Friday, December 1, 2017

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!

*****
შიდსი! 21–ე საუკუნეში ჯერ კიდევ  საშინლად ჟღერს! განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ხშირად მიფიქრია ნეტავ რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ ოდნავ მაინც ავამაღლო საზოგადოების ცნობიერება ამ თემის მიმართ. მე ხომ როგორც ბიოლოგს მეტ–ნაკლებად სხვაზე მეტად მესმის ამ საკითხის არსი, ერთი მხრივ ჩემი პროფესია (ერთ–ერთ ძალიან წარმატებულ სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ) ამის საშუალებას მაძლევს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეები ნამდვილად არ არიან ინფორმაციულ ვაკუუმში და სხვადასხვა ღონისძიებებით უკვე წლებია ვეხმაურებით 1 დეკემბერს – შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს! მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია! ისინი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ჩვენი მესიჯები გაცილებით შორ მანძილზე გავგზავნოთ და მხოლოდ სკოლით არ შემოვიფარგლოთ, მაგრამ მაინც უკმარისობის გრძნობა მაწუხებს.....
....... 29 ნოემბერი, დღეს მოულოდნელად არასახარბიელო ინფორმაცია შევიტყვე: მეგობარმა დამირეკე შეშფოთებული ხმით „მგონი შიდსი მაქვსო“ .... უეცრად დავიბენე, არ ველოდებოდი ალბათ, მაგრამ უცებ გონება მოვიკრიბე და მივხვდი, რომ ახლა იყო სწორედ გადამწყვეტი მომენტი, ჩემს სიტყვებზე იყო მისი ბედი დამოკიდებული, ელოდებოდა მე რას ვეტყოდი, ელოდებოდა ისე როგორც განაჩენს....და მეც ძალიან მშვიდად ვუპასუხე, რომ ეს არ იყო განაჩენი...პირველი წინადადება რაც მომაფიქრდა იყო ის, რომ ვუთხარი : „ჩვენს ქვეყანაში შიდსის მკურნალობა უფასოა“ და დავპირდი რომ ზუსტ ინფორმაციას ცოტა ხანში მივაწოდებდი, ისიც დავძინე,რომ დაავადებულ ადამიანებს კანონი იცავს და ინფორმაცია კონფიდენციალურია. ცოტა დამშვიდდა...
.....ახლა ელოდება ალბათ ჩემს ზარს...უფრო მეტი კითხვა უტრიალებს თავში.....მეც ვფიქრობ, ვფიქრობ...როგორ დავეხმარო,ისე რომ ყველაფერი სწორად, მისთვის გასაგებ ენაზე გავაგებინო....მგონი გამოსავალს მივაგენი....1 დეკემბერს სკოლაში ჩემი მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშს გეგმავენ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილს, კომპეტენტური ადამიანებიც გვეყოლებიან მოწვეულები...აი გამოსავალიც, ამაზე უკეთეს ადგილას სად მიიღებს ამომწურავ ინფორმაცია, ჩვენთან დავპატიჟებ......

თამუნა ბაქრაძე
სკოლა „ანაბასისის“ ბიოლოგიის მასწავლებელი

                                                                                                                2017 წელი