Monday, April 23, 2018

World Earth Day 2018 theme-END PLASTIC POLLUTION-International Mother Ea...

"დედამიწის დღე" – 1970 – 2018:

სამოდელო გაკვეთილი – გამჭოლი კომპეტენციების განვითარება – სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:  თამარ ბაქრაძე


საგანი: ბიოლოგია
  
კლასი:  IX

თემა: კვებითი კავშირები ეკოსისტემაში

დრო: 45 წთ.


ჩატარების თრიღი:
17.04 .2018  წელი

მოსწავლეთა პროფილი: 20 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.

გაკვეთილის ტიპი:  გამჭოლი კომპეტენციები – სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა.
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ ვერბალური და არავერბალური (დიაგრამის, სქემის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტერპრეტირება, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემა.
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით სქემის სახით წარმოადგინონ ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვში ჩართული ორგანიზმები.
·         მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ტექსტის დაკავშირება ილუსტრაციასთან (ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა), ასევე მიწოდებული ინფორმაციის სქემის სახით წარმოდგენა.(სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება).
·         მოსწავლეებმა შეძლონ  მასწავლებლის დახმარებით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა. ასევე იმ ხერხების აღმოჩენა, რომელიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავდეთ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარი, რასაც შემდგომ  აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს, ასევე რეალურ ცხოვრებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ბიოლ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე  ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
·           – დიაგრამის სახით წარმოადგენს ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვში ჩართულ ორგანიზმებს (მაგ: პირველადი მომხმარებელი და მტაცებელი), აღწერს მათ შორის არსებულ დამოკიდებულებებსა და მათ ადგილს ეკოლოგიურ პირამიდაში.
საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები:
   მოსწავლეებმა იციან  ეკოსისტემის ცნება, ასევე ეკოლოგიური ფაქტორები და კვების ტიპები, მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; წერითი უნარ-ჩვევები, იციან სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამებს შექმნა და გამოყენება.
შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებ  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას;
მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება:
გაკვეთილის პროცესში გამოიყენება:
§  შუქნიშნის ფერადი ბარათები;
გასასვლელი ბილეთები;
მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება: პრეზენტაცია. ჯგუფური მუშაობა
შეფასების  რუბრიკები გაკვეთილის  გეგმას თან ერთვის;
სასწავლო მასალა და რესურსები:
 მე–9 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, Power-Point-ის პრეზენტაცია, ვიდეო რესურსი, სამუშაო ფურცლები,  მარკერები,  სამუშაო რვეულები და კალმები. გამოსაძახებელი ჩხირები, ფერადი მაჩვენებლები, თაბახის ფურცლები.
გაკვეთილის მსვლელობა;
აქტივობ1. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის ემის,  მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 3 .
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა. ასევე წინაპირობის შექმნა, იმისთვის რომ მოსწალეებმა გაიაზრონ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისაკენ მიმართული გაკვეთილის არსი.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. კითხულობ  სიას, მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებს და  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესშიასევეახსენებს  კლასში  მუშაობის  წესებს. აცნობ კლასის ორგანიზების ფორმებს. განაწყობს იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სქემებისა და დიაგრამების შევსება–შექმნა, რის შედეგადაც მათ განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარი (სემიოტიკური კომპეტენცია). ასევე მასწავლებელი პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს ახსენებს ხალხურ ლექსს: „თხა და ვენახე“ და გამოათქმევინებს ვარაუდებს რისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული იგი.
აქტივობა.2. გონებრივი იერიში
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო  5–7 წთ.
აქტივობის მიზანიმოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა და გააქტიურება. მოსწავლეები აიმაღლებენ მოტივაციას,მოსწავლეები განეწყობიან ახალი საკითხის გასააზრებლად და დაუკავშირებენ  წინარე ცოდნას ახალ მასალას.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  კლასში სვამს კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ .
1.      ბიოლოგიის რა ნაწილს შევისწავლით? (ეკოლოგიას)
2.      რას შეისწავლის ეკოლოგია? ( ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობას გარემოსთან).
3.      რამდენი ეკოლოგიური ფაქტორი იცით? (აბიოტური, ბიოტური, ანთროპოგენური)
4.      დაასახელეთ აბიოტური ფაქტორები: (სინათლე, ტემპერატურა, ნიადაგი, წყალი და ა.შ.)
5.      დაასახელეთ ბიოტური ფაქტორები: (ნეიტრალიზმი, კონკურენცია, მტაცებლობა, სიმბიოზი და ა.შ)
