ბიოლოგიის საგნის სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები

საბუნებისმეტყველო განათლების მნიშვნელობა 
თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:             
·           გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·           ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·           გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·           განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·           მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·           გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.


ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები

მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·           დედამიწა და გარესამყარო;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება. 

საბაზო საფეხური (VII- IXკლასები)
სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე კიდევ უფრო მეტად უვითარდება შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებ.  ის მოვლენების გარეგნული აღწერიდან გადადის მოვლენათა არსის წვდომაზე, შეიმეცნებს  ძირითად ფიზიკურ, ქიმიურ კანონებს და ბიოლოგიურ კანონ-ზომიერებებს. მოსწავლე იწყებს  ემპირიული გზით სამყაროს აღქმას, შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
·           სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
·           ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
·           კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
·           პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).

საშუალო საფეხური  (X- XII კლასები)
სწავლების ბოლო საფეხურზე ღრმავდება საბუნებისმეტყველო განათლება, საფუძველი ეყრება პროფესიულ ცოდნას, რათა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლის გაგრძელება, სრულფასოვანი განათლების მიღება და თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიაზროს საბუნებისმეტყველო დარგში მუშაობის თავისებურებანი, დააფასოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისათვის და გაცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მას, როგორც მკვლევარს და მოქალაქეს.
სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
·           პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე.

სასწავლო გეგმის სტრუქტურა:

ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაში აღწერილია ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი მოსწავლე თითოეული კლასის დასრულების შემდეგ. ეს მოთხოვნები თითოეული მიმართულებისათვის შედეგებისა და ინდიკატორების სახითაა ჩამოყალიბებული.
შედეგი გვიჩვენებს, თუ რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს მოცემული კლასის დასრულების შემდეგ.
ინდიკატორი არის დებულება იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირების შესახებ, რომლეიც ჩამოყალიბებულია შესაბამის შედეგში.
ინდიკატორის დანიშნულებაა გამოავლინოს, მიღწეულია თუ არა შედეგი. ინდიკატორი, ძირითადად, ორიენტირებულია უნარ-ჩვევებზე და ჩამოყალიბებულია აქტივობის ენაზე. შედეგთან დაკავშირებული თითოეული ინდიკატორი წარმოაჩენს შედეგს რომელიმე კუთხით, ხოლო  მათი ერთობლიობა კი ფარავს შედეგს.
შედეგები  დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით.
ამის გარდა,  თითოეული საფეხურის შესაბამისი შედეგებისა და მათი ინდიკატორების ერთობლიობას თან ერთვის პროგრამის შინაარსი - სასწავლო მასალის  საკითხთა ჩამონათვალი, როის საფუძველზე შესაძლებელია სტადარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოცემულ კლასში.

შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში

რას ითვალისწინებს შეფასების თითოეული კომპონენტი საბუნებისმეტყველო საგნებში:
1) საშინაო დავალებ
დავალების ტიპები: საშინაო  ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება,  კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2) საკლასო დავალებ
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    სოციალური უნარ-ჩვევები;
5.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
 3) შემაჯამებელი დავალებ
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს საბუნებისმეტყველო საგნების  სტანდარტით განსაზღვრული  შედეგების მიღწევის დონეს.
სტანდარტის მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი სამუშაო, მოდელირება, პროექტი, პრეზენტაცია და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.

 მოთხოვნები, რომლებსაც  უნდა  აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
·           დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს  შეფასების ზოგადი რუბრიკა;
·           ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და გავლილი მასალის გათვალისწინებით;
·           10 ქულა უნდა განაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·           მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


საგნობრივი კომპეტენციები



VII კლასი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები
 სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მეცნიერული
კვლევა - ძიება
ცოცხალი სამყარო
ფიზიკური მოვლენები
ქიმიური მოვლენები
ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია ანსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

ბუნ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

ბუნ.VII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ბუნ.VII.5.მოსწავლეს
შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის გებულებისა და განვითარების ერთეულზე.

ბუნ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი და დაასაბუთოს გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა.
 
ბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია აახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის. პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება განსხვავებაზე.
ბუნ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია
ნივთიერების
ატომურ-
მოლეკულური
სტრუქტურის
აღწერა.

ბუნ.VII.9.
მოსწავლეს
შეუძლია
ადვილად
დაკვირვებადი
ძალების და მათი
მოქმედების
შედეგების
შესახებ
მსჯელობ.

ბუნ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია წნევს  ახასიათებ.        
ბუნ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია  მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.

ბუნ.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ფუძეებისა და მჟავების       განსხვავება  მათი  თვისებების მიხედვით.

ბუნ.VII.13. მოსწავლეს
შეუძლია  ხსნარების
თავისებურებები შესახებ მსჯელობა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).


ბუნ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 



ბუნ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 


ბუნ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  ა გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.

მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბუნ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც  ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან  უჯრედის ფორმის მრავალფეროვნებ შესახებ (ერთ- და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში) და აკავშირებს უჯრედის ფორმას მის ფუნქციასთან;
  • ამზადებს დროებით პრეპარატს, იყენებს სინათლის მიკროსკოპს სხვადასხვა დაკვირვებისათვის, შედეგებს წარმოადგენს ნახატის  და/ან მოდელის სახით, აფასებს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
  • მიკროსკოპულ პრეპარატში ან მის ელექტრონულ ფორმატზე ამოიცნობს და ითვლის   უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურას  (მაგ., ბირთვების, ბირთვაკების, ქლოროპლასტების რაოდენობას), შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით; 
  • ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განარჩევს პროკარიოტულ და ეუკარიოტულ  (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედებს, ასახელებს მათ  მსგავს და განმასხვავებელ  სტრუქტურებს, შედეგებს გამოსახავს ვენის დიაგრამის საშუალებით;
  • ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას;
  • სხვადასხვა საშუალებით (მაგ., სქემა) გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს (უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანიზმი) და მსჯელობს მათ შესახებ.


ბუნ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი და დაასაბუთოს გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ამოიცნობს (მიკროსკოპულ პრეპარატში, პოსტერზე ან ელექტრონულ ფორმატზე) და აღწერს ცხოველებსა და მცენარეების სასქესო უჯრედებს;
  • აგროვებს ინფორმაციას მცენარის,  ცხოველის უსქესო და    სქესობრივი გამრავლების  მრავალფეროვნების  შესახებ; ადარებს ერთმანეთს გამრავლების ფორმებს (მაგ., ვეგეტატიური, თესლით, დაკვირტვით, ზოოსპორებით);
  • ადარებს ერთმანეთს სქესობრივი გამრავლების ფორმებს (მაგ., გამრავლება კვერცხით - ქვეწარმავალი, ფრინველი; ცოცხალმშობიარობით - ძუძუმწოვრები),  მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები;
·         მსჯელობს  გამრავლების გზით ორგანიზმების მიერ თავისივე მსგავსის წარმოქმნის ბიოლოგიურ  მნიშვნელობაზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობას და ეტაპებს (მაგ., ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეები, მწერები, ამფიბიები);
·         მოჰყავს ზოგიერთი ინდივიდის სასიცოცხლო ციკლის გარემოსთან შეგუების მაგალითები (მაგ., კვერცხისმდებელი და ”ცოცხალმშობიარე”  ქვეწარმავალი).
  

ბუნ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია აახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
       შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას, მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით. ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს,  აკეთებს პრეზენტაციას;
·      მოიპოვებს ინფორმაციას ერთი და იმავე სახეობის ინდივიდებში ამა თუ იმ ორგანოს ვარიაციაზე (მაგ., მცენარის ფოთლის სიგრძე ან სიგანე, ნაყოფის მასა),  ადარებს მათ ერთმანეთს და მსჯელობს ვარიაციების მრავალფეროვნებაზე;
·      ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;
·           მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვ, ფიჭვ, ცაცხვ - მცენარეთა სამეფო, შესაბამისად შიშველ ან ფარულთესლოვნი);
·           ბუნებაში გასვლისას ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო  ლიტერატურის დახმარებით;
·           მოიპოვებს ინფორმაციას და  აღწერს ცოხალ სამყარო სამეფოებს, ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი);
·           მსჯელობს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების  დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე  (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოება და მათი გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება, კომპოსტის წარმოქმნა, დაავადების გამოწვევა);


მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ბუნ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს მოვლენებს, რომლებიც მიანიშნებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულურ აგებულებას;
განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს

  • განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებებისა (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით, წარმოადგენს მოდელის სახით;
  • აკავშირებს ნივთიერების სიმკვრივეს მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;
  • ატარებს ცდებს და იკვლევს დიფუზიის მოვლენას სითხეებში, გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
  • იკვლევს ტემპერატურის გავლენას დიფუზიის სიჩქარეზე, გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
  • აკვირდება დიფუზიის მოვლენას და მსჯელობს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა -  ცხოვრებაში, ასახელებს მაგალითებს;
  • ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ბუნ.VII.9. მოსწავლეს  შეუძლია ადვილად  დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ჩამოთვლის მოძრაობის მაგალითებს, რომლებიც გამოწვეულია სხეულზე უშუალო (მაგ., მოქაჩვა ან ბიძგი)  და არაუშუალო (მაგ.,ედამიწის მიზიდულობა, მაგნიტების ურთიერთქმედება) მოქმედებით;
·           ჩამოთვლის სხეულებს შორის ურთიერთქმედების  დამადასტურებელ მაგალითებ;
·           განმარტავს ვექტორს და ვექტორულ ფიზიკურ სიდიდეს. ძალების მაგალითზე განიხილავს ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ვექტორების შეკრებას;
·           ჩამოთვლის ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების  მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე;
·           ატარებს ცდებს სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მასზე  მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები);
·           ატარებს ცდებს, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები და რაოდენობრივად აყალიბებს ჰუკის კანონს;
·           ცდების საშუალებით აკვირდება სხეულთა ტივტივს, ცურვას, ჩაძირვას. შედეგებს აანალიზებს და რაოდენობრივად აყალიბებს არქიმედეს კანონს;
·           ზომავს სხეულების მოცულობასა და სიმკვრივეს  არქიმედეს კანონის გამოყენებით;
·           აკავშირებს ამომგდები და წინააღმდეგობის ძალების მოქმედებას ორგანიზმების ცურვასთან;
·           კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად (მაგ., ხახუნის ძალის გაზრდა ან შემცირება, ამომგდები ძალის შეცვლა) ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს;
·           ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

