომის მსოფლიო დღე
|
21.03.2018
|
|
12
|
ჯანმრთელობის
მსოფლიო დღე
|
7.04.2018
|
|
13
|
მსოფლიო
თამბაქოს გარეშე
|
31.05.2018
|
|
14
|
C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო
დღე
|
28.07.2018
|
ეს
ღონისძიება ჩატარდება 5–10 ივნისი
|
26.09.2017 წელი
კლუბის ლიდერის და მოადგილის არჩევა
კლუბ "ბიოს" პირველ შეკრებაზე მოხდა კლუბის ლიდერისა და მოადგილის არჩევა. ხმათა უმრავლესობით კლუბის ლიდერად დასახელდა მარიამ ჭანტურიძე, ხოლო მოადგილედ ლანა ნიქაბაძე.
27.09.2017 წელი
კლუბი "ბიო" ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე
29.09.2017 წელი
29 სექტემბერი გულის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოში ტარდება ისეტი ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისაკენ.
კლუბ "ბიოს" წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაურიგეს ზესტაფონის მაცხოვრებლებს. ბუკლეტი მოიცავდა საჭირო და საინტერესო ინფორმაციის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით. ამით კლუბის წევრებმა მცირე წვლილი შეიტანეს საზოგადოების ინფორმირებაში.
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა!
გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც
მონაწილეობა ყველას შეუძლია.
ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.
დაიცავით თქვენი გული!
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული:
გახდით აქტიური!
დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ისარგებლეთ კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოდით საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა ფეხით განაგრძეთ.
შეწყვიტეთ მოწევა და დაიცავი თავი თამბაქოსგან!
მოერიდე კვამლით სავსე გარემოს: პასიური მწეველობა მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.
ეცადეთ შეინარჩუნო წონა ნორმის ფარგლებში!
ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და მარილის მოხმარების შეზღუდვა დაგეხმარებათ სისხლის წნევის კონტროლში და გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებაში.
იკვებეთ ჯანმრთელად!
მიირთვით დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეულის პროდუქტები, ფრთხილად იყავით მზა კონსერვირებულ საკვებთან, რომელიც ხშირად დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. დალიეთ ბევრი წყალი!
გიყვარდეთ თქვენი გული!!!
30.09.2017 წელი
კლუბი "ბიო" ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – 1 ოქტომბერი
1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 682 900 ხანდაზმული ცხოვრობს და მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარზეა. 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ, საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს სახელმწიფოებს ჩართონ ისინი, როცა ეს შესაძლებელი იქნება, თავის ეროვნულ პროგრამებში. იგივე დღე - 1 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის N467 ბრძანებულების თანახმად, ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში.
კლუბ "ბიოს" წევრების ინიციატივით სკოლა ანაბასისის მოსწავლეებმა შეაგროვეს სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები, მოიძიეს ახლოს მცხოვრები რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი და შესაძლებლობის ფარგლებში მცირეოდენი დახმარება აღმოუჩინეს მათ.
14 ნოემბერი – დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!
14 ნოემბერი დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა ეს დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან შეხსენებას მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ.დიაბეტის მსოფლიო დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით და დიაბეტთან ბრძოლის კოორდინაციის მიზნით 1991 წლიდან აღინიშნება ამ დღესთან დაკავშირებით კლუბი ბიოს წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: დიაბეტის გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა, სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში, პრევენციული ღონისძიებები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი დამუშავებული თემები. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ენდოკრინოლოგი – ქ–ნ მარიკა კარანაძე და ზესტაფონის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქ–ნ თამარ გველესიანი თანამშრომლებთან ერთად.
1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!
კლუბის წევრებმა დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს ინტელექტუალურ თამაშს ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეჯიბრი მე–8 და მე–9 კლასელებს შორის....როგორც ყოველთვის კომპეტენტური სტუმრებიც გვყავდა: ქალბატონი თამარ გველესიანი თავის თანამშრომლებთან ერთად...მივიღეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.... კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატა ჩემი მოსწავლეების და არა მარტო მოსწავლეების სახით იმ ადამიანთა რიცხვს რომელთაც ცნობიერების დონე აუმაღლდათ. უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს, რაც სწორედ წარმოადგენდა დღევანდელი დღის მიზანს.