6.      დაასახელეთ ანთროპოგენური ფაქტორები: (ხეების მოჭრა, გამონაბოლქვები და ა.შ.)
 მუშაობა საერთო კლასთან წარიმართება გამოსაძახებელი ჩხირების და შუქნიშნის ბარათების გამოყენებით. ამ დროს გამოიყენება ასევე მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციაც, სლაიდებზე მოსწავლეები ამოიცნობენ სხვადასხვა ფაქტორებს.
აქტივობა.3. კოგნიტური სქემის შევსება.
კლასის ორგანიზების ფორმა - ჯგუფური მუშაობა
დრო  – 10 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მასწავლებლის მიერ წოდებული კვების ტიპების ამსახველი სქემის შევსება, მათ გამოუმუშავდებათ აზროვნების და საკუთარი ნაფიქრის გადმოცემის უნარები. ასევე შეძლებენ ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანას (სემიოტიკური კომპეტენცია)
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი ურიგებს ჯგუფეს აქტივობის შესასრულებლად საჭირო მასალას, კლასი განაწილებულია 4 ჯგუფად, დავალება არის ორ ვარიანტად და შერჩევითი პრინციპით ხვდებათ ჯგუფებს, მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მოსწავლეებს და უთითებს დროს. სქემის შევსებას უნდა მოხმარდეს   3 წუთი, ხოლო 5 წუთი პრეზენტაციას. პრეზენტაციამდე მოხდება გადათამაშება: მომხსენელი და ოპონენტი, ოპონენტმა უნდა მიაწოდოს უკუკავშირი მომხსენებელს, სადაც უნდა ჩანდეს: რა იყო კარგი, რა უნდა გააუმჯობესოს და როგორ უნდა გააუმჯობესოს. 2 წთ. მიეცემა დრო მომხსენებელს საბოლოო სიტყვისათვის. ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მოახდინონ როგორც ურთიერთშეფასება, ასევე თვითშეფასებაც.მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს სლაიდს მზა პასუხით. მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს. გაუგებრობის შემთვევაში სვამენ კითხვებს, მასწავლებლის დახმარებით ერკვევიან მათთვის ბუნდოვან საკითხებში, საჭიროებისამებრ  შეაქვთ შესწორებები  ნამუშევრებში..
აქტივობა:4 მასწავლებლის მინი ლექცია
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 7 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლი მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაციის გაგება და გააზრება. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის გააზრების და გაანალიზების უნარები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ახალ მასალას კვებით კავშირებთან დაკავშირებით. ამ დროს იყენებ მის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას და მოძიებულ ვიდეო რესურსს. მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს ინფორმაციას და აძლევს მათ საშუალებას მაქსიმალურად შეძლონ მიწოდებულ სქემებზე მუშაობა, დიაგრამიდან ინფორმაციის წაკითხვა და მისი გაანალიზება.
აქტივობა.5  ციფრული რესურსის გამოყენებით კვებითი ჯაჭვების აწყობა.
 კლასის ორგანიზების ფორმა - ჯგუფური მუშაობა
დრო – 10წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მიწოდებული ციფრული რესურსის გამოყენებით კვებითი ჯაჭვების აგება (სქემის სახით წარმოდგენა).
აქტივობის აღწერამუშაობა წარიმართება ჯგუფურად. მოსწავლეები  ააგებენ კვებით ჯაჭვებს, გამოიყენებენ  მასწავლებლის შეთავაზებულ სლაიდს, ასევე სახელმძღვანელოს ტექსტს, შეეცდებიან თითოეულ რგოლს შეუსაბამონ კონკრეტული ტერმინი და მოახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას. მასწავლებელი აწვდის მათ განმავითარებელ უკუკავშირს.
აქტივობა.6.გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 5წთ.
აქტივობის მიზანი: შესწავლილი  მასალის გაანალიზება. უკეთ გააზრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  აჯამებს გაკვეთილს, შემდეგ მოსწავლეებს აცნობს  და ანიშნინებს საშინაო დავალებას. მასწავლებელი დაარიგებს გასასვლელ ბილეთებს, რათა  განმავითარებელი შეფასებით განსაზღვროს  მოსწავლეთა  აზროვნების    დონე გაკვეთილზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით..მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამებისას ხაზს უსვამს იმას, რომ გაკვეთილზე მოსწავლეემა შეძლეს სხავდასხვა ტიპის ინფორმაციის გაანალიზება, წარმოდგენა სქემებისა და დიაგრამების სახით., ერთი სახის ინფორმაციის სხვა სახეში გადატანა.რასაც აქტიურად გამოიყენებენ მომავალში. ასევე მოახერხეს სწავლის სწავლა. თადად იყვნენ ჩართულები კონკრეტული სასწავლო სტრატეგიების შერჩევაში, რაც მათ უადვილებდათ სწავლის პროცესს.
მასწავლებელი საშინაო დავალებ მიცემისას მოსწავლეებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას:
Ø  უპასუხეთ  მითითებულ კითხვებს:
1.  თქვენი აზრით რომელი რგოლების გარეშე ვერ იარსებებს კვებითი ჯაჭვი? პასუხი დაასაბუთეთ.
2.  შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე ორგანიზმი კვებით ჯაჭვში პროდუცენტიც იყოს და რედუცენტიც? პასუხი დაასაბუთეთ..
Ø  ჩამოთვლილი ორგანიზმებით  ააგეთ კვებითი ჯაჭვების  ყველა შესაძლო ვარიანტი და წარმოადგინეთ სქემის სახით.
               თაგვი, ბუ, ხორბალი, არწივი, გველი, ბალახი, მგელი, კურდღელი.
აქტივობა 7. შეფასება და ურთიერთშეფასება
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 3 წთ.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი აღწერითი უკუკავშირით , განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით  განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხს;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკების მიხედვით;
























პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
N
გვარი,
სახელი
თარიღი
პასუხობს თემას
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას,
ინტონაციას)
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამისს ტერმინოლოგიას
იყენებს თვალსაჩინოებას
იცავს დროის ლიმიტს
ჯამი



0-2
0-2
0-2
0-2
0-2

1








2








3








4








5








6








7








8








9








10








11








12








13








14








15








16








17








18








19








20








21



















ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
                                                              
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1





გასასვლელი ბილეთის კითხვები:

1.      დაასახელეთ კვებითი ჯაჭვის ძირითადი რგოლები.
2.      თაგვი, ხორბალი, გველი, არწივი – დასახელებული ორგანიზმებით შექმენით კვებითი ჯაჭვი.
3.      მოცემული სქემის კომპონენტებიდან რომელია ზედმეტი:
ბალახი
მგელი
თოფი
თხა
 

                                  
4.      რის გაგებას ისურვებდით დამატებით საგაკვეთილო საკითხთან დაკავშირებით?





სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებელი: თამარ ბაქრაძე
კლასი : IX
საგანი : ბიოლოგია
თემა : „კვებითი კავშირები ეკოსისტემაში“
2018  წლის  17 აპრილს  მეცხრე კლასში ჩავატარე გამჭლი კომპეტენციებისკენ, კერძოდ, სემიოტიკური კომპეტენცია და სწავლის სწავლა, მიმართული სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „კვებითი კავშირები ეკოსისტემაში“.
კლასში სწავლობს  20 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში არ არის.
  აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ძალიან ხშირად აუცილებელია რეალურად მოვახდინოთ ერთი სახის ინფორმაციის მეორე სახის ინფორმაციად აღქმა – გადაკეთება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. ასევე მოზარდები ხშირად დგებიან იმ სიტუაციის წინაშე, როდესაც თავად უწევთ გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული გზების მოძიება. შესაბამისად საჭიროდ მივიჩნევ, რომ მათ განსაკუთრებით სწორედ ის უნარ–ჩვევები განვუვითარო, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებაში დაეხმარებათ. კონკრეტული საგაკვეთილო თემაც ნამდვილად იძლეოდა ამის საშუალებას.
  გამჭოლ კომპეტენციებზე ( სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა) ორიენტირებული გაკვეთილები მოსწავლეებს თეორიული მასალის შესწავლასთან  ერთად ეხმარება შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში, ისინი ეჩვევიან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მათთვის მისაღები საშუალებებით დამუშავებას და ამით სწავლის პროცესი უფრო უადვილდებათ. ცდილობენ თავად მიაგნონ იმ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომლითაც შეძლებენ შედარებით იოლად აღიქვან ახალი მასალა და სწავლის პროცესი სასიამოვნო გახდეს. მოსწავლეებს ერთმანეთთან აზრის გაზიარებით უმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარები, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარჩვევები. მოსწავლეები სწავლობენ როცა საჭიროა საკუთარ ნააზრევში კორექტირების მოხდენას და რაც მთავარია  ახდენენ აქტიურ სწავლებას, ცოდნის სისტემატიზაციას და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ბუნებრივად ინტეგრირებას .
    გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება ნამდვილად შესაძლებელია სხვადასხვა სასკოლო საგნის შესწავლის დროს და ამით მოსწავლეებს უმუშავდებათ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები. სწავლის სწავლით ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს სწავლების ყველა საფეხურზე.