ბუნ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია წნევს  ახასიათება.        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სხეულთა მიერ წარმოებულ წნევაზე დასაკვირვებლად, მონაცემებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·         ქმნის მოდელს და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად მსჯელობს სხეულის მიერ წარმოებული წნევის შემცირების ან გაზრდის აუცილებლობაზე, ჩამოთვლის მაგალითებს;
·         ატარებს ცდებს (ქმნის მოდელებს) და აკვირდება სითხეებსა და აირებში წნევის განაწილებას. დაკვირვების შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·         ჩამოთვლის პასკალის კანონის გამოყენების მაგალითებ ტექნიკიდან და ყოფა-ცხოვრებიდან;
·         ამზადებს მარტივ მოდელს და ხსნის ზიარჭურჭლის მოქმედების პრინციპს; 
·         ატარებს ცდებს ატმოსფერული წნევის მოქმედების გამოსავლენად, აანალიზებს და  გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·         მსჯელობს წნევის მნიშვნელობის შესახებ ორგანიზმის გარემოსთან  შგუებულობში;
·         ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.


მიმართულება: ქიმიური მოვლენები

ბუნ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია  მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ცდის პროცესში აკვირდება ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით და მსჯელობს მათ (ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს) შორის განსხვავების შესახებ;
·      ცდების საფუძველზე მსჯელობს ფიზიკური მოვლენების (მაგ., ნივთიერებათა წყალში გახსნა, ფორმის შეცვლა, აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა) დროს მასის უცვლელობის შესახებ. გამოიტანს სათანადო დასკვნას;
·      ატარებს ცდებს ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, ფორმის შეცვლა, ნივთიერების გახსნა, აირის გამოყოფა, ფერის შეცვლა) გამოსაკვლევად და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება);
·      ატარებს ცდებს და აკვირდება   ქიმიური რეაქციების შედეგად ახალი ნივთიერებებიწარმოქმნას;
·      იკვლევს მჟავათა მონაწილეობით მიმდინარე მარტივ რეაქციებს, რომელთა ერთ-ერთ პროდუქტი გაზია;
·      ჩამოთვლის  წვისა და ჟანგვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს მათ ხელშემწყობ ფაქტორებზე; იკვლევს ჰაერის როლს სანთლის წვის პროცესში;
·      აღწერს წვას, როგორც ქიმიურ რეაქციას, რომელშიც მონაწილეობს გაზი, ჰაერი ან ჟანგბადი და მიიღება  წყალი და ნახშირორჟანგი;
·       ატარებს და აღწერს "ცისარტყელას რეაქციას" (სარეცხი სოდის, ნატრიუმის კარბონატის ხსნარზე მარილმჟავასა და უნივერსალური ინდიკატორის მოქმედება);
·      იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას,  ჩამოთვლის და აღწერს ფიზიკური და ქიმიური მოვლენების მაგალითებს,  ქიმიურ მოვლენებს გამოსახავს სქემატურად/სიტყვიერად (მაგ., ნახშირბადი + ჟანგბადი = ნახშირორჟანგი);
·      იცავს ქიმიური ნივთიერებების განთავსების, მათთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს, ამოიცნოს გამაფრთხილებელ ნიშნებს (მაგ., ადვილად აალებადი, ფეთქებადი, რადიოაქტიური) ქიმიური რეაქტივის ჭურჭლის ეტიკეტზე.

ბუნ.VII.12.მოსწავლეს შეუძლია ფუძეებისა და მჟავების  განსხვავება მათი  თვისებების მიხედვით.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებ ლაბორატორიაში არსებულ მჟავებსა და ტუტეებს (მაგ., მარილმჟავა, ნატრიუმის ტუტე);
·         ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მაგალითებს (მაგ., ძმარი, ლიმონმჟავა, ხილის წვენი, წამლები, სარეცხი საშუალებები);
·         ატარებს მარტივ ცდებს მჟავებისა და ფუძეების გამოყენებით, განასხვავებს მათ თვისებებს;
·         იყენებ  ინდიკატორებსა და pH-ის სკალას ფუძე, მჟავა და ნეიტრალური ხსნარების ამოსაცნობად; აღწერს ხსნარის  pH-ის ცვლილებას  ნეიტრალიზაციის პროცესში.

ბუნ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.
       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ატარებს ცდებს და განასხვავებს ნივთიერებებს წყალში ხსნადობის მიხედვით;
·      განსაზღვრავ ზოგიერთი ნარევის კომპონენტებს, (მაგ., ზღვის წყალი შედგება  წყლისაგან, რომელშიც გახსნილია  მარილი და სხვა მყარი ნივთიერება);
·      აღწერ ნარევისგან კომპონენტების გამოყოფის რომელიმე ხერხს (მაგ., დისტილირება, აორთქლება/კონდენსირება,  ქრომატოგრაფია). ჩამოთვლის წყლის ბუნებრივი გაფილტვრის მაგალითებს;
·      აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შედეგების შესახებ, გამოთქვამს ვარაუდს წყლის დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
·      ჩამოთვლის ხსნარების მაგალითებს და მსჯელოს მათი მნიშვნელობის შესახებ ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში;
·      ცდების საფუძველზე ადგენს, რომ ხსნარის მასა გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერებების მასების ჯამის ტოლია (მაგ., თუ 5 გ მარილს გახსნიან 200გ წყალში, მიღებული ხსნარის მასა იქნება 205 გ);
·      განასხვავებს და ამზადებს უჯერ და ნაჯერ ხსნარებს;
·      გეგმავს,ტარებს ცდას და ადგენს ნივთიერებათა გახსნის პროცესზე მოქმედ ფაქტორებს (მაგ., ტემპერატურა, გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების რაობა და მასა, ნაწილაკთა ზომა, მორევა). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით.



პროგრამის შინაარსი
ცოცხალი სამყარო

უჯრედი. უჯრედი - ელემენტარული ცოცხალი სისტემა. უჯრედის ძირითადი კომპონენტები:  ციტოპლაზმა და ბირთვი. ორგანოიდები  (მაგ., პლასტიდები,  ქლოროპლასტები).  პლაზმური მემბრანა და უჯრედის კედელი. პროკარიოტული და ეუკარიოტული  (მცენარეული,  ცოველურ და სოკოს) უჯრედები. მიკროსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო;იკროსკოპზე მუშაობის პრინციპი. მარტივი მიკროსკოპული პრეპარატების (მაგ., მცენარეული მასალა, სისხლი) დამზადების ხერხები. უჯრედის გაყოფა.

ორგანიზმთა გამრავლება. გამრავლება - ორგანიზმთა ძირითადი თვისება, სიცოცხლის უწყვეტობის  უზრუნველყოფის პროცესი. მცენარისა და ცხოველის გამრავლების ფორმები (უსქესო და სქესობრივი) და სასიცოცხლო ციკლი (რომელიმე კონკრეტული  ინდივიდის მაგალითზე).  განაყოფიერება ცხოველებში (სასქესო უჯრედების აგებულება). 
განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში (გამარტივებული სქემით). ცხოველთა განვითარება (გამარტივებული სქემით განვითარების ემბრიონული  და პოსტემბრიონული პერიოდი).

კლასიფიკაცია. ცოცხალ ორგანიზმთა დაჯგუფება (კლასიფიკაცია) და ქსონომიურ ერთეულებში გაერთიანების საფუძვლები. ვირუსები (არაუჯრედული ფორმები).
მონერები (ბაქტერიები და ციანობაქტერიები). პროტისტები (უმარტივესები; ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი წყალმცენარეები). სოკოები. მცენარეები  (ხავსნაირები;  გვიმრანაირები;  შიშველთესლოვნები; ფარულთესლოვნები). ცხოველები  (ნაწლავღრუიანები; ჭიები; მოლუსკები; ფეხსახსრიანები;  თევზები;   ამფიბიები; ქვეწარმავლები; ფრინველები; ძუძუმწოვრები). საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი ზოგერთი სახეობები.

ფიზიკური მოვლენები.
ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების თვისებები და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა.
დიფუზია. დიფუზია აირებში, სითხეებსა და მყარ სხეულებში. ტემპერატურის გავლენა დიფუზიაზე.
ბროუნის მოძრაობა.
მასა, მასის ერთეული.
ნივთიერების სიმკვრივე, სიმკვრივის ერთეული.
მოცულობის გაზომვა მენზურის გამოყენებით. მასის გაზომვა სასწორით.
სხეულთა ურთიერთქმედება: უშუალო (მოქაჩვა, ბიძგი) და მანძილზე ურთიერთქმედება (მაგნიტური და გრავიტაციული).
ძალა, როგორც ვექტორი. ერთი წრფის გასწვრივ მოქმედი ძალების შეკრება.
დინამომეტრი, ძალის გაზომვა, ძალის ერთეული-ნიუტონი
სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი. სიხისტე.
ხახუნის კოეფიციენტი.
წნევა. წნევის ერთეული. აირის წნევა. წნევა სითხეებში, პასკალის კანონი. ჰიდროსტატიკური წნევა. ზიარჭურჭელი. ჰიდრავლიკური მანქანა. ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა. ბარომეტრი, მანომეტრი.
ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი. სხეულთა ტივტივი, ცურვა, ჩაძირვა.


