Saturday, November 10, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პ/ნ: თამარ ბაქრაძე, 18001011108
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაბზო, მე-8 კლასი
გაკვეთილის თემა: აირთა ცვლა ფილტვებში
  გაკვეთილის მიზანი:
  მოსწავლემ შეძლოს:
·          მასწავლებლის მიწოდებული  ინფორმაციით , ვიდეომასალით,ტაბულებით და სქემებით ადამიანის სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანოების – ფილტვების აგებულების შესწავლა.
·         ამ ორგანოების ფუნქციების განსაზღვრა.
·         ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესების აღწერა,ფილტვების  ამოცნობა ილუსტრაციაზე, მის აგებულებაზე მსჯელობა, ფილტვების, როგორც აირთა ცვლის მთავარი ორგანოს როლის გააზრება.
·         ახალი მასალის უკვე ნასწავლ მასალასთან (სისხლის მიმოქცევის სისტემასთან) დაკავშირება.

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
გამოწვევის ფაზა                                                                                                                                              20                                                                                                                                                                       
1
საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის ემისმიზნების (მასწავლებელი აჩვენებს გრძელვადიან მიზანთან კავშირს –  მე–10 კლასში მოსწავლეები სასუნთქ სისტემას შეისწავლიან ისე, როგორც ერთ–ერთ მარეგულირებელ სისტემას ადამიანის ორგანიზმში) და შეფასების რუბრიკების გაცნობა. ქცევის წესების შეხსენება.

საერთო საკლასო
პროექტორი
3 წთ.
2
ბიშეკითხვები:
ბიოლოგიის რა ნაწილს შევისწავლით?
2.       რას შეისწავლის ანატომია?
3.       რა ქმის ადამიანის ორგანიზმს?
4.       ჩამოთვალეთ ჩვენს მიერ შესწავლილი ორგანოთა სისტემები.
5.       არის თუ არა კავშირი სხვადასხვა ორგანთა სისტემებს შორის? მაგ. მაჩვენეთ კავშირი სისხლის მიმოქცევის სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს შორის.
6.       ახლა რომელ სისტემას ვსწავლობთ?
7.       ჩამოვთვალოთ სასუნთქი სისტემის ორგანოები.
8.       რა გზას გაივლის ჰაერი სანამ ფილტვებში მოხვდება?
9.       სასუნთქი სისტემის რომელი ორგანოები ქმნის ჰაერგამტარ გზას?
10.   თქვენი აზრით რა კავშირი უნდა იყოს სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემას შორის?

გონებრივი იერიში  
საერთო საკლასო
ადამიანის სხეულის მოდელი
7წთ.
3
კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად, ეს მოხდება იქვე, დაურიგდებათ შესაბამისი დავალებები:
ჯგუფი – მიეცემათ დანომრილი სასუნთქი სისტემის ორგანოების სურათები და მათ უნდა შეძლონ  ილუსტრაციებზე ამ ორგანოების ამოცნობა.
II ჯგუფი – სასუნთქი სისტემის ორგანოების გამოყენებით ააწყობენ სისტემას.
Ш ჯგუფი – ჰაერგამტარი გზების ორგანოების აგებულება
IV ჯგუფი – ჰაერგამტარი გზების ორგანოების ფუნქციები

ჯგუფური მუშაობა + ნამუშევრების პრეზენტაცია 
ჯგუფური
ფოტო მასალა. მარკერები, ფორმატი.
10წთ.
შინაარსის რეალიზება                                                                                                                                                           15
4
ახალი მასალის მიწოდება მასწავლებლის  მიერ შექმნილი პრეზენტაციის გამოყენებით. ასევე ბიოლოგიური ატლასის გამოყენებით.
მასწავლებლის მინი ლექცია
საერთო საკლასო
პროექტორი, ატლასი.

10 წთ.
5
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს თავის მიერ მოძიებულ ვიდეო მასალას თემასთან დაკავშირებით.
ვიდეო მასალის ჩვენება
საერთო საკლასო
პროექტორი
5წთ.
რეფლექსია
6
მოსწავლეები კითხვარს ავსებენ ინდივიდუალურად, იქვე მოხდება გამოსაძახებელი  ჩხირების გამოყენებით რამდენი მოსწავლის პასუხების მოსმენა, დანარჩენს გაკვეთილის შემდეგ განიხილავს მასწავლებებლი.
ახალი მასალის განმტკიცება მასწავლებლის მიერ შეგენილი კითხვარის გამოყენებით. 
საერთო საკლასო
შესავსები კითხვარები, გამოსაძახებელი ჩხირები.
7წთ.
7
წინასწარ შედგენილ კითხვებს ჩაინიშნავენ საშინაო დავალებად, რომელსაც მასწავლებელი აჩვენებს სლაიდის გამოყენებით.

საერთო საკლასო
პროექტორი
3წთ.









გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბიოლ. VIII.5. მოსწავლეს შუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს  ილუსტრაციაზე ფილტვებს.
·          აღწერს ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესებს;
·         იაზრებს ფილტვების როლს აირთა ცვლაში ;



შეფასება:

(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები)

განმავითარებელი და განმსაზღვრელი

განმავითარებელი შეფასებისათვის მასწავლებელი იყენებს შუქნიშნის ფერად ბარათებს, სიტყვიერ კომენტარებს.
განმსაზღვრელი შეფასებისათვის შეფასების რუბრიკებს. იხ.შეფასების რუბრიკა

შესავსები კითხვარი:
სახელი, გვარი .............................................
1.    რამდენი ფილტვი აქვს ადამიანს?
პასუხი:
2.    სად არის მოთავსებული ფილტვები?
პასუხი:
3.    რა არის ფილტვის აგებულების ელემენტარული ერთეული?
პასუხი:
4.    რომელი ქსოვილითაა აგებული ფილტვის ელემენტარული ერთეული?
პასუხი:
5.    რა პროცესი უდევს საფუძვლად აირთა ცვლას ფილტვებში?
პასუხი:
6.    როგორი სისხლი მიდის ფილტვებში გულიდან?
პასუხი:
7.    როგორი სისხლი ბრუნდება ფილტვებიდან გულში?
პასუხი:








რეფლექსია

2018 წლის 20 ოქტომბერს ჩავატარე გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე: „ ფილტვები, აირთა ცვლა“, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მიწოდებული  ინფორმაციით ,ვიდეომასალითტაბულებით და სქემებით ადამიანის სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანოების – ფილტვების აგებულების შესწავლა. ამ ორგანოების ფუნქციების განსაზღვრა. ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესების აღწერა, ფილტვების  ამოცნობა ილუსტრაციაზე, მის აგებულებაზე მსჯელობა, ფილტვების, როგორც აირთა ცვლის მთავარი ორგანოს როლის გააზრება. ახალი მასალის უკვე ნასწავლ მასალასთან (სისხლის მიმოქცევის სისტემასთან) დაკავშირება.
  გაკვეთილზე განხორციელებულმა აქტივობებმა შესაძლებლობა მომცა დასახული მიზნებისთვის  მიმეღწია.   მოსწავლეებმა შეძლეს : გონებრივი იერიშის დროს დასმულ კითხვებზე  პასუხის გაცემა, ასევე ამ პასუხების დასაბუთება. ასევე შეძლეს წარმატებით  განეხორციელებინათ ჯგუფური სამუშაო  კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით და სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია. შედეგებს მოსწავლეებმა მიაღწიეს გაკვეთილზე წარმოებული აქტივობებით. შეკითხვების დასმით მოსწავლეებს ვუბიძგებდი ემსჯელათ, გამოეტანათ დასკვნები და ახალი მასალა დაეკავშირებინათ უკვე შესწავლილთან. იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ საკუთარი აზრის გამოთქმა, დასაბუთება, კრიტიკული აზროვნება და ასევე თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად, მივმართე ჯგუფურ სამუშაოს, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. ჩემს მიერ შექმნილი პრეზენტაციის დახმარებით მოვახერხე მოსწავლეებისათვის ზუსტად ამეხსნა ფილტვების აგებულება და მასში მიმდინარე აირთა ცვლის პროცესები, რაშიც ასევე დამეხმარე ბიოლოგიური ატლასი, ხოლო გაკვეთილზე გამოყენებული ვიდეო–რესურსით შევძელი მომეხდინა ახლად შესწავლილი მასალის გააზრება. ასევე მასალის გასააზრებლად მოსწავლეებს მივაწოდე ინდივიდუალური კითხვარი, რომელიც დამოუკიდებლად შეავსეს და ესეც მიმართული იყო გაეაზრებინათ ფილტვების როლი. ასევე გაკვეთილის ბოლოს შესწავლილი მასალის უფრო მეტად განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება – კონკრეტული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, რაც საშუალებას მომცემს კიდევ ერთხელ დავაკვირდე გაკვეთილზე მიღწეულ შედეგებს, თუ როგორი ხარისხით აითვისეს მოსწავლეებმა ახლსნილი მასალა. პოზიტიური გარემოს შესაქმნელად, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების, ასევე მოსწავლეთა ძლერი და სუსტი მხარეების დასადგენად, მივმართე როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ  შეფასებას მოსწავლეებთან ერთად  შემუშავებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა შეესბამებოდა საგაკვეთილო მიზანს და ვფიქრობ შედეგიც მივიღე, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა:
ბიოლ. VIII.5. მოსწავლეს შუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს  ილუსტრაციაზე ფილტვებს.
·         აღწერს ფილტვებსა და ქსოვილებს შორის აირთა ცვლის პროცესებს;
·         იაზრებს ფილტვების როლს აირთა ცვლაში ;

გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და არ გახდა საჭირო მისი მოდიფიცირება.

გაკვეთილის გაანალიზების შემდეგ აღმოვაჩინე ხარვეზები: ვფიქრობ გაკვეთილზე მაინც ვერ მოხერხდა მთლიანად დროის რაციონალურად გამოყენება, კონკრეტული აქტივობისათვის იმაზე მეტი დრო დაიხარჯა, ვიდრე ნავარაუდები მქონდა, ეს გამოიწვია იმან, რომ მინდოდა მაქსიმალურად ყველა მოსწავლისთვის გასაგები ყოფილიყო საკითხი. ასევე მოსწავლეთა ჩართულობის თვალსაზრისითაც იყო მცირე გამონაკლისები, ამ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში გაკვეთილის დაგეგმვის დროს. გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას, მივმართავ კოლეგებს დასახმარებლად, რათა უფრო უკეთ გავერკვე დროის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიებში და შევეცდები მომდევნო გაკვეთილებზე ისეთი აქტივობები შევასრულებინო მოსწავლეებს რითაც მივაღწევ მაქსიმალურ ჩართულობას.ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას ,რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავებაში.



ხელმოწერა:  თ. ბაქრაძე

თარიღი: 20.10.2018 წელი