     გაკვეთილის მიზანი იყო : მოსწავლეებმა შეძლონ ჩემს  მიერ ვერბალური და არავერბალური (დიაგრამის, სქემის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტერპრეტირება, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემა. ასევე შეძლონ სქემის სახით წარმოადგინონ ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვში ჩართული ორგანიზმები და შეთავაზებული ტექსტის დაკავშირება ილუსტრაციასთან (ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა), ასევე მიწოდებული ინფორმაციის სქემის სახით წარმოდგენა.(სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება). კიდევ ერთი რამ რასაც გაკვეთილი მიზნად ისახავდა იყო მოსწავლეებს მოეხერებინათ  ჩემი  დახმარებით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა. ასევე იმ ხერხების აღმოჩენა, რომელიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავდეთ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარი, რასაც შემდგომ  აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს, ასევე რეალურ ცხოვრებაში.        გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა შეძლეს  მიღებული ინფორმაციის გააზრება, ტექსტური ინფორმაციის სქემების სახით წარმოდგენა, ტერმინების დამახსოვრების მარტივი გზების მოძიება. შესაბამისად მათ გამოუმუშავდათ არგუმენტირებული მსჯელობის, თამანშრომლობის და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.
   ამ გაკვეთილის ჩატარებით ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ საჭიროა ჩვენი სამუშაო პროცესი წარვმართოთ ისეთი სასწავლო სტრატეგიებით და აქტივობებით, რომელიც უკეთ დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ–ჩვევები.
   გაკვეთილზე ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად: დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკები და კლასის ორგანიზების ფორმები. მოტივაციის ამაღლების, პოზიტიური სასწავლო გარემოს  და გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვის მიზნით გავიხსენეთ ხალხური ლექსი „თხა და ვენახი“, ასევე გამოვიყენე გონებრივი იერიში, მოსწავლეებს გავუაქტიურე წინარე ცოდნა შეკითხვებით, გავიხსენეთ რას შეისწავლიდა ეკოლოგია, რამდენი ტიპის ეკოლოგიური ფაქტორი არსებობდა.მოსწავლეებმა ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცის დახმარებით სლაიდებზე ამოიცნეს სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური ფაქტორები. შეავსეს სქემა კვების ტიპებთან დაკავშირებით, ჯგუფებისათვის მიწოდებული იყო ორი ტიპის დავალება, მიწოდება მოხდა შერჩევითი პრინციპით, შემდეგ პრეზენტაციის დროს ასევე შერჩევითობით ერთი ჯგუფი გამოვიდა მომხსენებელის როლში, ხოლო მეორე ჯგუფი ოპონენტის როლში, ასევე დანარჩენი ჯგუფებიც. ამ აქტივობით მათ გამოუმუშავდებათ აზროვნების და საკუთარი ნაფიქრის გადმოცემის უნარები. ასევე შეძლეს ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა (სემიოტიკური კომპეტენცია). მოახდინეს ერთმანეთის შეფასება და თვითშეფასება. მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით ხელს ვუწყობდი  მოსწავლეებს ემსჯელათ, წარმოეჩინათ მათ მიერ შემუშავებული გზები და საშუალებები, გამოემუშავებინათ  ემპათიის და თანაგრძნობის უნარჩვევები; მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხებით თვალნათლივ სჩანდა რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს.ბოლოს  ჩემს მიერ გაკეთებული შემაჯამებელი დასკვნით , მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ საკვები ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჭირდება, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგია გამოიმუშავოს, ამიტომ ეკოსისტემებში არსებობს კვებითი კავშირები, რაც ნათლად ასახავს ცოცხალ ორგანიზმებს შორის საკვებით ენერგიის გადაცემის პროცესებს. მოსწავლეთა  დადებითი სიტყვიერი უკუკავშირით მოვახდინეთ გაკვეთილის ერთობლივი შეჯამება, ამით მოსწავლეებს საშუალება მივეცი თავად  გაეაზრებინათ ის,რომ მიზანს მივაღწიეთ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებისთვის  ინდივიდუალურად შესავსები გასასვლელი ბილეთების დარიგებით,მოსწავლეებს დავეხმარე  გაეკეთებინათ საკუთარი თვითშეფასება; აღნიშნულ აქტივობას მიზნობრივად ვიყენებ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად და შემდგომში შესაბამისი რეაგირებისთვის დავალების მიცემისას. ამასთანავე აღნიშნული აქტივობა მეხმარება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.
ეს აქტივობა მეც  დამეხმარება შემდეგი  გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში  მიღებული პასუხების საფუძველზე.
გაკვეთილის ბოლოს   მოსწავლეებისთვის წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკებით შევაფასე. საბოლოო ჯამში, აღწერითი უკუკავშირით,  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით და ურთიერთშეფასებით   განვსაზღვრეთ  გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხი.
გაკვეთილი დავასრულე მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემით,რომელიც დაკავშირებული იყო გაკვეთილის მიზანთან. მათ მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ ორი შეთავაზებული დავალებიდან ერთ–ერთი.
გაკვეთილის მსვლელობისას ვცდილობდი  ვყოფილიყავი ფასილიტატორი და  ეტაპობრივად ხელს ვუწყობდი მოსწავლეებს შესაბმისი ინსტრუქციების და განმავითარებელი კომენტარებით და ვცდილობდი მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში,მათ შეძლეს თავად აეგოთ ცოდნა ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე; მათ შესძლეს  ამ ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა, რაც ნამდვილდ იყო მიმართული სემიოტიკური კომპეტენციის განვითრებისაკენ. მოზარდებმა შეძლეს ერთმანეთისთვის  აზრების გაზიარება და საკუთარი დამოკიდებულებების და შეხედულებების სწორად ჩამოყალიბება, თუმცა გარკვეულწილად ამ ყველაფერში ჩემი დახმარებაც გახდა საჭირო.
გამჭოლი კომპეტენციების განვითარების უნარჩვევების მნიშვნელობა   ნათლად დაინახეს  მოსწავლეებმა და  გააცნობიერეს გრძელვადიანი მიზნები, რასაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოიყენებდნენ.
გაკვეთილის გეგმის/განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას არ გამხდარა საჭირო,რადგან სწორად მოხდა დროის მენეჯმენტის განსაზღვრა,აქტივობების შერჩევა და გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევა;
 მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი  ყველაზე წარმატებული იყო შემდეგ კომპონენტში:
·         გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა სამოდელო გაკვეთილის ტიპთან და ე.ს.გ.-სთან,
რადგან მიზანი მკაფიოდ იყო ფორმულირებული , იყო კონკრეტული და რეალისტური , ამასთანავე სრულად შეესაბამებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპსა და ე.ს.გ.-ით განსაზღვრულ შედეგებს. ვთვლი,რომ მოსწავლეებმა მოახერხეს დასახული მიზნის მიღწევა,
    ჩემი აზრით გაუმჯობესებას საჭიროებს დროის რაციონალურად გამოყენება.ამ მიზნით გულდასმით ვაკონტროლებ თითოეული აქტივობის დაგეგმვისას მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებებისთვის დროის განაწილებას,  ვფიქრობ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითვალისწინო დროის ფაქტორი. გაკვეთილმა აგრეთვე მასწავლა,რომ უფრო მეტი დრო დავუთმო უკუკავშირს. ვითანამშრომლებ კოლეგებთან, გავიზიარებ მათ გამოცდილებას, გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას.         ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას,რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში.


ბიოლოგიის პედაგოგი:  თამარ ბაქრაძე