ქიმიური მოვლენები
ფუძეები, მჟავები და მათი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში. მჟავებისა და ფუძეების ამოცნობა და მათი შედარება. წარმოდგენა ნეიტრალიზაციის რეაქციაზე. ნეიტრალიზაციის რეაქციის მნიშვნელობა ყოფა-ცხოვრებაში (საჭმლის მონელების მოშლის მკურნალობა, მჟავა წვიმა, ნიადაგის მოვლა და სხვ.).
წარმოდგენა  ქიმიურ რეაქციაზე. რეაქცია მჟავებსა და მეტალებს შორის. რეაქცია მჟავებსა და კარბონატებს შორის. წვა, ჰაერზე ან ჟანგბადში ნივთიერებათა წვის შედეგები, ნივთიერებების წვის პირობები.   წიაღისეული საწვავის წვის პროდუქტები. სანთლის წვის პროცესზე დაკვირვება.
მყარი ნივთიერებების გახსნა სითხეში. ხსნარის კომპონენტები. ბუნებრივი ნარევები. უჯერი და ნაჯერი ხსნარები. ბუნებაში არსებული მარილები. ნარევების დაყოფა კომპონენტებად: დისტილირება, აორთქლება/კონდენსირება, გაფილტვრა, წარმოდგენა ქრომატოგრაფიაზე.  


VIII    კლასი
ბიოლოგია
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მეცნიერული კვლევა -ძიება
ცოცხალი სამყარო
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
  ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
  ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ბიოლ.VIII.7.მოსწავლეს  შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის   შენარჩუნების (ჰომეოსტაზის)  მნიშვნელობაზე.
  ბიოლ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და  ჩანასახის განვითარების სტადიები.
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.

 წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:


მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).


კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 


კვლ. VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 


კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
       შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.


მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან;
·           ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
·           აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
·           იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ., გული _ ტუმბო, თირკმელი _ ფილტრი, მუხლის რეფლექსი) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;
·           სქემატურად გამოხატავს გარემოსა და ორგანოთა სისტემებს შორის ნივთიერებათა (მაგ., აირები, წყალი, საკვები, ცხოველქმედების პროდუქტები) მიმოცვლას და მსჯელობს მის  მნიშვნელობაზე;
·           მსჯელობს საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ, ადგენს  სქემებს;
·           ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს გაზომვას, მოსმენას, ვიზუალურ დაკვირვებას. შედეგებს წარმოადგენს ცხრილებისა და დიაგრამების/ცდის ოქმის სახით.

ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების (მაგ., კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები, იმუნიტეტი)  შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი დარღვევის შედეგების შესახებ;
·         საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს  (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლაოფლიანობაწნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში  და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ;
·         მსჯელობს ორგანიზმისათვის ნერვული და ჰუმორული სისტემების მაკოორდინირებელ მნიშვნელობაზე;
·         ადგენს მარტივი რეფლექსური რკალის   (მაგ., მუხლის რეფლექსი) სქემას;
·         ადარებს პირობით და უპირობო რეფლექსებს და ადგენს შესაბამის ცხრილს;
·         გეგმავს და იკვლევს პირობითი რეფლექსების წარმოქმნის პროცესს (მაგ., ზაზუნას, ძაღლის გაწვრთნა).

ბიოლ.VIII.7.მოსწავლეს  შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის   შენარჩუნების (ჰომეოსტაზის) მნიშვნელობაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იკვლევს  უჯრედების (მაგ., ერითროციტების) მდგომარეობას სხვადასხვა გარემოში (ჰიპერ- და ჰიპოტონურ ხსნარში) მოხვედრისას;
·         აღწერს ორგანიზმის  ცხოველქმედების შედეგად  წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების გამოყოფის გზებს  და ასაბუთებს თირკმელების მნიშვნელობას წყლის ბალანსის შენარჩუნებაში;
·         საუბრობს ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურის მნიშვნელობაზე და მისი შენარჩუნების გზებზე;
·         ხსნის მაღალმთიან რაიონებში ადამიანის სისხლის განსხვავებული  შედგენილობის (ერითროციტების მაღალი კონცენტრაცია) მიზეზს.


ბიოლ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის
თავისებურებები და  ჩანასახის განვითარების სტადიები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის სასქესო უჯრედებს და ასახელებს მათ ფუნქციებს;
·           განასხვავებს ოვო- და სპერმატოგენეზს   და აღწერს სასქესო ჯირკვლების სხვადასხვა ზონაში მიმდინარე პროცესების  (მაგ., გამრავლების ზონა - მიტოზი, მომწიფების ზონა - მეიოზი) შესახებ;
·           ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო (გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება) შედეგს და მსჯელობს მათ ბიოლოგიურ როლზე;
·           სქემატურ გამოსახულებაზე   განასხვავებს ემბრიონული განვითარების ეტაპებ (მაგ. ზიგოტა, ბლასტომერები, ბლასტულა და სხვა);
·           მოიპოვებს ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. აკეთებს პრეზენტაციას.

 ბიოლ.VIII.9.  მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    მოიპოვებს ინფორმაციას ხერხემლის  განვითარების პათოლოგიების   (მაგ., სქოლიოზი,  კიფოზი, ლორდოზი, დისკოზი) და მათი გამომწვევი მიზეზების  შესახებ. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და წარადგენს კლასის წინაშე;
·    აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და  განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებაში;
·    სიმულაციურ თამაშში განახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებებს სხვადასხვა სიტუაციისათვის  (მაგ., ჩონჩხის ტრავმა, სისხლდენა, დამწვრობა, მოყინვა, სითბური და მზის დაკვრა,  მაღალი ტემპერატურა, გონების დაკარგვა, ეპილეფსიური შეტევა,  კვებითი და ტოქსიკური ნივთიერებებით  მოწამვლა, რადიაციული დასხივება);
·      მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვების” პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი   დარღვევების  შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა);
·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
·         აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.



პროგრამის შინაარსი
ქსოვილებ - ეპითელური, კუნთოვანი, შემაერთებელი, ნერვული, აგებულება, ფუნქციები.
კანი - აგებულება, ფუნქციები (დამცველობითი, თბორეგულაცია, შეხება), ჰიგიენა; პირველადი დახმარება დამწვრობის, მოყინვის, სითბური და მზის დაკვრის დროს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ძვლის ქიმიური შედგენილობა, ძვალთა შერთების სახეები. ჩონჩხის (მომხრელი-გამშლელი; უნებლიე-ნებითი) და მიმიკური კუნთები. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჰიგიენა და პირველადი დახმარება ჩონჩხის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.
შეგრძნების ორგანოები - სმენის, მხედველობის; ჰიგიენა.
ენდოკრინული სისტემა - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ჰიპოფიზი, ფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმელზედა, სასქესო).  მათი როლი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულირებაში. ჯირკვლების ჰიპერ- და ჰიპოფუნქციით გამოწვეული დაავადებები. ენდემური ჩიყვის კერები საქართველოში, პროფილაქტიკა. დიაბეტი.
ნერვული სისტემა - თავისა და ზურგის ტვინი, აგებულება, ფუნქციები; პერიფერიული ნერვული სისტემა. რეფლექსი, რეფლექსური რკალი.  პირობითი და უპირობო რეფლექსები. ნერვული სისტემის როლი  ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების რეგულირებაში.
სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა და პირველადი დახმარება სხვადასხვა სახის სისხლდენის შემთხვევაში.
სუნთქვის სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა, ხელოვნური სუნთქვა, დაავადებები (მაგ., ტუბერკულოზი).
 კვება და საჭმლის მონელების სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა.
გამომყოფი სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები (გამოყოფა, ჰომეოსტაზი).
გამრავლების ორგანოები, ჩანასახის განვითარების სტადიები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ., შიდსი).

        IX კლასი
ბიოლოგია
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
სამეცნიერო კვლევა-ძიება
ცოცხალი  სამყარო
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები .

კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ბიოლ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშ-თვისებები.
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,  დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს.
  ბიოლ.IX.8.მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს  შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:


მიმართულება:    სამეცნიერო კვლევა-ძიება

კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მოცემული ამოცანისთვის  მუდმივ და ცვლად (დამოუკიდებელ, დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის  განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·      აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·      აკვირდება, ზომავს,  იენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·      იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.


მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშ-თვისებები.
     შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ცოცხალი სისტემის ძირითად კრიტერიუმებზე (კვება,  გაღიზიანებადობა,  გამოყოფა, მოძრაობა, ზრდა, გამრავლება, ნივთიერებათა და ენერგის ცვლა) და ასაბუთებს, რომ მხოლოდ ცოცხალი ფლობს ერთობლივად ამ თვისებებს;
·         მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ასაბუთებს, რომ სიცოცხლის ორგანიზაციის ქვედა საფეხური განსაზღვრავს მომდევნო საფეხურის თვისებებს და შესაბამის  მასალას წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., დიაგრამა).

ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
                                                                  
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს, ადარებს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს და განმარტავს მათ მნიშვნელობას;
  • აყალიბებს მემკვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმულებით  გამოსახავს გენეტიკურ სქემებს, ადევატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • ადგენს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას,  განსაზღვრავს კონკრეტული სქესის ინდივიდის დაბადების ალბათობას; 
  • აღწერს ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის (მაგ., თვალის ფერი,  ყურის ბიბილოს ფორმა) მემკვიდრეობის სქემას.  ასახელებს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების (მაგ., დაუნის დაავადება) მიზეზებს;
  • ასახელებს და აღწერს ცვალებადობის ფენოტიპურ და გენოტიპურ ფორმებს, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
  • არგუმენტირებულად მსჯელობს ადამიანის გენეტიკურ აპარატზე ზოგიერთი ფაქტორის (მაგ., ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მანქანის გამონაბოლქვი, პესტიციდები) ზემოქმედების საფრთხეზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს გენეტიკის როლზე სელექციასა და მედიცინაში, მასალას  წარმოადგენს პრეზენტაციის სახით;
  • მოიპოვებს მასალას საქართველოში გავრცელებული ენდემური ჯიშების შესახებ (მაგ., ვაზი, ხორბალი, ხეხილი, ძროხა, ძაღლი) ამზადებს რეფერატს.

ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ  განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიპოვებს ინფორმაციას ევოლუციური შეხედულების ჩამოყალიბების შესახებ; განასხვავებს ლამარკისა და დარვინის მიერ მოწოდებულ შეხედულებებს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების შესახებ;
  • მსჯელობს დარვინისა და უოლესის მიერ გამოვლენილ მთავარ ევოლუციურ  ფაქტორზე (ბუნებრივი გადარჩევა)  და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს მის მოქმედებას;
  • ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს თავის შეხედულებას;
  • ახასიათებს არსებობისათვის ბრძოლის ფორმებს;
  • ატარებს ცდას ან აკვირდება არსებობისათვის ბრძოლის მიმდინარეობას ზრდის/განვითარების მაგალითზე მცენარის (მაგ., ორ ქოთანში ეულად და მჭიდროდ აღმოცენებულ მცენარე; ტყეში არაერთგვაროვნად განვითარებული ასაკოვანი ხემცენარეები). მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ფოტომასალა);
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს ევოლუციის საბოლოო შედეგზე (შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოშობა) და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ვიდეომასალა).

ბიოლ.IX.8.მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის
კომპონენტებს  შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე
ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განარჩევს მცენარეებსა და ცხოველებზე მოქმედ ძირითად გარემო ფაქტორებს (მაგ., ტემპერატურა, განათება, წყალი, საკვები ნივთიერებები).
·         იყენებს ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) კვადრატებად დაყოფის მეთოდს და სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პირობებში (მაგ.,  ტემპერატურა, ტენიანობა) აფასებს ინდივიდთა რომელიმე ჯგუფის მდგომარეობას;
·         ამყარებს კავშირებს ეკოსისტემის  კომპონენტებს შორის, მსჯელობს ორგანიზმთა გავრცელებისა და მრავალფეროვნების ძირითად მალიმიტირებელ  ფაქტორებზე;
·         იკვლევს (მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე;  აკავშირებს ფოტოსინთეზის პროცესსა და ბიომასის  წარმოქმნას;
·         დიაგრამის სახით წარმოადგენს ლოკალურ გარემოში   კვებით ჯაჭვებში ჩართულ ორგანიზმებს (მაგ.,პირველადი მომხმარებელი და მტაცებელი) აღწერს მათ შორის არსებულ დამოკიდებულებებსა და მათ ადგილს ეკოლოგიურ პირამიდაში;
·         იყენებს დიაგრამებს და აღწერს ნივთიერებების (ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტის და წყლის) მიმოქცევას ეკოსისტემებში და მსჯელობს ამ პროცესის მნიშვნელობაზე;
·         ხელოვნური ეკოსისტემის მოდელზე (მზა, ან მის მიერ შექმნილი) გამოყოფს   მის კომპონენტებს და პოულობს ანალოგიას ბუნებრივ ეკოსისტემებთან;
·         ასახელებს მაგალითებ და აღწერს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
·         ატარებს ცდებს ორგანიზმების განვითარებასა  და  ეკოლოგიური ფაქტორის  ინტენსივობის (ოპტიმუმი, გაძლების ზედა და ქვედა ზღვარი) შორის დამოკიდებულების  (მაგ., აღმონაცენის ზომა და წყლის რაოდენობა)  დასადგენად. მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკულად.

ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით;
·         ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების   მაგალითებს, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
·         მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;
·         იკვლევს საქართველოში გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებების მიზეზების შესახებ, აგროვებს ინფორმაციას მათი პროფილაქტიკის საშუალებებზე და აკეთებს პრეზენტაციას.


პროგრამის შინაარსი

ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშნები.
ცოცხალი სისტემის ზოგიერთი ძირითადი კრიტერიუმი: კვება,  გაღიზიანებადობა,  გამოყოფა, მოძრაობა, ზრდა, გამრავლება, ნივთიერებათა და ენერგის ცვლა (სუნთქვა, ფოტოსინთეზი).
ცოცხალი სისტემის ორგანიზაციის დონეები: მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანიზმული, სახეობრივი, ეკოსისტემური, ბიოსფერული.

გენეტიკა და სელექცია.
მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, როგორც  ცოცხალი ორგანიზმების თვისებები;
მემკვიდრეობითობის ციტოლოგიური საფუძვლები (მიტოზი, მეიოზი, გამეტების ჩამოყალიბება ცხოველებში).
მემკვიდრეობითობის კანონები: ერთგვარობის კანონი,  დათიშვის კანონი,  გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი, სქესის  მემკვიდრეობა.
ადამიანის გენეტიკა (შესწავლის ზოგიერთი მეთოდი და მემკვიდრული დაავადებები).
ცვალებადობა და მისი ფორმები (არამემკვიდრული და მემკვიდრული ცვალებადობა).
გენეტიკის როლი სელექცისა და მედიცინაში.

ევოლუციური მოძღვრება.
ევოლუციური მოძღვრების  ჩამოყალიბება ( ლამარკის, დარვინისა და უოლესის  ევოლური თეორია).
ევოლუციის დამამტკიცებელი არგუმენტები.
ევოლუციის თანამედროვე თეორია.
ევოლუციის საბოლოო შედეგი (შეგუებულობა, ახალ სახეობების  წარმოქმნა).

ეკოლოგია
ეკოსისტემების ძირითადი ფაქტორები (აბიოტური, ბიოტური, ანტროპოგენური).
კვებითი დონეები ეკოსისტემებში: პროდუცენტები, კონსუმენტები (მცენარეჭამია და ნაირჭამია ცხოველები, მტაცებლები,  პარაზიტები) და რედუცენტები.
ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედება ეკოსისტემაში: ენერგიის ნაკადი, კვებითი ჯაჭვები და ქსელები, ეკოლოგიური პირამიდები, ეკოსისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგები.
ურიერთდამოკიდებულება ორგანიზმებს შორის - ნეიტრალიზმი, სიმბიოზი, კონკურენცია, პარაზიტიზმი, მტაცებლობა.
ნივთიერებების (წყლის, ნახშირორჟანგის, ჟანგბადის) წრებრუნვა ბუნებაში,  მკვდარი ორგანიზმების დაშლა.
გარემოს გლობალური და ლოკალური  ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა.


 X კლასი
ბიოლოგია
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მეცნიერული კვლევა-ძიება
ცოცხალი სამყარო
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები  მცენარეებსა და ცხოველებში.

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.

ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.

ბიოლ. X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს    მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.11.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის  შენარჩუნებისათვის (ჰომეოსტაზი).

 ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს   სხვადასხვა გარემოში მობინადრე    ორგანიზმების მოძრაობის თავისებურებებზე.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.  
      შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         განსაზღვრავს  შესაბამისი ინფორმაციის  მოძიების წყაროებს;
·          გამოთქვამს არგუმენტირებულ   მოსაზრებას/ვარაუდს;
·         განსაზღვრავს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევის პირობებს და  ჩატარების ეტაპებს;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს, ასაბუთებს არჩევანს;
·         განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების   აღრიცხვა.      
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოიძიებს და  აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,  იღებს სარწმუნო მონაცემებს;
·         გეგმავს და ატარებს საკონტროლო ცდას;
·         აკვირდება, ზომავს, იენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ., დროის მონაკვეთში ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო   საშუალების  გამოყენებით.
                
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში,  საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით,  გამოიტანს დასკვნებს;  
·         განიხილავს, საკმარისია თუ არა მონაცემები (რაოდენობრივად და თვისებრივად) გამოთქმული ვარაუდის  დასადასტურებლად ან დასკვნის გამოსატანად;
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  და გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს,  ცდილობს მათ  ახსნას;
·         აფასებს, იძლევა თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას;
·         საჭიროების შემთხვევაში გეგმავს მომავალ ცდას;
·         შეიმუშავებს გამოყენებლი მეთოდების  დახვეწის გზებს.

 მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს;
·         იყენებს მემბრანის თხევად-მოზაიკურ მოდელს უჯრედსა და გარემოს შორის კავშირის სადემონსტრაციოდ (მაგ., შერჩევითი გამტარობა, დიფუზია, ოსმოსი, აქტიური ტრანსპორტი, ენდოციტოზი, ეგზოციტოზი, ”თავისიანის”  და ”უცხოს” ცნობა);
·         ასაბუთებს უჯრედის შემადგენლობაში შემავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აუცილებლობას ორგანიზმისათვის;
·         ილუსტრაციის და/ან მოდელის საშუალებით აჩვენებს ბიოპოლიმერების აგებულებებს შორის მსგავსებასა და განსხვავებას  და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე თითოეული უჯრედისათვის და მთელი ორგანიზმისათვის;
·         წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების საფუძველზე ასაბუთებს სიცოცხლისათვის მის აუცილებლობას;
·         ატარებს ცდებს და ავლენს კატალიზური პროცესების ინტენსივობის დამოკიდებულებას ზოგიერთ ფაქტორზე (მაგ., ტემპერატურა, pH), მონაცემებს გამოსახავს გრაფიკულად და აანალიზებს შედეგებს;
·         მსჯელობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების არსზე, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას;
·         მოიპოვებს ინფორმაციას კანცეროგენური ნივთიერებების როლზე უჯრედის არაკონტროლირებადი გაყოფის პროცესში - სიმსივნეების განვითარებაში;
·         ვარაუდობს, თუ როგორი იქნება უჯრედის მეტაბოლიზმი კონკრეტულ სიტუაციაში (მაგ., გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, მოსვენების მდგომარეობა, ჰიპოქსია, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი), აგროვებს ინფორმაციას ვარაუდის დასადასტურებლად.
ბიოლ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს სუნთქვის  პროდუქტებით უჯრედების მომარაგების გზებზე და მსჯელობს ცხოველური და მცენარეული უჯრედების მიერ ენერგიის წარმოქმნის თავისებურებებზე;
·         წარმოსახავს სუნთქვის პროცესს, როგორც ქიმიური რეაქციების ჯამს და განიხილავს გლუკოზას, როგორც უჯრედის ენერგიის ძირითად წყაროს;
·         მსჯელობს აერობული და ანაერობული სუნთქვის თავისებურებებზე. აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას, წერს შესაბამის განტოლებებს, ერთმანეთს ადარებს ამ ორ პროცესს;
·         მსჯელობს ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარე აერობული/ანაერობული   პროცესების მსგავსება/განსხვავებაზე;
·         ქმნის აერობული სუნთქვის მოდელბს (მაგ., ქალაქისა და უჯრედის ანალოგია - ენერგიის წყაროები და  მოხმარებიმიზანი თითოეულისათვის);
·         ექსპერიმენტულად იკვლევს წვის პროცესს (მაგ., შაქრის ნატეხის წვა დახურულ ქილაში). ადარებს წვას და უჯრედულ სუნთქვას და მსჯელობს ამ უკანასკნელის უპირატესობაზე;
·         აღწერს გზებს, რომლითაც ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით (მაგ., სხეულის ზედაპირი, ტრაქეები, ლაყუჩები, ფილტვები);
·         საუბრობს ალვეოლის თვისებებზე და ხსნის დაზიანები დროს ალვეოლის არსებობისას გაზთა ცვლის შეფერხების მიზეზებს;
·         ასაბუთებს სისხლის და სისხლის მიმოქცევის  მნიშვნელობას ნახშირორჟანგის და ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში.

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ატარებს ცდებს საკვებში დაგროვილი ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, ადარებს საკვებ პროდუქტებს ენერგეტიკული ღირებულების მიხედვით;
·           ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;
·           ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას;
·           იკვლევს საკვების შედგენილობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტამინები), კვებით ღირებულება და ენერგიის შემცველობას,  აანალიზებს დაბალანსებული კვებითი რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის;
·           სქემატურად ასახავს  საკვები ნივთიერებების  გზას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უჯრედებამდე;
·           ასაბუთებს მიღებული საკვებიდან ინდივიდისათვის დამახასიათებელი ნივთიერებების აწყობის პრინციპს;
·           მოიპოვებ ინფორმაცია სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე და მსჯელობს დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
·           ექსპერიმენტულად ასაბუთებს ფერმენტების მოქმედებას საკვების ქიმიურ დაშლის პროცესზე და მსჯელობს  ტემპერატურისა და pH-ის ზემოქმედებით ფერმენტული აქტიობის ცვლილებაზე;
·           აცნობიერებს მონელებული საკვების ათვისებაში სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელობას.

ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს გარემოსათვის მწვანე მცენარის მნიშვნელობაზე;
  • სქემის სახით წარმოადგენს ფოტოსინთეზის საწყის და  საბოლოო პროდუქტებს;
  • აღწერს მცენარის სატრანსპორტო სისტემას და მსჯელობს წყლის და მინერალური ნივთიერებების მოძრაობის კანონზომიერებებზე;
  • ცდის საშუალებით იკვლევს სხვადასხვა ფოთოლში (მაგ., ფერადი ფოთლები, რამდენიმე დღით სიბნელეში გაჩერებული ფოთლები, დამცველობითი საფარველის მქონე ფოთლები) სახამებლის არსებობა/არ არსებობას, ადგენს ცხრილს და მასში წარმოდგენილ მონაცემებს აკავშირებს ქლოროფილის  არსებობასთან;
  • იკვლევს (ექსპერიმენტულად, მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე;
  • განასხვავებს ფოტოსინთეზსა და სუნთქვას მცენარეებში;
  • მსჯელობს ფოტოსინეზის შედეგად ფოთლებში წარმოქმნილი გლუკოზის შემდგომ ბედზე (მოიხმარება სუნთქვის პროცესში, სახამებლის წარმოსაქმნელად);
  • წარმოადგენს რეფერატს მცენარეული ბიომასიდან დამზადებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროდუქტების შესახებ.


ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს წყლის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში;
·         იკვლევს გარემო პირობების ზემოქმედებით  წყლის ტრანსპორტირების ინტენსივობის ცვლილებებს მცენარეებში;
·         ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის 4 ძირითად კომპონენტს (არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები, ტუმბო - გული, მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და თითოეულის მნიშვნელობას  ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
·         ილუსტრაციის გამოყენებით აღწერს სისხლის წითელი უჯრედის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (მაგ., ერთი ერითროციტის მოძრაობა აორტიდან  მარცხენა პარკუჭამდე);
·         ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე;
·         განასხვავებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. ზომავს სისხლის წნევას. მსჯელობს გულის მუშაობასა და სისხლის წნევას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე.
·         აღწერს ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ გულისა და სისხლის წნევის რეგულირების პროცესს;
·         აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობას;
·         ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან  პათოლოგიას (მაგ., ათეროსკლეროზი, გულის მანკი,   გულის კუნთის ინფარქტი).

ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს ორგანიზმებში გაღიზიანების  საპასუხოდ წარმოქმნილ პროცესებზე;
·           ახასიათებს მცენარეული ჰორმონების როლს ზრდის, განვითარებისა და სტიმულზე საპასუხო რეაქციების კოორდინირებაში;
  • აანალიზებს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობას სხვადასხვა სახის უჯრედებისა და ქსოვილების  ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
  • ერთმანეთს ადარებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს (მოქმედების დრო, ინფორმაციის გადაცემის ფორმა,  პასუხის ხანგრძლივობა, მოქმედების არეალი). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • ახასიათებს ტვინის სხვადასხვა უბნის დანიშნულებას და ასაბუთებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრალურ ფუნქციას;
  • საუბრობს ნერვული  სისტემისთვის ზოგიერთი მედიკამენტის  დამაზიანებელ ეფექტზე;
  • აღწერს ჰორმონის გამოყოფის ორმხრივი რეგულაციის პროცესს (რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემიდან და რეგულაცია მოცემული ჰორმონის კონცენტრაციით სისხლში);
·      განასხვავებს  პირობით და უპირობო რეფლექსებს და სქემატურად გამოსახავს რეფლექსურ რკალს.

ბიოლ.X.11.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის  შენარჩუნებისათვის (ჰომეოსტაზი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს ორგანიზმისათვის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნების აუცილებლობაზე;
  • ექსპერიმენტულად ასაბუთებს დიფუზიის და ოსმოსის მნიშვნელობას მცენარეული და ცხოველური ქსოვილისათვის; 
·         ახასიათებს ჰომეოსტაზის პროცესში მონაწილე ორგანოებს, ცხრილის და/ან დიაგრამის სახით წარმოადგენს მათ მიერ კონტროლირებად პროცესებს (მაგ., თირკმელები - წყლისა და მარილების რეგულაცია);
·         მსჯელობს უარყოფითი უკუკავშირის პრინციპის შესახებ და იყენებს მას თითოეულ უჯრედში გარემოს მუდმივობის შენარჩუნების  მექანიზმის ასახსნელად;
·         მსჯელობს კანის მნიშვნელობაზე ორგანიზმის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნებაში და განიხილავს ამ პროცესს, როგორც უარყოფითი უკუკავშირის მაგალითს.

ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს   სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
·         მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს  და საუბრობს მათ ფუნქციაზე;
·         ექსპერიმენტის საშუალებით ადგენს ძვლისათვის ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მნიშვნელობას;
·         განასხვავებს ადამიანის ჩონჩხში არსებული სხვადასხვა ტიპის ძვალთა შეერთებებს, აღწერს მათ თავისებურებებს, მსჯელობს  დამატებითი სტრუქტურების (იოგის, მყესის, ხრტილის) მნიშვნელობაზე ნორმალური მოძრაობისათვის, მოჰყავს მოძრავი შეერთების ანალოგიები ტექნიკურ კონსტრუქციებში;
·         საუბრობს კუნთის შეკუმშვის მექანიზმზე, ქმნის მოდელს ანტაგონისტი კუნთების მუშაობის პრინციპის (მაგ., ორთავა და სამთავა კუნთები) სადემონსტრაციოდ;
·         მსჯელობს ფრინველთა ჩონჩხის ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე (მაგ., ღრუიანი, მსუბუქი ძვლები, სხეულის ფორმა, დაბალანსებული წონა);
·         მსჯელობს წყალში მობინადრე ცხოველების ცურვასთან დაკავშირებულ სტრუქტურულ თავისებურებებზე (მაგ., სხეულის ფორმა, ფარფლები);
·         მსჯელობს მცენარეთა მოძრაობის სხვადასხვა ფორმებზე (მაგ., ფოტოტროპიზმი,  გეოტროპიზმი).