28 თებერვალი – იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღე!
იშვიათ დაავადებათა უმრავლესობის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის, ზოგი მათგანი კი ექიმებისთვისაც უცნობია. მათთან შეხვედრისას სამედიცინო შეცდომისგან დაზღვეული ვერავინ იქნება. მით უმეტეს, იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკა ცოდნასთან ერთად დაკვირვებას და მოვლენების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირების უნარსაც მოითხოვს.სასკოლო კლუბ "ბიოს " წევრებმა გადაწყვიტეს გამოხმაურებოდნენ ამ დრეს და სკოლაში კონფერენცია ჩაატარეს, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.ინფორმაცია მოიძიეს მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებულ იშვიათ დაავადებებზე.. ასევე იმ ადამიანებზეც რომლებიც დღემდე იტანჯებიან სხვადასხვა ტიპის იშვიათი დაავადებებით...
ყველაზე საშინელი და უცნაური დაავადებები
ის,
რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია,
ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით.
ძალიან კარგად ხვდებით,
რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს,
თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა.
ეს უკანასკნელი
(თუმცა უპირველესი)
ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას.
ცხადია,
რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი,
თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია.
გენეტიკა (ძვ.ბერძნ.
γενητως – ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა)
— მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას,
ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას.
ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა
1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა.
თუმცა ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული.
ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს.
მაგალითად,
ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს.
არის ისეთი თვისებებიც,
რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია.
ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა და მასზე ისიც ახდენს გავლენას,
თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.
წარმოგიდგენთ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველაზე იშვიათ,
უცნაურ და გაურკვეველ გადახრებს ნორმიდან,
რომელთა დიაგნოსტიკას წლების მანძილზე მედიცინამ ვერ მიაგნო და უკვე მილიონობით ადამიანი იტანჯება.
აი ისინიც:
1. Robin Hutchings-ი ინგლისიდან. შეპყრობილია ტრიხოტილომანიით,
რაც ნიშნავს იმას,
რომ ქალბატონი საკაუთარი ხელით იგლეჯს თმას.
ამ მეტად უცნაური სენით იგი
11 წლის ასაკში შეპყრობილა და
27 წლის შემდეგ, ჯერ ისევ არ გადაულახავს არსებული თვისება.
2. Shiloh Pepin-ი. გოგონა დაიბადა შეტყუპებული ფეხებით,
რასაც
"ქალთევზას სინდრომი" ჰქვია.
ექიმები იუწყებოდნენ,
რომ იგი რამოდენიმე დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა,
თუმცა შილომ
10 წელი იცხოვრა. გარდაიცვალა
2008 წლის 23 ოქტომბერს.
3. Michaela Dutton-ი
ბირმინგემიდან. 21 წლის ქალბატონს
აქვს წყალზე ალერგია მას შემდეგ,
რაც 2005 წელს
იმშობიარა და გაუჩნდა
ვაჟი. იგი ვერ
სვამს ასევე რეგულარულ სასმელებს, როგორიცაა ყავა და
ჩაი. მას ასევე
უწევს შეზღუდოს ურთიერთობა შვილთან, ვინაიდან ცრემლები, ოფლი და ნერწყვი
აძლიერებს მის ალერგიას.
მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი ალერგია 230 მილიონ
ადამიანში მხოლოდ ერთია.
4. Jean Driscoll-ი. 72 წლის ქალბატონი უკვე 2 წელზე მეტია დატანჯულია პირღებინების შეუკავებლობით.
5. მეთევზე
Dede ინდონეზიიდან იტანჯება
კიდურებზე- ხელებსა და ფეხებზე წარმონაქმნებით, რომლებიც ტოტებს მოგვაგონებს. გასული წლის დეკემბერში
მას ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ამ წარმონაქმნების მოცილების მიზნით, თუმცა დედე იუწყება,
რომ აგვისტოში ისინი კვლავ გაჩნდა.
6. Larry Ramos Gomez-ი მექსიკიდან. განიცდის თანდაყოლილ ჰიპერტრიქოზს- (ჭარბთმიანობა). არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ჭარბი ზრდა სხეულის იმ ადგილას, სადაც ის არის
ნორმაში ასაკის, სქესის და ეთნიკური
წარმოშობის გათვალისწინებით.
7. 5 წლის ტყუპი Addison (მარცხნივ) და Cassidy Hempel-ი დაავადებულნი არიან იშვიათი და ფატალური დაავადებით, რომელიც თანდათან ართმევს მათ უნარს შემეცნების, ჭამის და სიარულის. მსგავსი დაავადებით მსოფლიოში 500 ბავშვია დაფიქსირებული და ამ დაავადებას "ალცჰეიმერით"მოიხსენიებენ. ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდებაინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით.დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულუჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებითინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონებისკვდომას.
ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ტყუპების დედამ ექსპერიმენტალური მკურნალობა აპრილში დაიწყო.
8. Suraya Brown-ი
ბრიტანეთიდან. განიცდის უჩვეულო დაავადებას, რომელიც ხელს უშლის
მის ზრდას. 1, 2 წლის იგი იწონიდა
3.17 კგ-ს და
სიმაღლით იყო - 48 სმ-ს. ექიმები
განაცხადებენ, რომ ეს
არ არის "რეალური პარადოქსი".
9. Ashlyn Blocker. ერთ-ერთია მსოფლიოს დაავადებულთა შორის, რომელიც განიცდის თანდაყოლილ ინდეფერენტულორ ტკივილს. ეს არის
იშვიათი უკურნებელი სენი. დაავადების გამო გოგონა ვერ გრძნობს ტემპერატურას- ვერც სიცხეს
და ვერც სიცივეს.
10. ინდოელი გოგონა Lakshmi დაიბადა ოთხი ხელითა
და ოთხი ფეხით,
რის გამოც ინოეთის ქალღმერთი შეარქვეს. პათოლოგია განვითარდა დედის საშვილოსნოში ტყუპი პარაზიტის შერწყმის შედეგად. გოგონას ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც
ამოუღეს ზედმეტი კიდურები და იგი
ჩველებრივ გადაადგილდება და თამაშობს როგორც ნორმალური ბავშვი, თუმცა პლასტიკურ ქირურგიას მაინც საჭიროებს.
21 მარტი დაუნის სინდრომით დაავადებულთა მსოფლიო დღე!
ანაბასისში ქრომოსომებს არ ითვლიან ! კიდევ ერთხელ ვეცადეთ კლუბის წევრები საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი სტუმრებისათვის..იმედია წარმატებით გავართვით თავი!!!
22 აპრილი
დედამიწის
საერთაშორისო
დღე!
სკოლა ანაბასისში არსებული სასკოლო კლუბები "მკვლევარები" და "ბიო" გაერთიანდნენ და წერთობლივი ღონისძიებები მიუძღვნეს ამ მეტად მნიშვნელოვან დრეს. მოეწყო საინტერესო ვიდეო ჩვენება და ასევე სკოლის ეზოში დარგეს ნერგები! ვფიქრობტ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ დედამიწის გადასარჩენად მიმართულ ღონისძიებებში, ასევე კლუბების წევრებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.
დედამიწის საერთაშორისო დღე!
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს!
დავიცვათ დედამიწა!!!
დედამიწა ჩვენი სახლია და გავუფრთხილდეთ
მას!!!
პრევენციული ღონისძიებები:
დედამიწას საფრთხეს
უქმნის პოლიეთილენი, გაზი , ნავთობი, ელექტრო
ენერგია. შევეცადოთ შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები
რითაც ზიანს მივაყენებთ ჩვენს პლანეტას.
1.
არ გავჩეხოთ ტყე1
2.
რაციონალურად გამოვიყენოთ
ბუნებრივი რესურსები!
3.
დავრგოთ მწვანე
ნარგავები!
გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს !!!
მწვანე საფარი დედამიწის ფილტვებია!
No comments:
Post a Comment