Friday, September 9, 2016

X კლასის სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებელი: თამარ ბაქრაძე
დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი:
  დამრიგებელი  მოსწავლის  მრჩევლად  მოიაზრებამისი  მუშაობა  უნდა  ემყარებოდეს  ზოგადი  განათლების    ეროვნულ  მიზნებს  და  ხელს  უწყობდეს  მოსწავლეებში  გონებრივი და ფიზიკური   უნარების  განვითარებასმათ  ჩაბმას  სხვადასხვა  კლუბსა  თუ  წრეშიასევეუნდა  უწყობდეს  ხელს  მოსწავლეებში  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრებას, უნდა  უვითარებდეს  ლიბერალურ  და  დემოკრატიულ  ღირებულებებზე  დამყარებულ  სამოქალაქო  ცნობიერებას  და  ეხმარებოდეს  მათ  ოჯახისსაზოგადოებისა  და  სახელმწიფოს  წინასე  საკუთარი  უფლება - მოვალეობების  გაცნობიერებაში.
დამრიგებელს  ევალება:
·         სადამრიგებლო  საათის  ჩატარება  თვეში  მინიმუმ  4-ჯერ;
·         მოსწავლის  დახმარება  აკადემიური  თუ  სხვა  პრობლემის  გადაჭრაში;
·         მოსწავლეს, მშობლებსა  და  მასწავლებლებს  შორის  შუამავლობა  პრობლემების  წარმოქმნის  შემთხვევაში;
·         მშობლებისათვის  შვილის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  გაცნობა  თვეში  მინიმუმ  ერთხელსაკუთარი  სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლეების  დასწრების  აღრიცხვის  ყოველდღიური  შემოწმება;
·         სასწავლო  წლის  დასაწყისშივე  მოსწავლისა  და  მისი  მშობლების  ინფორმირება  მოსწავლის  მიერ    გაკვეთილების  გაცდენის  შემთხვევაში  მოსალოდნელი  სავარაუდო  შედეგების  შესახებ;
·         სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლის  სხვა  სკოლაში  გადასვლის  შემთხვევაშიმისი  მიმღები  სკოლისათვის  მოსწავლის  აკადემიური  მოსწრებისა  და  გაკვეთილზე  დასწრების  შესახებ  ინფორმაციის  მიწოდების  უზრუნველყოფა;
·         ამ  გეგმით  გათვალისწინებული  სხვა  ვალდებულებების  შესრულება.
დამრიგებლის  მუშაობის  პრინციპები
დამრიგებლის  სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ  პრინციპებს  უნდა  ემყარებოდეს:
·         აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო  მუშაობა  მიმართული  უნდა  იყოს  პიროვნების  ფიზიკური, ფსიქიკურისოციალური  და  სულიერი  განვითარებისაკენსააღმზრდელო  მუშაობის  მთავარი  პრინციპი  ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანსაღი  მოქალაქის  აღზრდაა;
·         შემოქმედი, აქტიური  პიროვნების  აღზრდა -ყველა  ბავშვი  უნიკალურია. ისინი  დაჯილდოებულნი  არიან  განსხვავებული  ნიჭიტა  და  შესაძლებლობებით. სესაბამისადდამრიგებლის  ფუნქციაა მოსწავლის  შინაგანი  ძალების  აქტივაციადა  მათი ნიჭისა  და  სწესაზლებლობების  გამოვლენისათვის  სათანადო  პირობების  შექმნა;
·         მოსწავლეთა  ჩართულობა - ეს  პრინციპი  ხელს  უწყობს მოსწავლეებში  პასუხისმგებლობისა და  ვალდებულების  გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხელშესაწყობად  საშუალება  უნდა  მისცეს  მათ  მონაწილეობა  მიიღონ  აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობების  და სხვ.)  დაგეგმვასა  და ამ  დროს  წამოჭრილი  პრობლემების  მოგვარებაშიდამრიგებელმა  მაქსიმალურად  უნდა  გაითვალისწინოს  მოსწავლეთა  ინტერესებიამგვარი  ჩართულობა მოსწავლეებს  გამოუმუშავებს  ისეთ  უნარ-ჩვევებს, რომლებიც  დაეხმარება  მათ  დამოუკიდებლად  მოაგვარონ  ცხოვრებაში  წამოჭრილი  სირთულეები  და  ხელს  შეუწყობს  თავისუფალი  პიროვნების  ფორმირებას;
·         თანამშრომლობის  პრინციპი -დამრიგებლის ურთიერთობა  მოსწავლეებთან  უნდა  ემყარებოდეს  თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა  და  ურთიერთნდობას . დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი  უნდა  იყოს  კლასში  თანამშრომლობითი  გარემოს  შექმნა.




შესასრულებელი საკითხები
აქტივობები და მიზნები
დრო
შენიშვნა
1ქცევის კოდექსის გაცნობა
მოვიწვევ კრებას და გავაცნობ მოსწავლეებს და მშობლებს ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს და დავამოწმებინებ ხელის მოწერით.მოსწავლეებს მივცემ განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.

ქცევის კოდექსის მიზანია დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ხელს უწყობს მოსწავლის მიარ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
16.09.15
2.მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი.მოსწავლეები იზრუნებენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე.
ამით მოსწავლეები გაითავისებენ,რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
30.09.2015
3.მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე.წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურისდევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, ამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს.კერძოდ, მოსწავლის არ გამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არ გამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციას, თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელს ან მეურვეს მივმართავ.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
სისტემატიურად
4.მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების,მოთხოვნილებების დაინტერესების გამოვლენას.შევაგროვებ ინფორმაციას,დავაკვირდები მათ ქცევას,უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს
სისტემატიურად
5.აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა.
ჩავატარებ დამატებით მეცადინეობებს. დავადგენ მოსწავლეების სუსტ და ძლიერ მხარეებს
კვირაში ერთხელ
6.სადამრიგებლო საათი
სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ასევე სკოლისგარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელსუწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას.აყალიბებს ნდობისა დაპატივისცემის ატმოსფეროს.
სადამრიგებლო საათის თემები :
კვირაში ერთხელ
7.მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
) მშობლებთან ინდივიდუალურ იშეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას, მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებკომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობით,ვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არამხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც.გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.
)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთაკრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ დავთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიება. კრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშა ოშეხვედრის შესახებ.მაგ: რამოეწონათ და რა არ მოეწონათ,რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
8.სასკოლო ღონისძიებები და ექსკურსიები
ღონისძიებების მოწყობა აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები.ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს,გავანაწილებთ როლებს,ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს.მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივად,მაგ.ექსკურსიბი, ლაშქრობები.ამით  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას.საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით  ფუნქცია აქვს, ისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
1.      მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საღამო
2.      ექსკურსია
3.      საახალწლო ღონისძიება
4.      ექსკურსია