პროგრამის შინაარსი

უჯრედი. უჯრედული თეორია, ორგანოიდები და მათი ფუნქციები, ატომური და მოლეკულური შედგენილობა, ბიოპოლიმერები, პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა.

საკვები და საჭმლის მონელება. კვების ტიპები, საკვების მრავალფეროვნება, წყალი, მინერალური მარილები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები. ამ კომპონენტების შეფარდებითი შემცველობა საკვებში და თითოეულის ძირითადი დანიშნულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი აგებულება და ცალკეული ნაწილების ფუნქციები; ფერმენტების დანიშნულება და მოქმედების თავისებურებანი.

ფოტოსითეზი და ნივთიერებათა ტრანსპორტი მცენარეებში. ფოტოსინთეზი და კვება,  ფოტოსინთეზის ინტენსივობა,  ფოთოლი და ფოტოსინთეზი,  ფოტოსინთეზი და გარემო, მცენარე და მინერალები,  ფესვების მიერ წყლის და მინერალების შეწოვა, სატრანსპორტო სისტემა მცენარეებში,  წყლის მოძრაობა მცენარეში, ტრანსპირაცია.

ჰომეოსტაზი.  ჰომეოსტაზის ზოგადი დახასიათება, ჰომეოსტაზის ხელშემწყობი პირობები, კონტროლი სხეულის ტემპერატურაზე, ექსკრეცია: მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტების გამოყოფა, ოსმორეგულაცია და თირკმელების უკმარისობა.

კოორდინაცია და პასუხი გაღიზიანებაზე.  გაღიზიანებადობა და აღგზნებადობა - ცოცხალის თვისებები. კოორდინაცია: ნერვული სისტემა,  ნეირონები და რეფლექსური რკალი, ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია; ტვინი, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პროცესორი, ნარკოტიკების დამაზიანებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რეცეპტორები და შეგრძნება; თვალი, როგორც შეგრძნების ორგანო, ენდოკრინული სისტემა.

სუნთქვა.   ორგანიზმის ენერგეტიკული მასალა, ნახშირწყლების სხვადასხვა ტიპები, აერობული და  ანაერობული პროცესები, ატფ.  სუნთქვა სხეულის ზედაპირით, ტრაქეებით, ლაყუჩებით, ფილტვებით. ადამიანის სუნთქვითი პარამეტრები, აირთა ცვლა -  ჟანგბადით მომარაგება, ფილტვის ვენტილაცია, თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებები.

სისხლი და სისხლის მიმოქცევა.  ნივთიერებათა ტრანსპორტი  ცხოველებში, სისხლის კომპონენტები და მათი ფუნქციები.   ნივთიერებების  ცვლა სისხლსა და ქსოვილებს შორის კაპილარებში. გული, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის ტუმბო. სისხლის წნევის რეგულაცია და ვარჯიშის მნიშვნელობა. გული (აგებულება, ცირკულაცია, აორტა, ღრუ ვენები, ფილტვის არტერია და ვენა, წინაგული, პარკუჭი). გულის მუშაობა. კორონარული მომარაგების დარღვევა.

მოძრაობა. ჩონჩხი, ჩონჩხის ძვლების შეთანხმებული მოქმედება, კუნთების შეკუმშვა და ენერგია.  მოძრაობა ჰაერში, მოძრაობა წყალში.

 XI კლასი
ბიოლოგია
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები  მიმართულებების მიხედვით:
მეცნიერული კვლევა-ძიება
ცოცხალი სამყარო
კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ბიოლ.X1.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და     ინდივიდური განვითარების ფორმები.

ბიოლ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის  ფორმებზე.

ბიოლ.XI.7.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების და  მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.

ბიოლ.XI.8.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესები.

 ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე.

ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

მიმართულება:  მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.          
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         განსაზღვრავს  შესაბამისი ინფორმაციის  მოძიების წყაროებს;
·          გამოთქვამს არგუმენტირებულ   მოსაზრებას/ვარაუდს;
·         განსაზღვრავს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევის პირობებს და  ჩატარების ეტაპებს;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს, ასაბუთებს არჩევანს;
·         განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.      
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოიძიებს და  აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,  იღებს სარწმუნო მონაცემებს;
·         გეგმავს და ატარებს საკონტროლო ცდას;
·         აკვირდება, ზომავს,  იენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ., დროის მონაკვეთში ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 



კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
                        
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.


კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში,  საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით,  გამოიტანს დასკვნებს;  
·         განიხილავს, საკმარისია თუ არა მონაცემები (რაოდენობრივად და თვისებრივად) გამოთქმული ვარაუდის  დასადასტურებლად ან დასკვნის გამოსატანად;
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  და გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს,  ცდილობს მათ  ახსნას;
·         აფასებს, იძლევა თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას;
·         საჭიროების შემთხვევაში გეგმავს მომავალ ცდას;
·         შეიმუშავებს გამოყენებლი მეთოდების  დახვეწის გზებს.



მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდური განვითარების ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;
·         იყენებს/ადგენს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში;
  • ადარებს ერთმანეთს უსქესო და სქესობრივ გამრავლებ ფორმებს და მსჯელობს თითოეულის დროს მემკვიდრეობისთვის გენეტიკური მასალის თავისებურებაზე;
  • იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს  ქრომოსომების და მათი უბნების განაწილებას   გენეტიკურ ცვალებადობასთან;
  • სინათლის მიკროსკოპით (ან ელექტრონულ ფორმატში) აკვირდება უჯრედებს გაყოფის პროცესში და ამოიცნობს მიტოზის თითოეულ ფაზას;
  • განიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;
  • აღწერს განაყოფიერების პროცესს, ადგენს მარტივ განზოგადებულ სქემას. სვამს  კითხვას  სასიცოცხლო ციკლიდან მეიოზის ან განაყოფიერების ამოვარდნის შედეგებთან დაკავშირებით და აგროვებს სათანადო ინფორმაციას;
  • ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო შედეგებს (გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება)  და მსჯელობს მათ ბიოლოგიურ როლზე;
  • აღწერს ყვავილოვან მცენარეებში განაყოფიერებას და ეტაპებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი ან კოლაჟი);
  • დაკვირვების საფუძველზე მსჯელობს ცხოველის ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებზე (მაგ., ზიგოტა, ბლასტომერები, ბლასტულა, გასტრულა);
  • გეგმავს კვლევას და წერილობით აღწერს სასიცოცხლო ციკლს მცენარეებსა (თაობათა მონაცვლეობა) და ცხოველებში (არაპირდაპირი და პირდაპირგანვითარება);
  • აგროვებს ინფორმაციას ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის (სრული და არსრული გარდაქცევა) თავისებურებებზე და მსჯელობს მათი შეგუებითი მნიშვნელობის შესახებ. მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (დიაგრამა, ცხრილი, სქემა, ნახატი ან კოლაჟი).

ბიოლ.XI.6.მოსწავლეს შეუძლია  ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და            იმსჯელოს ცვალებადობის  ფორმებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობითობსა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე;
  • განიხილავს გენს, როგორც მემკვიდრეობითობის ერთეულს;
  • ადგენს გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის სქემებს, ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე, ასახელებს შესაბამის მაგალითებს; 
  • იყენებს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას და ადგენს ვაჟისა და გოგონას დაბადების ალბათობას;
  • აგროვებს ინფორმაციას და მსჯელობს მეურნეობისათვის სასურველი სქესის მიღების მნიშვნელობაზე;
  • ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაზე და ადევატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • აღწერს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების მემკვიდრეობის  ხასიათს. აგროვებს  და წარმოადგენს მასალას მათი პროფილაქტიკის ან მკურნალობის პერსპექტივის შესახებ;
  • გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს;
  • სჯელობს ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაზე მავნე ფაქტორების (მაგ., ნიკოტინი, ნარკოტიკები) ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებზე და ასაბუთებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას;
  • მსჯელობს  გენური ინჟინერიის მიღწევების დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • აღწერს სელექციის კლასიკურ (ტრადიციულ) და თანამედროვე მეთოდებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას გენმოდიფიცირებული ჯიშების წარმოების შესახებ  და წარმოადგენს რეფერატის სახით.

ბიოლ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული
სამყაროს მრავალფეროვნების  და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის კონკურენციის მაგალითებ და მსჯელობს ევოლუციის შედეგების შესახებ;
·      აგროვებს და წარმოადგენს ინფორმაციას ანთროპოლოგიური აღმოჩენების (მაგ., ლუსი, მზია და ზეზვა) და მათი მნიშვნელობის შესახებ;
·      მოიპოვებს მასალას კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების წარმოშობის კერების და მათი გავრცელების ისტორიის შესახებ, ამზადებს რეფერატს;
·      იყენებს სქემებს და ავლენს ევოლუციურ კავშირებს ტაქსონომიურ ერთეულებს შორის;
·      მოიპოვებს მასალას სინთეზური ევოლუციური თეორიიმოწოდებულ ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ და აკეთებს პრეზენტაციას;
·      ასახელებს ევოლუციის თეორიის ძირითად არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს;
·      მოიპოვებს ინფორმაციას და წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შესახებ.

ბიოლ.XI.8.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესები.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       იყენებს მზა მონაცემებს, აგებს შესაბამის ენერგიის, ბიომასის და რიცხვთა ეკოლოგიურ პირამიდებს, აფასებს თუ რომელი მათგანია უფრო ხელსაყრელი კონკრეტული ეკოსისტემის დასახასიათებლად; 
·       მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმები ენერგეტიკული ბალანსის (საკვებისგან მიღებული და ცხოველქმედებისას ახარჯული ენერგიის) შენარჩუნებასთან დაკავშირებულ შეგუებულობების  (მაგ., სეზონური მიგრაციები, ზამთრის ძილი, გუნდებად გაერთიანება, მცენარეების ბალიშებად ზრდა მთაში ) შესახებ;
·       აანალიზებს ეკოსისტემაში ენერგიის ნაკადის შემცირების მიზეზებს და ასაბუთებს  ბიოგენური ელემენტების შენარჩუნების მნიშვნელობას ეკოსისტემაში  (მაგ., C, N, წრებრუნვა);
·       მოიძიებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების (მაგ., მძიმე მეტალები, ზოგიერთი პესტიციდი, სასუქები) შესახებ და სქემატურად გამოსახავს ეკოსისტემაში ამ ნივთიერებების მიმოქცევას და დაგროვებას;
·       ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებების მიმოქცევაში ადამიანის ადგილის შესახებ.

 ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ასახელებს მაგალითებ და აღწერს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, შეჯიბრი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
·      ატარებს ცდებს ორგანიზმების განვითარებასა  და  ეკოლოგიური ფაქტორის  ინტენსივობას (ოპტიმუმი, გაძლების ზედა და ქვედა ზღვარი) შორის დამოკიდებულების  დასადგენად (მაგ., ხორბლის თესლის აღმონაცენის და წყლის რაოდენობებს შორის დამოკიდებულების დადგენა), მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკულად;
·      მოიძიებს და აანალიზებს მონაცემებს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების შესახებ და ვარაუდობს თუ როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემაში;
·      აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
·      აანალიზებს გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ რისკებს, ასახელებს მაგალითებს. დიაგრამებისა და/ან ცხრილების დახმარებით ასაბუთებს დაბინძურების უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ველური სახეობების გავრცელებაზე და სხვა;
·      გეგმავს და ატარებს კვლევას (მაგ., ინტერვიუ, ისტორიული წყაროები,  სტატისტიკური მონაცემები) თუ როგორ იცვლებოდა ადამიანის პოპულაციების სტრუქტურა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორის (მაგ., სოციალური, ეკოლოგიური)  ზეგავლენით,  შედეგებს წარმოადგენს გრაფიკულად, აანალიზებს მონაცემებს და გამოთქვამს დასკვნებს;
·      აფასებს პოპულაციების მდგომარეობას სხვადასხვა გრაფიკული საშუალებით  წარმოდგენილი მონაცემების (მაგ., ასაკისა და სიკვდილიანობის, დროისა და ორგანიზმთა რაოდენობის, სიმჭიდროვისა და ორგანიზმთა რაოდენობის  ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკი) საფუძველზე.


ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების
სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ახდენს ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების კლასიფიცირებას, ასახელებს მათ მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაავადებას და მსჯელობს ამ დაავადებების გავრცელების ებზე;
·           მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ;
·           ადგენს კითხვარს და ატარებს სოციალურ კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ;
·           მსჯელობს გარკვეული დაავადებისაგან ორგანიზმის თავდაცვის უნარზე და  იმუნიზაციის მნიშვნელობაზე;
·           სქემის ან პრეზენტაციის საშუალებით აღწერს თუ როგორ “მუშაობს” ვაქცინა, საუბრობს უსაფრთხო ვაქცინის გენური ინჟინერიის გზით დამზადების პროცესზ;
·           მსჯელობს ანტიბიოტიკების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე, გამოყენების სპეციფიკაზე;
·           ასახელებს   სასარგებლო პროდუქტების (მაგ., მაწნი, პური, ღვინ)  წარმოების საქმეში მიკროორგანიზმების გამოყენების მაგალითებ;
·           აცნობიერებს საკვების/წყლის დაბინძურების რისკებს და საუბრობს ამ რისკების შემცირების გზებზე, აღწერს წყლის ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდს.



პროგრამის შინაარსი

ორგანიზმთა გამრავლება და ინდივიდური განვითარება. ორგანიზმთა გამრავლების მნიშვნელობა, მიტოზი, უსქესო გამრავლება, სქესობრივი გამრავლება, სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება (გამეტოგენეზი),  მეიოზი, მატრიცული სინთეზის რეაქციები, დნმ-ის კოდი, გენი, როგორც მემკვიდრეობის ერთეული, განაყოფიერება ცხოველებში, განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში, ორგანიზმთა ინდივიდური განვითარება (განვითარების ემბრიონული პერიოდი; განვითარების პოსტემბრიონული პერიოდი).

გენეტიკა და სელექციარას შეისწავლის გენეტიკა.  მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებები (ერთგვარობის კანონი,  დათიშვის კანონი,  გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი), არასრული დომინირება, მემკვიდრეობის კანონების ციტოლოგიური დასაბუთებასქესი და სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობა, გენთა შეჭიდულობა, ადამიანის გენეტიკა (შესწავლის ზოგიერთი მეთოდი, მემკვიდრული დაავადებები), შემთხვევითი და კანონზომიერი მოვლენები გენეტიკაში, გენური ინჟინერიის ზოგადი დახასიათება, ცვალებადობა და მისი ფორმები (არამემკვიდრული და მემკვიდრული ცვალებადობა), მოდიფიკაციური ცვალებადობა, მუტაციური ცვალებადობა (გენური, ქრომოსომული და გენომური),
სელექცია და გენეტიკა (სელექციის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები).

ევოლუცია. შეხედულებები ცოცხალი სამყაროს ევოლუციის შესახებ: დარვინის ევოლუციური თეორია. დარვინის მოძღვრება ხელოვნურ და ბუნებრივ გადარჩევაზე. 
ევოლუციის სინთეზური თეორია. პოპულაცია. სახეობა. მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები: მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია, ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის ფორმები (მასტაბლიზებელი, მამოძრავებელი). მიკროევოლუციის საბოლოო შედეგი: შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოქმნა. მაკროევოლუცია და მისი დამამტკიცებელი საბუთები (ემბრიოლოგიური, პალეონტოლოგიური). ჰეკელ-მიულერის ბიოგენეტიკური კანონი.
ევოლუციის მიმართულებები: აროგენეზი, ალოგენეზი და კატაგენეზი (ანუ ზოგადი დეგენერაცია). ევოლუციის კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია).

 ეკოლოგია. ეკოლოგია და ეკოსისტემები, კვებითი ურთიერთობები: კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები, კვებითი ურთიერთობები: მასის და რიცხობრიობის პირამიდები.
პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები, გახრწნა - ბუნებრივი პროცესი. ნახშირბადის მიმოცვლა, აზოტის მიმოცვლა, ადამიანის პოპულაციის ზრდა. ადამიანი და გარემო: ატმოსფეროს, წყლის და ნიადაგის დაბინძურება,  ადამიანის  დადებითი მოქმედება  გარემოზე: ბუნების დაცვა, ადამიანის მიერ ეკოსისტემების მართვა: მეთევზეობის მეურნეობა, მებაღეობა, პარაზიტების კონტროლი.

ადამიანი და მიკროორგანიზმები.  ჯანმრთელობა და დაავადება. პათოგენები -   დაავადებების გამომწვევები. ბაქტერიები. სოკოები, ჭიები - დაავადების გამომწვევები. დაავადებების პრევენცია:  უსაფრთხო წყალი და საკვები. ინდივიდუალური და საერთო დაცვა დაავადებებისგან.  ბრძოლა ინფექციებთან. ანტისხეულები და იმუნური პასუხი. იმუნოლოგიის გამოყენება. მძიმე ინფექციური დაავადებები (შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი პრევენცია. შიდსის გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში. 






ბიოლოგიის სწავლების მეთოდები


ბიოლოგიის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია სწავლების მეთოდები. მათზე გავლენას ახდენს ბიოლოგიურ მეცნიერებათა თეორიული და პრაქტიკული განვითარება, მეთოდოლოგიის ტენდენციები, ბიოლოგიის დიდაქტიკისა და მეთოდიკის მიღწევები. მეთოდი (ბერძ. methodos – შემეცნების გზა), ფართო მნიშვნელობით, არის მოწესრიგებული საქმიანობა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. სასწავლო მეთოდი კი წარმოადგენს მასწავლებლისგან მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემის და მოსწავლის მიერ ამ ცოდნის ათვისების გზას. ყოველგვარი მეთოდი გულისხმობს ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: მასწავლებელ-გადამცემს და მოსწავლე-მიმღებს/ამთვისებელს. ამ ურთიერთქმედების ხასიათი დამოკიდებულია მესამე მნიშვნელოვან კომპონენტზე – ცოდნის წყაროზე.
ცოდნის წყარო დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, რომელიც წამყვანია საგანმანათლებლო პროცესში და ხელს უწყობს სწავლების მიზნის მიღწევას.
პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ბიოლოგიის სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც შეიძლება დავაჯგუფოთ მეტ-ნაკლებად საერთო ნიშნების მიხედვით. ეს ნიშნებია:
* ცოდნის მიღების წყარო;
* მასწავლებლის ქმედება სწავლების პროცესში;
* მოსწავლის ქმედება სწავლის პროცესში.
ამ თვისებების მიხედვით შეიძლება გამოიყოს მეთოდთა სამი ჯგუფი:
* ვერბალური (ცოდნის ერთი წყარო – სიტყვა);
* თვალსაჩინოებისა (ცოდნის ორი წყარო – სიტყვა და თვალსაჩინოება);
* პრაქტიკული (ცოდნის სამი წყარო – სიტყვა, შესასწავლი ობიექტი და საგნის პრაქტიკული კვლევა).
ვერბალურ მეთოდებს მიეკუთვნება: თხრობა, საუბარი, ახსნა-განმარტება, ლექცია. აქ მასწავლებლის ქმედება გამოიხატება სიტყვით, ხოლო მოსწავლის ძირითადი ქმედებაა მოსმენა, ზეპირი ან წერილობითი პასუხების გააზრება.
თვალსაჩინოების მეთოდებს მიეკუთვნება ცდებისა და თვალსაჩინო მასალის დემონსტრირება, საგნებისა და მოვლენების ნატურალური ან გამოსახულების (სურათი, სქემა, მულაჟი, მოდელი) სახით ჩვენება.
მასწავლებელი სიტყვიერად უწევს ორგანიზებას შესასწავლი ობიექტის დათვალიერებას, მასზე დაკვირვებას, ხოლო მოსწავლეები მისი მითითების საფუძველზე გაიაზრებენ, გამოაქვთ დასკვნები და იძენენ ცოდნას.
პრაქტიკულ მეთოდებს ბიოლოგიაში მიეკუთვნება სამუშაოები შესასწავლ ობიექტზე ან სახელმძღვანელოზე.
განვიხილოთ ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენებული რამდენიმე მეთოდი:
თხრობა. თხრობისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ელემენტი: კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. თხრობას პედაგოგი გაკვეთილზე იყენებს ისეთი ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა, მაგალითად, დიდი აღმოჩენების ისტორია, მეცნიერთა ბიოგრაფიები, რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღწერა. თხრობა მალე ღლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასლებს, რადგან მათ უჭირთ ყურადღების მობილიზება 10-25 წუთზე მეტხანს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და რამდენიმე კითხვასა და მოკლე შინაარსის გადაცემას დასჯერდეს.
საუბარი. სიტყვიერი მეთოდის ეს სახესხვაობა გულისხმობს სასწავლო მასალის განხილვას კითხვა-პასუხის ფორმით, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლას.
საუბრის მიზანი განისაზღვრება კონკრეტული კითხვით, რომელიც უნდა გაიხსნას მოსწავლეთა ცოდნის მობილიზებით. საუბარი სრულდება დასკვნების გამოტანითა და განზოგადებით.
საუბარი იმართება ნაცნობი ან ნაწილობრივ ნაცნობი მასალის შესახებ. მას ხშირად იყენებენ განვლილი მასალის გამეორების დროს, ახსნილი მასალის განსამტკიცებლად გაკვეთილის ბოლოს, ახალი თემის დაწყებისას, რათა მოსწავლეები მოემზადონ ახალი ინფორმაციის აღსაქმელად. გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელმა თანდათან უნდა გაართულოს საუბარში ჩართული კითხვები.
სასწავლო პროცესში შეიძლება გამოვყოთ საუბრის შემდეგი ფორმები: შესავალი; ცოდნის განზოგადება; ცოდნის განმტკიცება; საკონტროლო-მაკორექტირებელი საუბარი (შესწორება).
საუბრის წარმართვისას აუცილებელია შემდეგი მეთოდური მოთხოვნების გათვალისწინება:
. სწორად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ კითხვები;
. კითხვები ისე იყოს შერჩეული, რომ პასუხები გამომდინარეობდეს შესასწავლი მასალის შინაარსიდან;
. მოსწავლეთა ყურადღება მიმართული იყოს მასალის მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხებისკენ ისე, რომ გამოყენებულ იქნეს მათი წინარე ცოდნა ან ცხოვრებისეული გამოცდილება;
. გათვალისწინებულ იქნეს კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს მიაჩვევს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას (კითხვები განსჯისათვის).
ახსნას ბიოლოგიაში ხშირად იყენებენ. მას ახასიათებს სასწავლო მასალის მკაფიო, ლოგიკური გადაცემა ფაქტებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე და, დასასრულ, დასკვნების ფორმულირება. ახსნა მოიცავს მსჯელობასაც. ახსნას მიეკუთვნება პრაქტიკული სამუშაოს ჩატარების ინსტრუქტაჟიც, რომელიც უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და ზუსტი.
სასკოლო სასწავლო ლექცია გულისხმობს სასწავლო მასალის ზეპირ გადაცემას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ცოდნის გათვალისწინებით, ლექცია შეიძლება გადაჯაჭვული იყოს თხრობასთან ან საუბართან. ლექციაზე, წესისამებრ, განიხილავენ დიდი მოცულობის სასწავლო მასალას ან სახელმძღვანელოში არასათანადოდ გაშუქებულ საკითხს.
დემონსტრირებას ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად მიმართავენ. ის ემყარება ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას. ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა აუდიო- და ვიზუალური გზით ერთდროულად მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეუძლია როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. ეს მეთოდი გვეხმარება, თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაზუსტოთ, რისი გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
ნახატი. მნიშვნელოვანია დაფაზე შესრულებული ნახატი, სქემა. ამ დროს მოსწავლეთა ყურადღება კონცენტრირებულია დეტალებზე, რომელთა შესახებაც ლაპარაკობს მასწავლებელი.
ბიოლოგიის სწავლების პრაქტიკული მეთოდები მრავალფეროვანია. მათ შორისაა:
. სამუშაო ობიექტის განსაზღვრა, ამოცნობა და აღწერა;
. ცდების ჩატარება;
. ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.
ამ მეთოდებს იყენებენ მორფოლოგიური, ანატომიური, სისტემატიკური, აგრეთვე ევოლუციური და ეკოლოგიური შინაარსის მასალის შესწავლისას.
პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრაქტიკული მეთოდების გამოყენება მოითხოვს გარკვეული რაოდენობის დასარიგებელი მასალის ქონას.
დაკვირვება ორგვარია: მოკლევადიანი/ხანმოკლე და გრძელვადიანი/ხანგრძლივი.
მოკლევადიანი დაკვირვება ცოტა დროს მოითხოვს და შეიძლება ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესშიც, გამოვიყენოთ ექსკურსიაზეც. ის ყოველთვის სრულდება მასწავლებლის მითითებით.
გრძელვადიანი/ხანგრძლივი დაკვირვება გამოიყენება ისეთი საკითხების შესწავლისას, როგორიცაა, მაგალითად, თესლის გაღვივება, კვირტის ან აღმონაცენის ზრდა-განვითარება, ბუნებაში ფენოლოგიური დაკვირვება.
ექსპერიმენტს როგორც პრაქტიკულ მეთოდს ხშირად იყენებენ ფიზიოლოგიური და ეკოლოგიური მასალის შესწავლისას. ისიც ორგვარია – ხანმოკლე და ხანგრძლივი. ხანგრძლივი ექსპერიმენტი იწყება გაკვეთილზე, კლასგარეშე წრეზე ან სახლში; მერე, განსაზღვრული პერიოდულობით, ხდება დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, დახარისხება და ა. შ.
სწავლების მულტიმედიური მეთოდი გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. სწავლების მულტიმედიური საშუალებები შეიცავს ვერბალურ (მასწავლებელი მოუთხრობს, მოსწავლეები უსმენენ), სადემონსტრაციო (მასწავლებელი აჩვენებს, მოსწავლეები აკვირდებიან) და პრაქტიკულ (მოსწავლეები ახორციელებენ ქმედებებს, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უწევს ინსტრუქტაჟს) ნიშნებს, ამიტომ მას კომპლექსურსაც უწოდებენ.
სწორედ სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის გადაცემაა მულტიმედიური მეთოდის გამორჩეული თავისებურება. ბიოლოგიის სწავლებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მულტიმედიური ლექცია, მულტიმედიური პრაქტიკული სამუშაო, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შეასრულოს ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაო ან ვირტუალურად იმოგზაუროს ბუნებაში.
სწავლების დროს გამოყენებულ ყველა მეთოდს აქვს განსაზღვრული ფუნქცია, უმთავრესად – სასწავლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი, წამახალისებელი, შემაჯამებელ-მაკონტროლებელი. მათი საშუალებით ხდება მოსწავლეთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ერთი და იგივე მეთოდი, სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ინტენსივობით გამოიყენება. მათი განვითარება განისაზღვრება სამი პარამეტრით:
. მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ზრდით სწავლების პროცესში;
. მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანების გართულებით;
. მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ზრდით.
მთლიანი სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის სწავლება. სწავლების მეთოდების არჩევანი ობიექტურად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესად – გაკვეთილის მიზანზე, სასწავლო მასალის შინაარსზე, მატერიალურ ბაზაზე, მოსწავლეთა ასაკსა და მომზადების დონეზე. ამ ფაქტორების ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სწორი ორიენტირი მოიძიოს და შეარჩიოს კონკრეტულ სიტუაციას მორგებული აქტივობები.
ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმების მეთოდიკა სწავლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მიზანია ეფექტური უკუკავშირი – იგი იძლევა იმის შემოწმების საშუალებას, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს თავისი პედაგოგიური საქმიანობა, მიღწევები, აღმოაჩინოს და აღმოფხვრას ხარვეზები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე თავად მასწავლებლისთვისაც.


მასალა აღებულია: Mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment